სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება.
სელესტა - სექსუალური უცხოპლანეტელი, საიდუმლო დავალებით, ფიზიკოს სტივ მილეას აცდუნებს და მის გამოკვლევებს მოიპოვებს, რომელშიც პლანეტის გადარჩენის გასაღები ინახება.
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის - აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან.
დისნეის კლასიკური ფილმის "მერი პოპინსის" ეკრანიზაციის ისტორია. როდესაც უოლტ დისნეი შეპირდა თავის ქალიშვილებს ფილმის გადაღებას მათი საყვარელი წიგნის მიხედვით, პამელა ტრევერსის ზღაპრის "მერი პოპინსი" მას არცკი წარმოედგინა რომ, ამ პირობის შესასრულებლად მას 20 წელი დასჭირდებოდა.
მხიარული კომედია სასაცილო სიტუაციებით, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდება მზა კაბების მაღაზიის მენეჯერი - სამანტა. ის მივლინებით პარიზში მიემგზავრება, სადაც ასევე მივლინებით მყოფ ჟურნალისტს დაუახლოვდება.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი "ვარდისფერი ავაზას" სახელით ცნობილი ბრილიანტი. მთავარი ინსპექტორი დრეიფუსი იძულებულია ქურდის დასაჭერად შექმნილი საერთაშორისო საგამომძიებლო გუნდის უფროსად ინსპექტორი კლოზე დანიშნოს.
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს.
გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.
”შორეული, შორეული” სახელმწიფოს მეფე გარდაიცვალა და ახლა შრეკი და ფიონა უნდა გახდნენ მეფე და დედოფალი. მიუხედავად ამისა, შრეკს სურს დაბრუნდეს თავის მყუდრო ჭაობში და იქ გააგრძელოს წყნარი ცხოვრება.
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც საუბრის შესაძლობლობა დაკარგა. ბავშვობაში მის გამო ოჯახი დაინგრა, ამის შემდეგ გაჩნდა სული, კვერცხის ფორმის, რომელმაც მას საუბრის უნარი დააკარგვინა, რათა მის გამო კვლავ უბედურება არ მომხდარიყო.
წყალქვეშა ქალაქის „ბიკინი ბოტომის“ მოსახლეობა სხვადასხვა ზღვის ბინადარისგან შედგება. მათ შორის სპანჯბობის საუკეთესო მეგობარი, ზღვის ვარსკვლავი სახელად პიტერი, მუდამ გაღიზიანებული კალმარი სკვიდვარდი და ციყვი სახელად სენდი არიან.
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია.