asvl

მას მძიმე ბავშობა ჰქონდა, ჰყავდა იდეალური დედა მაგრამ საშინელი მამა, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა.
აზიზი არის ერთადერთი მმართველი კომპანიისა, რომელიც მისმა მშობლებმა დააფუძნეს და ისინი ამით მთელს თურქეთში ცნობილები არიან. მას მალე შეუყვარდება გოგონა სახელად ფერიდე, რომლის სიყვარულისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.
ახალგაზრდა ლამაზ გოგონას ძალიან მოსწონს ერთ-ერთი ტელეწამყვანი, რომელთანაც ნიუსრუმში როგორღაც შეაღწევს და ნახავს. მაგრამ მალევე უჩნდება ტელეწამყვანის მიმართ შური და წარმოუდგენელი ამბიციები.
ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ოსმალთა იმპერიაზე. მთავარი გმირი კი  ერთუგრულ გაზის ვაჟი ოსმან ბეია, ეს უკანასკნელი კი ოსმალეთა იმპერიის დამაარსებელი იყო.
ამ სერიალის მთავარი გმირი არის ერთი ღარიბი გოგონა,  რომელიც პატარა ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. მოზრდილობის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და მეგობრებთან ერთდ სტამბულისკენ გაემართა. აქ იგი სამსახურს იშოვის და სიყვარულსაც შეხვდება
სიუჟეტი ომის ფოტოგრაფ მეჰმედის შესახებ, რომელიც იმყოფება სრიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მყოფი ჟურნალისტთა ჯგუფთი
ისტორია ქალზე, რომელსაც ქმარი ღალატობს და ამ ყველაფრის შესახებ მან ყველაფერი დეტალებში იცის. ის ცდილობს შური იძიოს ქმარზე და იმ ქალზე რომელიც მისი ქმრისგან ბავშვს ელოდება.
სიკვდილის წინ, ჰუსეინ კოჩოღლუს სურვილია, რომ მისი შვილიშვილი ეჯე იპოვონ, რომელიც არასოდეს უღიარებია საკუთარ სისხლად. ამ სურვილის შესასრულებლად, მომაკვდავის მეორე შვილიშვილი ფერითი ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. გოგონას პოვნა ვერ შეძლო. ბოლოს და ბოლოს იგი თანხმდება იმაზე, რომ ბაბუას სულ სხვა გოგონა წარუდგინოს, როგორც მისი შვილიშვილი. მაგრამ, ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ფერითს ეგონა...
დეფნე, ღარიბი გოგონა ცხოვრობს მის ბებიასთან, ძმათან და დასთან, რომელიც მუშაობს ცნობილ ბიზნესმენთან, ომერს შეუყვარდება ის და მომავალში დაქორწილდებიან. დეფენე მზად არის გაყვეს მას ცოლად და შემდეგ...
ელული 16 წლის გოგონაა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა, მაგრამ სამწუხაროდ მის დედას არ სჯერავს ეს და ამიტომაც მას ბავშვთა სახლში უშვებს. გოგონა ბავშვთა სახლში გაიცნობს გოგონებს, რომლებიც მის ცხოვრებას სრულიად შეცვლიან.
ეპიკური სიყვარულის ისტორია აკიზის,ობოლი მეომარი მთის გოგონასა და პრინც ბათუგას შესახებ.
გოგონა სამედიცინოზე სწავლობდა და მას ძალიან სიმპატიური მასწავლებელი ჰყავდა. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ რომ მომავალში ერთმანეთს ისევ შეხვდებოდნენ როგორც პროფესიონალი ქირურგები და ერთად იმუშავებდნენ. მათი შეხვედრა წლების შემდეგ სიყვარულში გადაიზრდება.
სერიალი მოგვითხრობს ქოსემ სულთანი შესახებ, რომელიც ოსმალთა იმპერიაში აჰმედ I-ის ცოლი იყო. მას ჰყავდა ვაჟიშვილები რომლებს შორისაც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა სულთანის ტახტისთვის.
ახალგაზრდა გოგონას სჯეროდა სიყვარულის, მანამ სანამ საყვარელმა ადამიანმა მას არ უღალატა. ამის გამო ის წავა ბარში და მთვრალი სრულიად უცნობ მამაკაცთან გაატარებს ღამეს, ამ ღამის შემდეგ კი მათშორის გაჩნდება ერთი მხრივ სიყვარული, მეორე მხრივ კი სიძულვილი.
მორცხვი გოგონა ალსი, იმ ოჯახში აღიზარდა, რომელსაც ხანდახან ბედნიერების მომენტებიც ჰქონდა. დედა ხშირად ავადმყოფობდა და ამიტომ გოგო-ნამ სასურველი პროფესიით განათლების მიღება ვერ შეძლო. მას სურდა საკონდრი-ტო მზარეული გამხდარიყო. გავიდა დრო და ალსიმ საკონდიტროში დაიწყო მუშაო-ბა. ერთხელ, მასთან მაღაზიაში მდიდარი ოჯახის მემკვიდრე ბურაქი შევიდა, რო-მელსაც სულ მალე ქორწილი აქვს. ეს შეხვედრა საოცარი ისტორიის დასაწყისი გახ-და
გიუნეშს ცხოვრებაში არ გაუმართლა და ის ძალიან დაიჩაგრა. მას ჰყავს 3 ქალიშვილი, რომელთაც მძიმე ცხოვრება ერგოთ, მაგრამ ერთ დღეს გიუნეშსაც ეწვევა ბედნიერება და გამოჩნდება მამაკაცი რომელსაც ის შუყვარდება, მაგრამ ამ მამკაცსაც ჰყავს შვილები და ოჯახი. ყველაფერი კი მაშინ გართულდება როდესაც მამაკაცი თავის ოჯახს ეტყვის რომ მათთან საცხოვრებლად გიუნეშის ქალიშვილებიც გადადიან.
ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა იძულებული ხდება დაქორწინდეს, მაგრამ მას ეს ძალიან არ უნდა.
დემეთი დედაა და ცდილობს დაარწმუნოს თავისი ქალიშვილი რომ უკეთესი ცხოვრებაა მისთვის საჭირო და ამისათვისი ისინი სოფელიდან ქალაქში უნდა წავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ასეც იქცევიან და დემეთი თავის ძველ მეგობართან გადადის საცხოვრებლად, მისი ერთადერთი ქალიშვილი კი კერძო კოლეჯში მიჰყავთ სასწავლებლად.
ზეინეპი უდანაშაულო და ლამაზი გოგონაა, რომელსაც ძალიან უყვარს დედა. ერთ დღეს დედამისი ჯემრე ავარიაში იღუპება. სამწუხაროდ ვერავინ ბედავს ზეინეპისთვის იმის თქმას რომ მისი დედა დაიღუპა.
ბავშვობაში ალის მამამ თვალწინ მოუკლა დედა და ბიჭის მოკვლასაც აპირებდა. მაგრამ, ბავშვი მიუხვდა განაზრახს და გადაბრუნებულ ნავში შეძვრა. ბოროტმა მამამ ის ვერ იპოვა. ბავშვი აკანკანებულ და შეშინებულ მდგომარეობაში იპოვა გემზე მზარეულად მომუშავე რაუფმა, რომელმაც ბიჭი აღზარდა. იმ საშინელი დღიდან, 20 წელი გავიდა...
ადნანს სამწუხაროდ დაეღუპება უსაყვარელი ცოლი და საცხოვრებლად ის მშობლებთან სტამბულში გადავა. მას მრავალი ქალი ეპრანჭება და ჰყვარობს, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ქალი შეუყვარდება.
ოზგური ძალიან მდიდარი მამაკაცია თან ფლობს რესტორანს, ცხოვრობს ბედნიერად და თავისუფლად. მას რატომღაც არ სჯერა სიყვარულის. ეზგი კი გოგონაა, რომელსაც ურთიერთობებში საერთოდ არ უმართლებს.
ახალგაზრდა წარმატებული მამაკაცის აშშ-დან ბრუნდება, რათა საკუთარი ენერგია და ძალისხმევა, მის მამას და დებს მოახმაროს. მაგრამ მალე მას დიდი სიყვარული ეწვევა, რაც მის გეგმებს ცვლის.
ორი თინეიჯერი გოგონა ერთმანეთისთვის დებივით არიან და ერთ პატარა ღარიბულ უბანში ცხოვრობენ, მაგრამ მათ ყოველთვის შურდათ მდიდარი თანატოლების.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ახალგაზრდები, აღმოაჩენენ რომ უნდა იცხოვრონ ერთ სახლში და ასევე მათდა მოულოდნელად იმუშაონ ერთ სამსახურში.
ბოშათა უბანში მცხოვრები სერიული მკვლელის დასაჭერად, პოლიციის გაბედული კაპიტანი მათ ბოსსთან ჯაშუშურად შეაღწევს, რათა როგორმე მკვლელი გამოააშკარაოს და მართმსაჯულებას გადასცეს.
ამბავი ორი ერთმანეთზე შეყვარული ახალგაზრდის შესახებ, რომელთა ცხოვრება ერთ დღეში სრულიად იცვლება.
ორი დედის ცხოვრება, რომელბსაც სრულიად განსხვავებული გეგმები და ოცნებები ჰქონდათ, მოულოდნელად მათი გზები იკვეთება და ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
asvl