asvl

ძალიან უშიშარი ანა მეგობრებთან ერთად გაეშურება სრულიად თოვლით და ყინულით დაფარულ მთაზე, სადაც მან თავისი და ელზა უნდა მოძებნოს და გადაარჩინოს.
პატარა ბიჭუნა, რომელიც ოჯახში ყველაზე კარგად იქცევა, მოულოდნელად დიდ საფრხთეში აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც ის მშობლებს სახლში მარტო დარჩებათ.
ძალიან შრომისმოყვარე და უემოციო იურისტს, კეიტს სულ რაღაც სამი კვირის ვადა აქვს, რათა შეაფასოს და გაყიდოს დასასვენებული სახლი, რომელშიც მოჩვენება ბუდობს.
როგორც წესი შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა რთულია. წინასწარ გეგმავ თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა ყველაფერი უფრო რთულადაა.
როდესაც ახალგაზრდა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, ის იძულებულია სასწრაფოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ყველაფერი შესაძლოა ცუდად დამთავრდეს.
ერთი ჩვეულებრივი მზარეული გოგონა და პრინცესა ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდებიან და აღმოაჩენენ რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. ამის გამო პრინცესა გადაწყვეტს გოგონას ცოტახნით ადგილი გაუცვალოს.
ქალაქგარე სახლში ძიძა ცდილობს დაიცვას 12 წლის ბიჭი მძარცველებისაგან, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ ეს უბრალო ძარცვა არაა
ეს არის პოსტ-აპოკალიფსური ზღაპარი, სადაც არქტიკაში მყოფი მარტოხელა მეცნიერი იბრძვის, რომ სალი და მისი თანამემამულე ასტრონავტები გადაურჩნენ სიკვდილს.
ისტორია ახალგაზრდაზე და ერთ ჩვეულეულებრივ ქუჩის კატაზე, რომელიც შედგომში ახალგაზრდის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
ახალგაზრდა და ამავდროულად ძალიან გამოუცდელი ფერია-ნათლია გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და როგორმე უშველოს პატარა გოგონას, რომელსაც დახმარებაზე უარი უთხრეს.
გოგონა ძალიან მხიარული და საკუთარი თავის მოყვარულია, მაგრამ შობამდე ცოტახნით ადრე, თავისი გულგრილობის გამო სახლიდან გამოაგდებენ და იძულებულია მუშაობა დაიწყოს.
სანტას ძალიან საყვარელი და ჭკვიანი გოგონა გადაწყვეტს რომ ჩაუდგეს თავისი ოჯახის ბიზნეს სათავეში, ამისთვის კი ბევრი შრომა და დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.
თითქოს უჩველუო არაფერი ხდება, მაგრამ მეგობრები რომლებიც შობას უნდა ზეიმობდნენ მოულოდნელად ერთი მათგანი გაუჩინარდება, რომელსაც ამოუცნობი პიროვნება მოკლავს.
პატარა მეოცნებე გოგონა სულ ოცნებობდა მოგზაურობაზე და ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს თვლისკაცს. ის კი იმდენად კეთილია რომ გამოქცეულ არსებას უნდა დაეხმაროს და დააბრუნოს ევერესტზე.
მამა მუდამ სამსახურითაა დაკავებული და ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას შვილს, სწორედ ამის გამო ის ვერ მოახერხებს იმ სათამაშოს ყიდვას შვილისთვის რომელსაც შეპირდა.
ახალ ფოსტალიონს აგზავნიან ქალაქში სადაც უკვე წლებია ფოსტა აღარ მუშაობს და სრული განუკითხაობაა, მას მოუწევს დაამუშაოს 6000 ამდე წერილი და აღადგინოს ძველი ფოსტის შენობა.
ცხოველები ცხოვრობენ არქტიკაში, სადაც ყველაფერი ყინულით და თვლით არის დაფარული. ამისდამიუხედავად ისინი უკვე შეჩვეულები არიან ამ ყველაფერს და მხოლოს ბოროტად განწყობილი ცხოველების დამარცხება სურთ.
პატარა კვიცს ოცნებად აქვს რომ გახდეს სანტას ირმებიდან ერთ-ერთი და ის ამისთვის ყველაფრისთვის მზადაა. ის დაიწყება ვარჯიშს, რათა  დაამტკიცოს რომ არაფრით არ ჩამოუვარდება ირმებს.
კუპერების კლანის ოთხი თაობა იკრიბება ერთად ყოველწლიურ წინა საშობაო წვეულებაზე, მოულოდნელ ვიზიტორთა სერია და უსიამოვნო მოვლენები სრულიად თავდაყირა აყენებს ღამეს...
შობა ახლოვდება. მეგი, ერთი გამომცემლობი რედაქტორი თავისი უფროსის, ამანდასთვის, საკუთარი ინიციატივით პაემანის მოწყობას გეგმავს. მაჭანკლობა მეგისთვის ერთგვარი ჰობია, თუმცა მისის მაჭანკლობა აღარავის სჭირდება, როდესაც ჯექსონი, მისი ძველი, სტუდენტობისდროინდელი შეყვარებული, წარმატებული ავტორის რანგში გამოჩნდება რედაქციაში. მეგი დიდი სიამოვნებით უარყოფდა რაიმე შემორჩწნილი გრძნობის არსებობას მის მიმართ, თუმცა ჯექსონი ასე ადვილად თავს არ ანებებს. ამანდა ჯექსონს თვალს დაადგამს, მეგის კი მოუწევს წარსულის გადაწყვეტილებას თვალი გაუსწოროს, რათა საშობაოდ ერთ კარგი წყვილი დააქორწინოს.
ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ.
პრინცი ევროპიდან შეხვდება მომხიბვლელ მიმტანს, მისი მოგზაურობისას ამერიკაში საშობაო არდადეგებზე. იგი ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავი აარიდოს დაგეგმილ ქორწინებას.
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება.
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული.
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ.
შრეკი გადაწყვეტს რომ შობას ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყოს თავის მეუღლეს და შვილებს, ეს ყველაფერი კი არცისე მარტივი აღმოჩნდება.
მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და დაანახებენ მის უაზრო ცხოვრებას, აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, მის ეხლანდელ უხეშ მოქცევას, და იმას, რაც ელოდება თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის.
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.
asvl