მსოფლიოში ახალი პატარა მეგობარი რობოტების ბუმია, რომლის ყოლაც ყველა ბავშვს სურს და ოცნებად აქვს. ბიჭუნა რომელიც სწორედ ამ რობოტზე ოცნებობდა, იღებს საჩუქრად რობოტს, მაგრამ ის სხვა რობოტებისგან სრულიად განსხვავდება.
ელიტარული ექსპერიმენტული კლონების რაზმი, რომლებმაც გენეტიკური მუტაცია განიცადეს, რის შემდეგაც თითოეულმა კლონმა განსაკუთრებული უნარები შეიძინა და სუპერ ეფექტური ჯარისკაცები გახდნენ.
ჯინმ ადრეულ ასაკშივე ისწავლა დედისგან ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება. მიუხედავად ამისა, ის უძლური იყო, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა მტერი, რომელმაც გაანადგურა ყველაფერი და სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება.
ისტორია პატარა ბიჭზე, რომელიც ებრძვის ჯადოქრებს, ზომბებს და მოჩვენებებს, რათა იხსნას ქალაქი საუკუნოვანი წყევლისგან...
ბოროტმოქმედის მანიაკალურმა გეგმამ მსოფლიო ბატონობისთვის გვერდი აუარა ხუთ თინეიჯერ სუპერგმირს, რომლებიც ოცნებობენ ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე.
ბოდი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მან უნდა აღიდგინოს თავისი ძველი დიდება და ახლიდან დაიბყროს ყველას გულები, როგორც როკის ლეგენდამ.
12 წლის გოგონას, კანას ისტორია, რომელიც ღმერთების შთამომავლად დაიბადა. მის ოჯახს მისია აქვს - მიაწოდოს შესაწირავი მთელი იაპონიიდან ღმერთებს იზუმოში. ეს მისია კანას დედას უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ აიძულა კანა თვითონ შეესრულებინა დავალება, იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს დედას კვლავ შეხვდება ღმერთების მიწაზე.
ჯიმის კრიმინალური ნიჭი მუდმივად ახდენს ბოროტებას და არავის შეუძლია გაუმკლავდეს მას. ნუთუ არასად არ მოიპოვება გმირი, რომელიც უგულვებელყოფს მას?
მკვლევართა ოჯახი მიემგზავრება ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, მაგრამ ეს მათთვის შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ულამაზესი ტროპიკული ზღვის ბინადარმა თევზმა, მერლინმა ერადერთი ვაჟი, სახელად ნემო დაკარგა. საბედნიეროდ შვილის ძიებაში მას ერთგული მეგობრები ეხმარებიან.
ჩიტების კუნძულს საფრთხე ემუქრება, რომლის გამომწვევიც შესაძლოა ყინულიანი კუნძული გახდეს. ეს კუნძული ყინულითაა დაფარული და ბრაზიანი ჩითების კუნძულსაც სწორედ გაყინვა ემუქრება.
ეს არის ამბავი დედა ჩიტზე და მის ბარტყზე, სადაც დედა ცდილობს ასწავლის მის შვილს, როგორ მოიპოვოს საკვები თავად.
ელმერი ეძებს დატყვევებულ დრაკონს ველურ კუნძულზე, თუმცა აღმოაჩენს ბევრად მეტს, ვიდრე მას მანამდე შეეძლო წარმოედგინა.
ბრაზიანი და მოწყენილი გრინჩი ბრუნდება, მას ძალიან არ უყვარს ახალი წელი და მხიარული ადამიანები, ამიტომაც ის ეცდება მოიპაროს შობა.
მოვლენები
მაჯინ ბუუს დამარცხებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, ძლევამოსილი საიან სონ გოკუ აგრძელებს თავის ძელების გაძლიერებას.
გრუს და მინიონების თანცხოვრების ამბები, როგორ გახდა პატარა გრუ ყველაზე საშიში დამნაშავე, რომლის დამარცხებაც ვერავინ შეძლო.
წლების განმავლობაში ბაზ ლაითერი ცდილობს დაბრუნდეს სახლში, მაგრამ მას წინ დაუნდობელი რობოტების არმია ხვდება, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ მისი საწვავის წყარო.
ჰენკი - ძალიან მამაცი ძაღლია, რომელიც ოცნებობს გახდეს სამურაი, მაგრამ კატების ქალაქში მას არავინ აღიქვამს სერიოზულად. თუმცა, როდესაც ფუმფულა ნინძების არმია მათ ქალაქს მოსპობით დაემუქრება, ჰენკი გადარჩენის ერთადერთი იმედი გახდება.
სულ რაღაც თექვსმეტი წლის ჯორჯია ოცნებობს გახდეს მსოფლიოში ნომერი პირველი მეხანძრე. როდესაც იდუმალი ცეცხლის წამკიდებელი იწყებს ბროდვეის დაწვას, ხოლო ქალაქში მეხანძრეები ქრებიან, ნიუ-იორკის მერი ჯორჯიას მამას, შონს სამსახურიდან ათავისუფლებს.
ბრაზიანი ჩიტების კუნძულზე, ღორები გამოჩნდებია, რომლებიც ჩიტებს დისკომფორტს შეუქმნიან და მათი დამორჩილებას მოინდომებენ.
ცხოველთა კრიმინალური დაჯგუფება გადაწყვეტს რომ გახდნენ კარგები, მაგრამ ამას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება.
ჰოფერ ჩიქენსონი, რომელიც ნახევრად ქათამი და ნახევარად კურდღელი დაიბადა, რომელსაც ცნობილი ავანტიურისტი კურდღელი - მეფე არტური იშვილებს.
ციყვების შესახებ გადაღებული ორიგინალი ტელესერიალის დასრულებიდან 30 წელი გავიდა. ჩიპი და დეილი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და ანიმაციური პერსონაჟები ერთმანეთს ემეზობლებიან.
პატარა უშიშარი გოგონას ანიბოს და მისი მეგობარი სულის მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, სადაც გოგონამ მისი ტომი უნდა გადაარჩინოს.
ახალგაზრდა გოგონა მეისი ბრამბლი ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში.
პატარა გოგონა ოცნებობს რომ თავის სახლთან ახლოს იყოს პარკი ძალიან ბევრი ატრაქციონით. ერთ დღესაც ის აღმოაჩენს საოცრებებით სავსე პარკს, სადაც ცხოველებიც კი ლაპარაკობენ.
გამოვიდა მინიონების მესამე ნაწილი, სადაც კრუს ახალი დავალება აქვს და ის ამჯერად თავის აგენტ მეუღლესთან ერთად ცდილობს გადაარჩინოს ბრილიანტის ქვა. როგორც რეჟისორი იუწყება ეს სერია საკმაოდ მხიარული გამოდგა და მაყურებელს აუცილებლად შეაყვარებს თავს.