სერიალი მოგვითხრობს ორი განსხვავებული ადამიანის შესახებ, რომელთაც საიდუმლოებები აქვთ. ერთი რარიბი დედაა, რომელსაც 7 წლის ქალიშვილი ჰყავს, ხოლო მეორე წარმატებული ბიზნესმენია.
კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია, რომელსაც წინ მრავალი გამოწვევა და წინააღმდეგობა ელის. სიყვარული არასდროსაა ადვილი, როცა ბევრი ბარიერია და მათი დაძლევა არცთუისე ადვილია.
ალი ერთ პატარა ქალაქში დაიბადა და მასზე მამა მუარი თქვა. ალის კი მოუწია ბავშვთა სახლში გაზრდილიყო და მიეღწიე წარმატებისთვის. ის ყველაფერს გააკეთებს რომ ცნობილი ექიმი გახდეს.
მხიარული სიყვარულის ისტორია და ჩახლართული გრძნობები. გოგონას მოსწონს მხოლოდ 1 მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ფლირტი უყვარს და გოგონას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ეს გოგონა კი სხვა მამაკაცს მოსწონს და მზადაა ყველაფერი გააკეთოს მისი სიყვარულისთვის.
მირანი ცდილობს იძიოს იმ ოჯახზე შური, რომელიც დამნაშავეა მისი მშობლების სიკვდილში, ამირომაც ის გადაწყვეტს დაქორწინდეს მათ ქალიშვილზე და ამ სახით შემდგომში შური იძიოს.
ეს არის ამბავი ახალგაზრდა 4 დის შესახებ, რომლებიც ცდილობენ გადაურჩნენ ცხოვრების სისასტიკეს და შეინარჩუნონ სიცოცხლე. ასევე მათ დედაზე, რომელიც შვილების გამო ყველაფერზეა წამსვლელი.
ერთ პატარა ქალაქში, ყოველწლიურად ტარდება ძალიან სახიფათო თამაშები, რომელსაც სახელად "პანიკა" ჰქვია. მასში მხოლოდ თინეიჯერები მონაწილეობენ და ცდილობენ დიდი ფული მოიგონ.
სამშობლოში, კერძოდ კი სამხრეთ კორეაში სტუმრობის პერიოდში, კორეულ-იტალიური მაფიის შეუდარებელი ადვოკატი, კონგლომერატს თავისებურ შტრიხს სძენს თავისი სამართლის ელემენტებით.
იდენტობის დისოციაციური აშლილობით დაავდებული, მარკ სპექტორი ჩიკაგოში მცხოვრები რაბინის ოჯახში დაიბადა. ის ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი მოკრივე, მაგრამ საბოლოოდ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს და შემდეგ CIA-ს შეურთდა და პარარელურად დაქირავებულ ჯარისკაცად მუშაობდა.
ორი წარმატებული პოლიციელი ვერასდროს იფიქრებდა რომ ერთად მოუწევდათ მუშაობა, ნარკოტიკების საწინააღმდეგო ოპერაციაში. ისინი ყოველთვის ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ და ახლა ერთად მუშაობა მოუწევთ.
3 ქალი და 3 განსხვავებული ბედი, ამ ყველაფერს კი ერთი საბედისწერო ხანძარი განსაზღვრავს, რომელშიც სამივე ქალი მოყვება. ცეცხლის კაშკაშა ალი კი, მათ რეალობას დაანახებს.
ენი ძალიან ადრე დაკარგა მშობლები და ახლა ის სულ რაღაც 13 წლის გოგონაა და ის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, მას შემდეგ რაც შეცდომით ახალ ოჯახში გაგზავნიან საცხოვრებლად.
18 წლის გოგონა შან ჩაის ოჯახს ძლივს გააქვს თავი. მოვლენები ისე განვითარდება, რომ მიიღებენ სკოლაში, სადაც მხოლოდ ელიტარული ოჯახების შვილებს იღებენ. ეს კი მისი ოჯახისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდება.
მას შემდეგ რაც გგონიათ რომ ბედმა ზურგი გაქციათ, ყველაფერი კარგის სწორედ აქედან იწყება. მაგრამ ადას სჯერა რომ პირველი სიყვარული მისთვის ბედნიერების მომტანი იქნება.
ეჰმედი სიმპატიური ახალგაზრდაა და მისი ცხოვრება მაშინ დაინგრა, როდესაც მოულოდნელად შეყვარებული გარდაეცვალა. მას ამ ფაქტმა ცხოვრებაზე ხელი ჩააქნევინა და სამყარომ არსებობს შეწყვიტა. მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგან მისმა ბაბუამ ახალი გეგმა შეიმუშავა.
ამბავი ორი დის შესახებ, რომლებიც ერთმანეთისთვის განუყოფელი ნაწილები არიან. სამწუხაროდ მათ ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალახვა და ბედნიერებისთვის ბრძოლა მოუწევთ.
ორ ოჯახს შორის წლებია დიდი კონფლიქტი გრძელდება და მათ შორის ერთი მიზეზი გაჩნდება, რომლის გამოც შეიძლება ეს კონფლიქრი დასრულდეს. ეს მიზეზი კი სიყვარულია.
უბედური შემთხვევა, რომლის გამოც გოგონა მშობლების გარეშე რჩება, მაგრამ მალე გამოჩნდება ქალი, რომელიც გოგონას იშვილებს და ისე მიიღებს როგორც საკუთარ შვილს.
ორი მამაკაცი, სხვადასხვა ადგილებიდან ებრძვიან მაფიას და მაფიის ბინძურ საქმეებს. ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბოროტება და რაც მთავარია გაუმკლავდნენ ბეჭედს, რომელიც მაფიაში უმთავრესია.
ცხოვრებაში იოლად არაფერი მოდის, ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო. სწორედ ბრძოლა მოუწევთ ერთმმანეთისთვის შექმნილ წყვილს და დამტკიცება იმის რომ მათი სიყვარულს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.