asvl

მხატვარი მოგზაურობას იწყებს სტამბოლში, რადგან მან არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არმოაჩინა, რომელსაც კავშირი წარსულთან აქვს.
ბარიში წარმატებული და ამავდროულად ძალიან სიმპატიური მამაკაცია, მას სიყვარულის არ ჯერავს და ყურადღებასაც არ იჩენს ქალების მიმართ. მის ცხოვრებაში კი გამოჩნდება მხიარული და ძალიან ლამაზი გოგონა.
სერიალში ვითარება მიმდინარეობს 8 წლის გოგონას გარშემო, რომელიც ძალიან ჭკვიანია და სხვა ბავშვებისგან სერიოზულობით განსხვავდება. მას მამა ზრდის, რომელიც ძალიან მზრუნველია.
2048 წელია, სადაც სამყარო სულ სხვანაირი და ამავდროულად ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია. ახალგაზრდა რომელსაც მშობლები არ ჰყავს, ჩაერთვება ვირტუალურ თამაშში რათა მოიგოს დიდი ოდენობით თანხა.
პარიზი, მეცხრამეტე საუკუნის სამოცაათიანი წლები. ქუჩებში ბარიკადებია და ჰაერში რევოლუციის სუნი იგრძნობა. მაგრამ სამ ახალგაზრდას საკუთარი რეალობა აქვს და ეს სულ არ აფერხებს მათ თავზეხელაღებულ ცხოვრებას.
ძალიან ძლიერი ბოქსიორი სამწუხარო შემთხვევის შმდეგ კარიერას ემშვიდობება და ასევე ტიტულს. წლების შემდეგ ის გადაწყვეტს თავისი ვაჟის გამო, კარიერას დაუბრუნდეს და ბოლომდე იბრძოლოს.
ისტორიული სერიალი, რომელიც ოტომანთა სულთან მეჰმედ II-ს შესახებ მოგვითხრობს. ის ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ასაღებად ეპიკურ ბრძოლას ანხორციელებს.
მოქმედება ხდება1929 წელს, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონიში. ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. სწორედ აქედან დაიწყება მათი ისტორიაც.
ამბავი ისტორიის მასწავლებელზე, რომლიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. მას ჰყავს პატარა და, რომელზეც ის ზრუნავს და ხშირად უწევს მის გამო უამრავ პრობლემასთან შეჯახება.
ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები და ორი ოჯახი, რომლებიც მათზე გადაყოლილები არიან. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და სიგიჟემდე შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ცხოვრებაში იოლად არაფერი ხდება და მათ ბევრი დაბრკოლებაც შეხვდებათ.
აზიზეს სამი შვილი ჰყავს, მისი ცხოვრება კი იმდენად რთულია დედამთილთან ერთად რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მისი მოსიყვარლე ქმარი სახლში. ყველაფერს კი ომი ართულებს, რომელიც ვერადავერ დამთავრდა.
გოგონა რომელიც ოცნებობდა ნათელ მომავალზე, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ბიძამ მას ოჯახის წევრები ამოუხოცა და ფულის სანაცვლოდ 30 წლით უფროს კაცზე გაყიდა.
დედა-შვილის ცხოვრება ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც მათი ბიძა სასტიკი და დაუნდობელი გახდება.
ძალიან განებივრებული გოგონასთვის ცხოვრება მაშინ შეიცვლება, როდესაც მამამისი ციხეში მოხვდება და მას მოუწევს ბაბუასთან რანჩოში იცხოვროს.
ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ მის არაპროგნოზირებად პრინცს ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ. ახლა მან უნდა შეძლოს და მართოს ტახტი ღირსეულად.
რკინიგზის მუშები გადაწყვეტენ რომ ჩინეთში, 1941 წელს სათავეში ჩაუდგნენ თავისუფლებისათვის მეომრებს იაპონელების წინააღმდეგ, მათი მტავარი მიზანი კი არის მიიღონ საკვები ღარიბებისათვის.
პოლიციის ოფიცერი დეტექტივი ხდება, იმისათვის რომ მიაგნოს სერიულ მკვლელს. მკვლელის ჩადენილი დანაშაული კი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
და-ძმა მინდორში სადაც ძალიან დიდი ბალახია პატარა ბიჭის ხმას გაიგონებენ, რომელიც მათ დახმარებას სთხოვს. ისინიც გაემართებიან დასახმარებლად მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ იქიდან დაღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
ფრანგმა ცოლ-ქმარს 4 გოგონა ჰყავს და მათი გათხოვების დროც მოვიდა, მათდა სამწუხაროდ პირველი სამი შვილი, ებრაელ, ჩინელ და არაბ მამაკაცზე გათხოვდა. მეოთხეს გათხოვების ჯერი რომ დადგა აი მაშინ მოხდა ყველაზე სასაცილო ამბავი.
დათვები და მონადირე შემთხვევით ჯუნგლებში აღმოჩნდებიან, სადაც მათ მოუწევთ გადარჩნენ და შეებრძოლონ საშიშ ცხოველებს. იქიდან თავის დასაღწევად კი ყველაფერზე წავლენ.
ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და გადაწყვეტენ ითამაშონ თამაში რომელსაც ჰქვია „სიმართლე თუ მოქმედება“. სამწუხაროდ ეს თამაში მისი ერთი მონაწილესთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.
ახალგაზრდები, მიტოვებულ სახლში პოულობენ საშიში ისტორიების წიგნს, რომლის წაკითხვის შემთხვევაშიც მასში აღწერილი ქმნილებები რეალურად იქცევა. მაგრამ ისინი ამ გაფრთხილების მიუხედავად მაინც იწყებენ წიგნის კითხვას.
3 პროფესიონალი ქურდი ცდილობს მოიპაროს ძვირადღირებული  ანტიკვარული ვაზა, რომლის მოპარვაც ძალიან რთული და ამავდროუდად ძალიან სახიფათოა.
ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს ქალი კიბორგი
ორი მეგობარი სკოლის მოსწავლე ერთ უპატრონო ძაღლს იპოვიან და წამოიყვანენ, ძაღლი მალე ერთგული მეგობარიც გახდება. ერთ დღესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ, ხოლო ბენჯი მათი გადამრჩენი აღმოჩნდება.
ერთ პატარა ქალაქში ღამ-ღამობით მიცვალებულები მიწიდან ამოდიან და ზომბები ხდებიან, ისინი მყუდროებას დაურღვევენ ქალაქში მცხოვრებლებს და ბევრ მათგანს შეიწირავენ კიდეც.
ოჯახის უფროსის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ , რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
მანქანების მაგნატი ჩვეულებრივად და აუღელვებლად ცხოვრობდა, მანამ სანამ მის ერთმა შეცდომამ ყველაფერი არ გააფუჭა და მისი ცხოვრებაც ამის გამო დაინგრა.
asvl