მოუხერხებელი პოლიციელი, მოულოდნელად ექიმისგან გაიგებს რომ სიცოცხლის მხოლოდ 30 დღე დარჩა. სწორედ ამიტომ ის დაგაწყვეტს ამ დარჩენილ დროში გახდეს გმირი და ხალხს დაამახსოვროს თავი.
ეთან ჰანტმა და მისმა გუნდმა უნდა აკონტროლონ ძალიან საშიში იარაღი, სანამ ის არასწორ ხელში მოხვდება...
მანჰეტენში, 1979 წლის ზაფხულში ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრეს შოკისმომგვრელი დანაშაულისთვის, ახლა კი გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს საიდუმლო, სანამ ნამდვილი კრიმინალი კვლავ ჩაიდენს მძიმე დანაშაულს.
უენსდეი, ადამსების ოჯახის უმცროსი წევრია, რომელსაც ბევრი სირთულე აქვს როგორც სხვა თინეიჯერ ბავშვებს. მაგრამ ის ყველასგან განსხვავებული და ცოტათი საშიშიცაა.
ქალარის დაცემის შემდეგ, დაიკარგება ქრისტიანებისთვის ყველაზე ძვრიფასი და იდუმალი რელიქვიის „წმინდა გრაალი“. ამიტომ მამაცი მეომრები მის პოვნასთვის და დაბრუნებისთვის დიდ ბრძოლას დაიწყებენ
ბანდების დაპირისპირების გამო, ის მძიმედ დაიჭრა, მისი შვილი კი დაიღუპა. ის დგება ფეხზე, რათა შური იძიოს შვილის მკვლელობის გამო.
ომის შემდგომი იაპონია ყველაზე დაბალ წერტილშია, როდესაც ახალი კრიზისი ჩნდება გიგანტური მონსტრის სახით, რომელიც მონათლულია ატომური ბომბის საზარელი ძალით.
თავმდაბალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ახალგაზრდა ქალს და მდიდარ მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის დიდი სიყვარული ჩნდება, ეს კი ვიღაცეებისთვის დიდი დაპირისპირების დაწყების საფუძველი ხდება.
მოზარდი შემთხვევით ხსნის ყუთს, რომელშიც საიდუმლო ძალა იმალება და მისი წყალობით კი მოულოდნელ სუპერ ძალებს შეიძენს.
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორის, ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი.
ახალაგზრდა კურიერმა ქალმა მანქანა დაკარგა და ამიტომაც იძულებული ხდება როგორმე ფული იშოვოს. ის კი იდეალურ სამსახურს პოულობს, წყვილი გადაუხდის მას თანხას, თუ მათ 19 წლის ბიჭს კომპლექსებს მოუხსნის.
ასტერიქსს და ობელიქსს ამჯერად უფრო რთული გამოცდის ჩაბარაბა მოუწევთ, რადგან მტერი ამჯერად ბევრად უფრო ძლიერია.
ძალიან საშიში დამნაშავის და მისი დაბნეული ძმის სასაცილო ისტორია, ისინი სრულიად შემთვევით დაკარგავენ მოპარულ ბრილიანტს და დიდი შარში გაეხვევიან.
სტუდენტი მეგობრები, რომლებიც გამოცდებში ჩაიჭრდებიან, გადაწყვეტენ რომ დაარსონ საკუთარი უნივერსიტეტი და ერთად შეკრიბონ ყველა ჩაჭრილი ახალგაზრდა.
პილოტი აღმოჩნდება საომარ ზონაში, მას შემდეგ რაც ის საშინელი ქარიშხლის დროს იძულებული დაეშვება თავისი კომერციული თვითმფრინავით უახლოეს ადგილზე.
მარტოხელა ოქროს მაძიებელი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ნაცისტების გზას კვეთს ჩრდილოეთ ფინეთში მდებარე თავის გადამწვარ მიწის სამალავში. როდესაც ნაცისტები იპარავენ მის ოქროს, ისინი სწრაფად აღმოაჩენენ, რომ ახლახან უჩვეულო მეშახტეს გადაეყარნენ.
ისტორია ახალგაზრდა პარკერის და მისი საუკეთესო მეგობარი გოგონას მირის შესახებ, რომლებიც პანდემიისგან შეცვლილი სამყაროსგან შორს, გადაწყვეტენ კარანტინში მარტო დარჩენას ტბასთან მდებარე ოჯახის შორეულ სახლში - ყოველ შემთხვევაში, პარკერი და მირი ასე ფიქრობდნენ, რადგან ახალგაზრდა გმირები მალევე აღმოაჩენენ, რომ ისინი მარტონი არ არიან.
ისტორია მორალური კომპასის გარეშე სამყაროს წყვდიადში ჩაკარგული, მარტოხელა და ცივი პროფესიონალი დაქირავებული მკვლელის, კრისტიანის შესახებ, რომელიც მომდევნო დავალებაზე მყოფი კბილებამდე შეიარაღებული, ნელ-ნელა კარგავს საღ აზრს. გამოცდილი დაქირავებული მკვლელი ჩრდილში იცდის და ელოდება თავის მომავალ სამიზნეს, და რაც უფრო მეტხანს ელოდება, მით უფრო ეჩვენება, რომ ჭკუიდან იშლება, რადგან ის განიცდის რთულ ფსიქოლოგიურ კრიზისს და იწყებს სინანულის გრძნობას თავისი დანაშაულებების გამო...
შვებულებაში გასული მშობლები, თავის ერთადერთ შვილთან ერთად დასასვენებლად მიდიან, იქ კი მათ უცხობი პირები მძევლად აიყვანენ და აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად არჩევანის გაკეთებას მოსთხოვენ.
წყვილი, რომელიც ბედნიერ ქორწილზე ოცნებობდა, მოულოდნელად სრულიად გაუგებარ და საშიში სიტუაციაში აღმოჩნდება
ჩექმებიანი კატის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, რადგან მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე დარჩა და ეს მისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
პასპარტუ - ახალგაზრდა და ძალზედ განათლებული მაიმუნია, რომელიც სულ ოცნებობდა მოგზაურობაზე და ახლის შეცნობაზე. ერთ დღეს მას ასეთი შესაძლებლობა მიეცემა, როდესაც იგი თავზეხელაღებულ და ხარბ ბაყაყს ფილაეს შეხვდება.
უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ბიჭი, ადამიანების გადასარენად ძალიან საშიშ დემონებს ებრძვის.
ფილმი მოგვითხრობს ბოჰემური ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა მერვე კიულტის შესახებ, რომელმაც კარიერა გაიკეთა მსხვილი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
ოლაფის ახალი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. ის სურპრიზის გაკეთებას აპირებდა მაგრამ მოულოდნელად ტყეში დაიკარგა და ახალი თავგადასავალი დაიწყო
ტოპრაკი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კომაში ვარდება და 5 წლის შემდეგ იღვიძებს, მაგრამ მას არაფერი არ ახსოვს, ამიტომაც ის იძულებულია დაიჯეროს ის რასაც უყვებიან.
პრობლემური დაცვის თანამშრომელი იწყებს მუშაობას
სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ჯარისკაცი, ახალ სამუშაოს იწყებს. მან უნდა შეასრულოს პირადი მცველის ცუნქცია, ძალიან გავლენიანი მამაკაცის ცოლისთვის.