3 გოგონას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი დავალება, რომელსაც აუცილებლად უნდაა გაართვან თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო კრიზისია მოსალოდნელი.
ეს არის ისტორია დრაკონის და ბიჭის შესახებ, რომლებიც საუკეთესო მეგობრები გახდებიან, მაგრამ წინ დიდი გამოცდა ელით.
ფულის მაძიებელი გოგონა მატარებელში გაიცნობს მსუქან გოგონას, რომელსაც შესთავაზებს რომ მისნაირად მდიდარი კაცები დაკეროს და ამ საშუალებით დიდი ფული იშოვოს.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
„სამწუხაროდ“ ბიჭი დაიბადება ნაკლით, რომელიც მისი გარეგნობაა. ამიტომ ის ძალიან დაკომპლექსებული და მშიშარაა, იმის გამო რომ მას ადამიანები სხვებისგან გამოარჩევენ და შეშინებულები უყურებენ. მას სკოლაში არავინ ემეგობრება, მანამ სანამ არ გამოჩნდება ერთი ბიჭი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდება.
ფილმი მოგვითხრობს სამხედრო მოსამსახურისა და ძაღლის მეგობრობაზე, რომლებიც ერთად ერაყში მშვიდობისთვის იბრძოდნენ. ისინი ეძებდნენ ნაღმებს და იცავდნენ ხალხს სიკვდილისგან.
ოჯახის წევრები გადაწყვეტენ ახალი ავტომობილით წავიდნენ მეორე ქალაქში, მაგრამ მოულოდნელად მანქანის კომპიუტერი მწყობრიდან გამოვა და ისინი 160 კმ/სთ-ით შეუჩერებლად დაიწყებენ გადაადგილებას.
უმაღლესი კლასის დაქირავებული მკვლელი ალექს ლუისი უარს ამბობს ძლიერი და სახიფათო კრიმინალური ორგანიზაციის შეკვეთის შესრულებაზე, რის გამოც მათი სამიზნე გახდება.
ორი ძალიან მხიარული მეგობარი, ქვეყნის გარშემო მოგზაურობს და გზად შემხვედრებს ფარული კამერით ოინებს უწყობს.
ამბავი ადამიანზე, რომელიც თავისივე სურვილით ციხის პლატფორმაში ხვდება. ამ ციხეს აქვს მრავალსართულიანი პლატფორმა, სადაც ყოველ სართულზე 2 პატიმარია.
ამბავი ორი სტუდენტის სიყვარულის შესახებ. ერთი სტუდენტი რომელიც არქიტექტურაზე სწავლობს, მოულოდნელად ხვდება მუსიკალურის სტუდენტს და მათ ერთმანეთი უყვარდებათ.
მას შემდეგ რაც გასაიდუმლოებული იარაღი აღმოჩნდება საშიშ ადამიანების ხელში,
ჩვეულებრივი ადამიანები, იძულებულები ხდებაიან საკუთარი ოჯახის წევრების გადასარჩენად, ისევ მონსტრებად გადაიქცნენ და დაიხსნა ისინი ტყვეობისდან.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში  ჰაუკინსში (ინდიანა), ახალგაზრდა ბიჭი უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია პასუხებს ეძებს, ისინი ჩართულნი არიან ძალიან მისტიურ გამოძიებაში. დაკარგული გმირის მეგობარი მაიკი საკუთარ გამოძიებას იწყებს. მაიკი დარწმუნებულია, რომ ახლოსაა ამოცანის ამოხსნასთან და მას წინ სასტიკი ბრძოლის ეპიცენტრში ყოფნა ელის.
სიყვარული, სწორედ ეს ხდება ორი ბანდას შორის დაპირისპირების მიზეზი.
მამაკაცი, რომელსაც აქვს ხალზე მანიპულირების ნიჭი, უერთდება ფსიქიატრ ქალს, რომელიც მასე უფრო საშიშია.
ორი დედის ისტორია, რომლებიც ერთ დღეს იმშობიარებენ.
ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვს და ხვდება დახვეწილ სტუდენტს, როდესაც ის იბრძვის თავისი თავქარიანი ექვსი წლის ბავშვის მომავალისთვის.
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს რატომღაც სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება.
სალვადორ კამპოდონიკო საკმაოდ წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში.
ბრიგსი თავის ბელგიურ ნაგაზთან ლულუსთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე საუკეთესო მეგობრისა და მწვრთნელის დაკრძალვაზე მიდის.
2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავადრდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს.
ტრევისი საიდუმლო სამთავრობო აგენტია, რომელიც ცდილობს შეეგუოს თავის ბნელ წარსულს. მაგრამ როდესაც სახიფათო დავალების შესრულებისას მთავარი გმირი სასიკვდილო შეთქმულებას გამოავლენს მის ორგანიზაციაში, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში აღწევს, ის ფარული კონფლიქტის ქაოტურ ეპიცენტრში აღმოჩნდება, რაც ტრევის FBI-ის დირექტორის სამიზნეს გახდის, და ახლა სანამ ბლოკი ჟურნალისტის დახმარებით თავისი წარსული დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, ბოროტმოქმედები მის ქალიშვილს და შვილიშვილს გაიტაცებენ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სკოლა საფრანგეთში, სადაც მასწავლებლებიც კი არ არიან სანიმუშოები. სკოლის ხემძღვანელი კი გადაწყვეტს როგორმე სკოლა მაღალ სტანდარტებზე აიყვანოს.
გამოცდილი თერძი ლონდონში მდებარე მსოფლიოში ცნობილ სევილ როუს ქუჩაზე კერავდა კოსტიუმებს. მაგრამ პირადი ტრაგედიის შემდეგ, მთავარი გმირი ჩიკაგოში აღმოჩნდება, რომელიც ახლა ქალაქის მკაცრ უბანში პატარა ატელიეში მუშაობს, სადაც ლეონარდო ერთადერთი ადამიანებისთვის: ბოროტი განგსტერების ოჯახისთვის კერავს ლამაზ ტანსაცმელს, რადგან მათ ამის საშუალება აქვთ.
ჰორტონს იმდენად დიდი ყურები აქვს, რომ თურმე ისიც კი შეუძლია გაიგოს, თუ როგორ ესაუბრება ყვავილი. უფროსწორედ ის არსებები, რომლებიც მასში ცხოვრობენ.
ცნობილი ადამიანები ჯეიმს ფრანკოს სახლში წვეულებაზე ერთობიან, ამ დროს სამყაროს აღსასრული დგება.
ამბავი წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტს რომ დაშორდნენ. წლების შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს ხვდებიან, მამაკაცი გამდიდრდა, გოგო კი, შემთხვევით მის ყოფილს ქმართან იწყებს მუშაობას.