ახალგაზრდა მამაკაცს ყველაფერი ძალიან მალე ავიწყდება, მაგრამ არ დაავიწყდება ულამაზესი ქალი, რომელსაც გაიცნობს და მალევე აღმოაჩენს რომ ის გაუჩინარდა. მან უნდა იპოვოს ეს გოგონა, რადაც არ უნდა დაუჯდეს.
მარად მარტოსული ლოს-ანჯელესელი ჟურნალისტი ნატალი თავისი სასიყვარულო ცხოვრების მოწყობას გაცნობის აპლიკაციის დახმარებით ცდილობს, სადაც მას ერთი შეხედვით იდეალური ბიჭი ტეგი შეუყვარდება.
გაუწონასწორებელი ჩერი, სრულიად მოულოდნელად კოლეჯიდან პირდაპირ ერაყის ომში მიდის. როდესაც ის ერაყიდან შინ ბრუნდება, როგორც ომის გმირი, ის იძულებულია არადიაგნოზირებულ პოსტტრავმულ აშლილობას ებრძოლოს და ამის გამო ნარკოდამოკიდებული ხდება.
ძალიან შრომისმოყვარე და უემოციო იურისტს, კეიტს სულ რაღაც სამი კვირის ვადა აქვს, რათა შეაფასოს და გაყიდოს დასასვენებული სახლი, რომელშიც მოჩვენება ბუდობს.
როგორც წესი შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა რთულია. წინასწარ გეგმავ თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა ყველაფერი უფრო რთულადაა.
ეს არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ბრიტანელ აგენტზე, მას გზავნიან რუსეთში საიდუმლო მისიაზე. ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.
სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსი მარა და დილანი კი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს.
როდესაც ახალგაზრდა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, ის იძულებულია სასწრაფოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ყველაფერი შესაძლოა ცუდად დამთავრდეს.
ეს არის დაქირავებული მეომრების ჯგუფი, რომელსაც მებრძოლი სახელად ენდი მეთაურობს, მათ ამოუცნობი უნარი აქვს - ისინი არ კვდებიან და საუკუნეების მანძილზე იბრძვიან, რათა მოკდავთა სამყარო დაიცვან.
სამწუხაროდ ნიკი შეყვარებულმა მიატოვა და ამიტომ დეპრესია აქვს და დარდობს. ამის გამო მისი მეგობარი გადაწყვეტს ის წაიყვანოს მუსიკალურ ფესტივალზე და ამგზით დაავიწყოს დარდი.
მეხანძრეები ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს 3 ბავშვს გადაარჩენენ. მანამ სანამ ბავშვებს მშობლები მოაკითხავენ, ისინი იძულებულები არიან ბავშვები თავისთან წაიყვანონ და მოუარონ.
საიფერი, დომენიკზე შურისძიების მიზნით დახმარებას დომენიკის უმცროს ძმას სთხოვს, რომელსაც ძმის მიმართ თავისი წყენა აქვს და ცდილობს ძმას სამაგიერო გადაუხადოს, მაგრამ ეს არც ისე მარტივაია როგორც მას ჰგონია.
შანგ-ჩი გამროჩეული კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც სამწუხაროდ იზოლაციაში გაიზარდა და თავისი მამის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება.
ფილმში მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში ვითარდება და დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელი გადარაჩენილი ადამიანის - მომაკვდავი ნიჭიერი მეცნიერის და გამომგონებელის სახელად ფინჩის შესახებ მოგვითხრობს.