დიდ ბრიტანეთის სამეფოში დაუშვებელი რა მოხდება და ამიტომაც საჭირო გახდება დეტექტივების დაქირავება, რათა მათ გამოიძიონ ვინ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ საქმე არაპროფესიონალ გამომძიებლებთან გვაქვს.
ვუდი ტყეში ცხოვრობს და ყველაფერი იდეალურად აქვს, მანამ სანამ არ გამოჩნდება ოჯახი, რომელიც გადაწყვეტს ამ ტყეში ხეები მოჭრას და სახლი ააშენოს. ამ ყველაფერს კი ვუდი არ შეეგუება და მათთან ბრძოლად გადაწყვეტს.
საფრანგეთში სრული განუკითხაობა და დიდი უმუშევრობაა, ხალხი ამას ვერ ეგუება და ემზადება ერთი დიდი რევოლუციისთვის. ამ ყველაფერს კი მთავრობა უცნაური ხერხით ებრძვის, რომელიც თავსი მხრივ ამართლებს კიდეც.
ჰილდა ძალიან მხიარული და კარგი გოგონაა, მას ჰყავს ორი მეგობარი გოგონა და მოლაპარაკე არსება, რომელთან ერთადაც უმეტეს დროს ატარებს და უამრავი თავგადასავალი სწორედ მათთან ერთად.
ძალიან ნიჭიერმა გეიმერმა გატესტა ახალი თამაში და აღმოჩნდა რომ ეს თამაში მისი შემქმნელის მიერ ფარული იარაღია, ამით კი მას სურს დაიმონოს ყველა ახალგაზრდა.
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება,რომ მკვლელობის მოწმე გახდა.თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
ტარზანი სანამ ჯუნგლების მეფე გახდებოდა, ის ერთი პატარა მოუხერხებელი ბიჭუნა იყო. სწორედ მის პატარაობაზე მოგვითხრობს ეს ძალიან მხიარული და საინტერესო ანიმაცია.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ მფრინავზე, რომელიც კარიერას დაემშვიდობება და კონტრაბანდისტებთან დიდი ფულის გამო თანამშრომლობას გადაწყვეტს. ის სხვადასხვა საფრენი საშუალებებით დაიწყებს ნარკოტიკის და იარაღის გადატანას, ის ამით დიდი ფულსაც იშოვის და ნამდვილ შარშიც გაეხვევა.
ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში ტერორისტები შეიჭრებიან, სადაც უამრავ ადამიანს დახოცავენ და ასევე ძალიან ბევრ ადამიანს მძევლად აიყვანენ. პოლიცია ამ შემთხვევისთვის მზად არ არის და ამიტომ მსხვერპლი ყოველწუთას იზრდება.
მათი მეგობარი ცოლს ირთავს, ამიტომაც ორი მეგობარი გადაწყვეტს მესამე მეგობარს დაუვიწყარი დღე აჩუქონ და ამიტომაც ბუდაპეშტში წაიყვანენ მას. იქ კი ნამდვილი გიჟობები მოხდება.
ამ ადგილზე წლების განმავლობაში იყო და არის შინაური ცხოველების სასაფლაო, მაგრამ აქ ყველაფერი საშიში ხდება. ვინც ამ ადგილზე მარხავს ცხოველებს, მისი ცხოველები ცოცხლდებიან, მაგრამ სულ სხვანაირები ბრუნდებიან სახლში.
ის საკმაოდ გამოცდილი და გამჭრიახე პოლიციელია, ამიტომაც მას გაგზავნიან მაიამიში რათა გამოიძიოს ახალი საქმე და თავისი გამჭრიახობით ებრძოლოს დანაშაულს. მაიამიში ჩასულ პოლიციელს კი საკმაოდ მხიარული არდადეგები გამოუვა.
ახალგაზრდა წყვილისთვის წინასაქორწილო კვირა ძალზედ სახლაფორთო აღმოჩნდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მათი მამები ამ დროს ძალიან ცდილობენ ხანგრძლივ მტრობას მოუღონ ბოლო!
ძალიან მძიმე წარსულის მარტოხელა დედა საცხოვრებლად ვაჟთან ერთად გადადის გარეუბანში. მათი სიმშვიდე კი სოწრედ აქ ირღვევა და საშინელი პარანოია ემართება მას.
სამი თინეიჯერი სრულიად დაუფიქრებლად სექსუალურ ინტერნეტ-შემოტავაზებას თანხმდება, მაგრამ მათი ეს ფანტაზიები მთავრდება მაშინ როდესაც გონების დაკარგვის შემდეგ გამოფხიზლებულები ხვდებიან, რომ ვიღაც რელიგიური ფანატიკოსების ტყვეები არიან.
ბიჭი თავის საოცნებო გოგოსთან სექსზე ოცნებობდა და ეს ოცნება აისრულა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამ გოგომ სიყვარულზე უარი განუცხადა და მხოლოდ მეგობრობაზე დასთანხმდა. ბიჭი კი ფიქრობს თუ რატომ მოიქცა გოგო ასე.
ეს ამბავი მოგვითხრობს მშობლებზე და შვილებზე, რას ფიქრობენ მშობლები საკუთარ შვილებზე, რომლებიც ინტერნეტმა სრულიად შეცვალა და შეიცვალა მათ შრორის ურთიერთობები.