asvl

უნივერსიტეტის სტუდენტი ასტრალური პროექციის შედეგებს იწვნევს, როდესაც ამ პროექციას გარდაცვლილ დედასთან დასაკავშირებლად გამოიყენებს.
მისტერ პოპერი მარტოხელა მუშაა, რომელიც არქტიკაზე მოხვდერაზე ოცნებობს და წერილებს წერს პოლუსებზე მყოფებს.
თექვსმეტი წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს - წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ-დრამატურგს დეილ პატლის - ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა.
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.
ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
ნიჭიერი და ჭკვიანი ჰევენი ყველაზე უფროსია ხუთი უპოვარი ბავშვიდან, რომლებიც ერთ ქოხმახში ცხოვრობენ და არსებობისთვის იბრძვიან. უგულისყურობასა და შეურაყხყოფას მიჩვეული ჰევენი ერთ ბნელ საიდუმლოს აღმოაჩენს,რომელიც მის ოჯახს ეხება და რომელზედაც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ეს ტრაგედია შინაგან სამყაროს უნგრევს, ის კი უნდა ეცადოს ამ ბოროტ და უცნობ სამყაროში როგორმე გზა გაიკვლიოს.
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ.
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ის თავის ქმარს დახურულ ზესაიდუმლო ტრიბუნალზე დაიცავს, სადაც ბევრად განსხვავებული წესებია.
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში.
მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ანტონს საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. მას აღარაფერი ახსოვს. მან უნდა გაანადგუროს ყველა არასასურველი ვიდეო,რათა არ დაინგრეს ანტონის ურთიერთობა მის მეგობარ გოგოსთან.
ივან ლოქი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს წარმატების მისაღწევად. ხვალინდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, კარიერული ზრდის თვალსაზრისით. მაგრამ საღამოს მის ტელეფონზე გაისმის ზარი, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელ მის ცხოვრებას.
გავიდა ერთი წელი მისი მეგობრის, ყოფილი რეინჯერი გეიბ უოკერის და მისი პარტნიორის ტრაგიკული სიკვდილიდან, რომლებიც 4000 ფუტიდან ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ. ახლა ჰალი უნდა დაბრუნდეს იმავე ადგილას, რათა გადაარჩინოს მთასვლელთა გუნდი, მაგრამ მალე იგებს რომ ისინი სინამდვილეში ქურდები და ყაჩაღები არიან.
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
მომაკვდავის ჰოსპიტალიზაციისას ორმა პარამედიკოსმა იპოვა მილიონი დოლარი, მის ტანსაცმელში გამოკერებული. როდესაც პაციენტი კვდება, ისინი გადაწყვეტენ ფული დაიტოვონ, ამით კი ქაოსისა და ძალადობის გზას ადგებიან.
ახალგაზრდა გოგონა გადაწყვეტს რომ სამუშაოდ წავიდეს ბანაკში, სადაც მხოლოდ მდიდარი ადამიანების შვილები არიან. იქ კი მას ბევრი შიში დაძლევა მოუწევს, რათა საკუთარი ოცნება აისრულოს.
ახალგაზრდა მამაკაცი გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესში თავის ძმასთან. იქ კი თავის ძმის თანაშემწესთან რომანს გააბავს.
20 წლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ, მამაკაცი გადაწყვეტს რომ ძველ ცხოვრებას აღარ დაუბრუნდეს და როდესაც ის ახალგაზრდა ქალს შეხვდება, იმ დღიდან ყველაფერი შეიცვლება.
დამწყები განგსტერი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ორ ძალიან ამბიციურ და საშიშ განგსტერთან ერთად. მათთან ერთად კი მას მოუწევს ყაჩაღობაში მიიღოს მონაწილეობა.
ახალგაზრდა მეგობრები, გადაწყვეტენ რომ გაატარონ ერთი ღამე სახლში, რომელიც უცნაურ ტყეში მდებარეობა. მალევე აღმოაჩენენ რომ ამ ადგილას დრო ძალიან სწრაფად გადის.
ახალგაზრდა წყვილი მშვიდად და ლაღად ცხოვრობს ფერმაში, რომელიც ინგლისში მდებარეობს. მაგრამ ერთ დღესაც მათი მშვიდი ცხოვრება მთავრდება, როდესაც ახალი ფერმის მეპატრონე გამოუჩნდება.
asvl