asvl

ერთ-ერთი საუკეთესო იაპონური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ერთ კაცზე, რომელიც ერთ დღეს სამსახურიდან ბრუნდება, რა დროსაც ის ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრება, რადროსაც მანქანა ადამიანს გაიტანს, ბევრი დაზიანების მიუხედავად, მათ შორის კისრის მოტეხილობაც, ადამიანი ადგა და გზა განაგრძო. ჰიდეო ვერ ხვდება ეს მისი ჰალუცინაცია იყო თუ მართლა მხოდა.
დაქალები, გაიგებენ რომ მათი ერთ-ერთ დაქალს მეგობარი ბიჭი ღალატობს და გადაწყვეტენ ამ ბიჭზე შური იძიონ. ისინი დაიჭერენ ბიჭის საყვარელს და ისე მოიქცევიან თითქოს ის მოკლეს, მაგრამ ის გოგო ცოცხალია და ამ ბიჭის ხელიდან მოკვდება, შემდეგ კი ყველაფერი საშინელება ხდება...
ქალმა, ქმარი სასტიკად მოკლა. ამის გამო მან 20 წლიანი სასჯელი მოიხადა და სახლში დაბრუნდა. ეს სახლი არის დაწყევლილი და ის გადაწყვეტს გაიგოს რატომ ხდება საშინელებები ამ სახლში.
ფილმში, 25 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ, დარსი გაიგებს საშინელ საიდუმლოს მის ქმარზე. როგორ მოიქცე, თუ საფრთხეში არა მხოლოდ ოჯახია, არამედ სიცოცხლეც?
ეს ფილმი გადაღებულია რეალური ამბების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ - კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ - ვერა ფილიპსს და მის ქმარს - ვილიამ კილიკს შორის იყო.
ფინანსური კონსულტანტი მარტი ბიორტი ცოლთან და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად იძულებულია ჩიკაგოდან კურორტ ოზარკში გადავიდეს მისურის შტატში. მთავარ გმირს საცხოვრებელის შეცვლა ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა
სოფელი საფრთხეშია და იქ მცხოვრები ადამიანები ნამდვილი ტარეგედიისთვის ემზადებიან. ტყეში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სოფლისკენ მოემართება და გზაში ყველაფერს ანადგურებს. მაგრამ გამოჩნდებიან მამაცი ადამიანები, რომლების მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ.
ეს ფილმი არის საშიშ დამნაშავეების დაჯგუფებაზე, რომლებიც არიან სამხრეთ საფრანგეთში, ისინი 70-იანი წლების დასაწყისში მარტივად და მოხერხბულად ძარცვავდნენ ბანკებს და სხვა უამრავ დანაშაულს ჩადიოდნენ
ფილმის მტავარი გმირი კინო-არქივში მუშაობს. ერთ დღესაც, მან თავის მეუღლეს ღალატისას მიუსწრო. ვერ შეიკავა თავი და მოკლა იგი. კვალის დასაფარად გვამი ახლო მდებარე არხში ჩააგდო. მაგრამ ეხლა კოშმარები არ ასვენებს. როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც ერთერთი ფილმის ნახვისას, რომელიც მე-20 საუკუნეშია გადაღებული თავისი სახლი დაინახა, სადაც ...
ეს არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტის გარშემო ვითარდება. მას დაკითხვაზე ჰყავს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი, რომლისგანაც სამი ატომური ბომბის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.
ფილმი მოგვითხრობს რუს მოკრივეზე, რომელიც არალეგალურ ბძოლებში, წესების გარეშე ბრძოლობს. მაფიის ბოსი გაგა, რომელიც ამ ბრძოლების ორგანიზატორია, მის ოპერაციას აფინანსებს. დაზიანებული მუხლი ბოიკას თავს ყოველი ჩხუბის დროს ახსენებს, მაგრამ ის მზადაა ბოლომდე იბრძოლოს, რათა კოლუმბიელ მებრძოლს შეებრძოლოს და დაამტკიცოს, რომ ის საუკეთესოა
სერიალი მოგვითხრობს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ყოველდღიურად ახალდაახალ საქმეებზე გადიან. მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან.
კარიერის დასრულების შემდეგ, მთავარი გმირი ცდილობს რაიმე ექსტრემალურით დაკავდეს, ამიტომ იგი ნარკოტიკებით და სნოუბორდით ირთობს თავს.
„ექიმი ვინ“ - ეს არ არის სახელი, მაგრამ არის კითხვა, რომელზედაც პასუხი ძნელი გასაცემია, ან საერთოდაც არ არსებობს. როზა ტაილერი – ლონდონის ერთ–ერთი პრესტიჟული მაღაზიის კონსულტანტია. მის ირგვლივ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მანამ, სანამ ერთ დღესაც მაღაზიაში მდგომმა მანეკენებმა გაცოცხლება არ დაიწყეს და როზას მოკვლა განიზრახეს. როზას სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვას გამოუცნობი ექიმი იწყებს
ლი და ბესი დები არიან, ნაგრამ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს, ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.
ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავს, რომელიც 1978 წელს მოხდა. სერიული მკვლელი, გერი ტაისონის, გაქცევის ისტორია არიზონას ციხიდან.
ფილმი მოგვითხრობს ზრდასრულ შვილებზე და მოხუც მამებზე, რომლებიც ერთად ზამთრის არდადეგების გასატარებლად წავლენ და საკმაოდ სასაცილო სიტუაციებსი მოხვდებიან.
ბერი მიდის მონასტერში, სადაც ძველი მოძღვარი გარდაიცვალა და სწორედ ის უნდა ჩაანაცვლოს მან. სოფელი, სადაც მონასტერი არის, ცხოვრობს ქალი, რომელსაც მერლინ მონროს ეძახიან და ის საოცრად ლამაზია.
ფილმი მოგვითხრობს TV-შოუზე, რომელიც საკმაოდ პოპულალური გახდება მას შემდეგ რაც მის შინაარს საზოგადოება გაიგებს. შოუში ადამიანები თავის ნებით მიდიან და რეალური სკვდილით იღუპებიან.
ფილმი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომელიც ბრუნდება საკუთარ ბავშობის ადგილას. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ.
ფილმის მთავარი გმირი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს.
ფილმი მოგვითხრობს ფეხბურთელზე, რომელიც რუსული მაფიის წევრებს შეუთანხმდება და ნამდვილ შარში გაეხვევა.
დედამიწა საფრთხეშია, მსოფლიოს თავს რობოტების არმია დაესხა და კაცობრიობას განადგურებით ემუქრებია. სწორედ სამყაროს გადარჩენისთვის, ერთიანდება 5 სუპერგმირი და ბრძოლას იწყებს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი წყვილის სიყვარულზე, სადაც ქალი იგებს რომ მისი საყვარელი მამაკაცი ორმაგ თამაშს თამაშობს და ერთდროულად სხვა ქალთანაც ერთობა. ეს ყველაფერი ქალზე საშინლად იმოქმედებს და სიგიჟის ზღვრამდეც კი მივა.
ამ ფილმში მოთხრობილია საუდის არაბეთში მომხდარ ამბავზე. უცხოელი ჯარისკაცებისგან შემდგარ რაზმს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად აგზავნიან, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება და რთულდება
ფილმი მოგვითხრობს 1980-1990 წლების ბრუკლინზე, სადაც1985 წელს, ბავშვობის მეგობრებმა ქუჩური დაჯგუფება შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი მაფიის ხიბლში ვარდება, მაგრამ დანარჩენებს არ სურთ ცხოვრება კრიმინალს დაუკავშირონ.
ფილმში ორი ძმა იშვიათი მანქანების მოპარვით არიან დაკავებულნი. მათ აქამდე ყველაფერი ადვილად გამოსდიოდათ, მაგრამ ბოლო გატაცებისას ისინი კრიმინალთან გადაიკვეთებიან, რომელიც მისი მტრის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მოპარვას დაავალებს.
ფილმი მოგვითხრობს საშიშ დამნაშავეზე, რომელიც ძალიან დიდი ინფორმაციას ფლობს. მისი დაცვა ევალება ამერიკის ყველაზე ძლიერ სპეცრაზმ S.W.A.T.-ს. მას ბევრი დამნაშავე მტერი ჰყავს, სწორედ ამიტომ დამნაშავეები მის მოკვლას ცდილობენ და ციხეში ძალის გამოყენებით შევლენ.
asvl