გოგონას ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად, ჰყავს 6 ძმა, მამა ლოთია, ხოლო დედა სახლიდან წავიდა. ამიტომაც მას უწევს მოუაროს 6 ძმას და ფიქრობს რომ საკუთარი ცხოვრება არ აქვს და ამიტომაც მოულოდნელად მოსულ სიყვარულზე უარს ამბობს.
8 წლის გოგონა, მას შემდეგ რაც პირვალად ითამაშებს ჭადრაკს, აღმოაჩენს რომ მასში რაღაც საოცარი ძალა იმალება. უკვე 16 წლისა კი ის ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს.
ამბავი ძალიან გავლენიანი ოჯახის შესახებ, რომელთაც ყველაფერი აქვთ, ფული, ძალაუფლება და გავლენა. მაგრამ მათ არ აქვთ ის რაც მთავარია, ეს არის - სიყვარული.
ორი ძალიან მდიდარი ოჯახის ინტრიგებითა და გამოწვევებით სავსე ცხოვრება. მათი განსხვავებული მიდგომა ქონების განკარგვასთან და შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.
ვითარება პატარა სოფელში ხდება, სადაც მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს იპოვის და სახლში წაიყვანს. ეს ქმედება მამკაცისთვის ბევრის ცუდის მომტანი გახდება.
ისტორია ლენი ბელარდოს შესახებ, რომელიც რომის პაპად აირჩიეს. ის ძალიან რთული ადამიანია, რომელიც ექსცენტრიულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი. ხოლო მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია.
1900 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ოჯახში ორი ბიჭები იბადება, მიუხედავად სოციალური განსხვავებისა ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხდებიან.
ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხდება, ქალაქში სადაც სერიული მკვლელობებია, დედაქალაქიდან გამომძიებელი ჩამოდის და ყველანაირად ცდილობს დამნაშავეების კვალზე გავიდეს.
წყალი ყოველთვის დიდ საიდუმლოებებს ინახავს, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მთავარმა გმირებმა კი უნდა ამოიკითხონ ის საიდუმლო, რომელსაც წყალი ინახავს.
ორი თინეიჯერი გოგონა დაიღლება მდიდრული ცხოვრებით, თავისი მდიდარი კლასელებით და ერთფეროვნებით, სწორედ ეს გახდება მიზეზი რის გამოც ისინი ქალაქის ჯურღმულებში ამოყოფენ თავს.
ბიზნესის და სასტუმროს დაკარგვის შემდეგ, მთავარი გმირი იძულებულია განმარტოვდეს, ყველაფერი კი მაშინ იცვლება როდესაც მის გაკოტრებაში დანაშავე ყოფილი მეუღლე გრანდიოზულ მშენებლობას იწყებს.
დედობა არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ბევრს მარტივი ჰგონია და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი არაა დამღლელი. სერიალში კი 3 დედა ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების რიტმით ცხოვრობს და ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი.
ცხოვრებაშე ყველაფერი ხდება, შეიძლება იყო მდიდარი და წარმატებული, მაგრამ ერთ დღესაც სრულიად ღარიბი აღმოჩნდე. სწორედ ასე დაემართება ჩვენ გმირს, რომელსაც ცხოვრება 3 დღეში შეეცვლება.
გოგონა, რომელიც ცხოვრებაშომხოლოდ კარგზე ფიქრობს და უყვარს ბუნების დაკვირვება, მოულოდნელად ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც მისი მამა ავარიაში მოყვება.