მას შემდეგ რაც პატრიცია გუჩის ოჯახის წევრზე ქორწინდება, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, ის ხდება ძალიან თავდაჯერებული, მის გარშემო ყველაფერი სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ კი სასტიკი მკვლელობით სრუდლება.
ფილმი რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ იყო ერთხელ ჰოლივუდი და როგორ იზრდებოდნენ კარიერულად მსახიობები. გენიალური მსახიობების მსახიობობა ფილმში.
ისინი გემით მიდია, მათ უნდა გაიარონ ის ადგილი, სადაც სომალელი მეკობრეები არიან. ეს ფილმი არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, რომელსაც საკმაოდ დრამატული დასასრული აქვს.
ორი გამოცდილი ნიუ-იურკელი დეტექტივი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მომხდარსა და ძველ, წესით გახსნილ მკვლელობას შორის დიდი კავშირი არსებობს. შესაძლოა სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანია ციხეში?
მაფიასთან დაახლოებული და მათთან უშუალოდ დაკავშირებული დაქირავებული მკვლელი ზედმეტ სახელად ირლანდიელი. მისი ცხოვრების საინტერესო და საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება.
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს.
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.