asvl

ამჯერად გამოწვევების წინაშე სუპერგმირების ცხოველები დგანან, ისინი როგორც თავიაანთი პატრონები, სუპერ ძალებს ფლობენ და მზად არიან ბოროტებას ებრძოლონ.
ახალგაზრდა მუსიკოსი მოულოდნელად აღმოაჩენს რომ ძალიან მძიმე დაავადება სჭირს და გადარჩენის შანსი თითქმის არ არის, ამიტომაც ის გადაწყვეტს რომ თავისი დიდი ოცნება აისრულოს.
დეტექტივი მა სეოკ-დუ, კაპიტან ჩონ ილ-მანთან და მის გუნდთან ერთად, გაქცეული ეჭვმიტანილის ექსტრადაციის მიზნით მიემგზავრება ვიეტნამში, მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე აღმოაჩენს მკვლელობის დამატებით შემთხვევებს და სასტიკი მკლელის კან ჰე-სანის შესახებ შეიტყობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩადის დანაშაულს ტურისტების წინააღმდეგ. ახლა კანის დასაჭერად, დეტექტივმა მამ და მისმა გუნდმა ძალ-ღონეს არ უნდა დაიშურონ.
ახალგაზრდა გოგონა, იძულებულია მამის გადასარჩენად გახდეს მეომარი და იბრძოლოს მტრის წინააღმდეგ. მას ეს ყველაფერი გამოუვა და ფინალიც საინტერესო აღმოჩნდება.
მამა, რომელსაც შვილთან დიდხნიანი ურთიერთობა არ ჰქონია, ცდილობს მამის როლი ახლიდან მოირგოს და როგორმე შვილთან ურთიერთობა აღადგინოს.
პატარა უდანაშაულო ბიჭუნა, ნარკოდილერის მძევლად იქცევა და ის ერთ-ერთ ყველაზე შეუღწევად ქალაქშია გატაცებული, მისი დახსნა კი ძალიან რთულია.
დაქორწინებული წყვილი, ნიკი და ოდრი სპიტცები საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმი ავატარი ბრუნდება, ახალი მეორე სერიით...
ჯონ ლიშიცკის ცრუდ დააბრალეს დანაშაულის ჩადენა და ციხეში ჩასვეს. თავისუფლებაზე გამოსვლის შემგეგ, მას შურისძიების წყურვილი კლავს მოსამართლეზე, რომელმაც მას სასჯელი მიუსაჯა...
ეს არია ისტორია ქუჩაში მცხოვრები კატის, მორისის შესახებ. მორისი გამოცდილი თაღლითია და ცდილობს მაქსიმალურად მარტივად გამოიმუშაოს თანხა.
ტახტიდან ჩამოგდებული დედოფალი კერძო სკოლაში საიდუმლო შეთანხმებას აფორმებს ახალ მორიდებულ მოსწავლესთან, რათა მათ ერთმანეთის მტრებზე შური იძიონ...
თინეიჯერი ბიჭისა და გოგონას ცხოვრება მას შემდეგს სრულიად იცვლება, როდესაც ისინი კალიფორნიის ტყის ხანძარში აღმოჩნდებაინ და სადაც იღვიძებს საშინელ ზებუნებრივ არსებას.
მსოფლიოში ახალი პატარა მეგობარი რობოტების ბუმია, რომლის ყოლაც ყველა ბავშვს სურს და ოცნებად აქვს. ბიჭუნა რომელიც სწორედ ამ რობოტზე ოცნებობდა, იღებს საჩუქრად რობოტს, მაგრამ ის სხვა რობოტებისგან სრულიად განსხვავდება.
მოვლენები კლასიკური მუსიკის ინტერნაციონალურ სამყაროში ვითარდება და ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის ლიდია ტარის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი გახდება.
მაიკი სცენაზე კვლავ ადის და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც სულ სხვანაირად წარმოედგინა.
ორი თითქოს საუკეთესო მეგობრის შორის გაუგებრობა მოხდება და მათ შორის დაძაბულობა იფეთქებს, ეს კი მათ მეგობრობას თავდაყირა დააყენებს.
მოვლენები პარალელურ განზომილებაში ვითარდება და უდაბნოში მცხოვრები უილის შესახებ მოგვითხრობს. მის სახლში ჯერ არშობილი ხუთი ადამიანის სული მიდის, რათა ტესტირება გაიარონ და დედამიწაზე დაბადების შანსი მიიღონ. ცხრა დღის განმავლობაში უილი თითოეულ მათგანს ამოწმებს, მაგრამ მას მხოლოდ ერთის არჩევა შეუძლია.
ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ. საშინელი სერიული მკვლელი ატერორებს ლონდონს, იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე, მაგრამ შერცხვენილი დეტექტივი ჯონ ლუთერი გისოსებს მიღმა ზის.
ორი მძარცველის გეგმა თავდაყირა დგება, სწორედ ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან სასწრაფო მოიპარონ და გაიქცნენ.
ფილმი ტელეევანგელისტების ჯიმ და ტემი ფეი ბეკერების შტამბეჭდავი აღზევების და დაცემის შესახებ. 1970-80-იან წლებში, ტემი ფეი და მისი მეუღლე ჯიმი მსოფლიოში უდიდეს რელიგიურ სამაუწყებლო ქსელს და თემატურ პარკს შექმნიან, მაგრამ მალე ფინანსური დარღვევები, კონკურენტების ქმედებები და სექსუალური სკანდალები მათ სათუთად აშენებულ რელიგიურ იმპერიას, ისევე როგორც ქორწინებას დაანგრევს.
სამუელ დ. ჰანტერის ამავე სახელწოდების პიესაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დრამა, 550 ფუნტიანი ინგლისელი პროფესორი ჩარლის შესახებ, რომელიც თავის 17 წლის ქალიშვილ ელისთან გაერთიანებას ცდილობს. სანაცვლოდ, ის მას სკოლის თავისუფალი თემის დაწერას სთავაზობს.
საკმაოდ ცნობილი კრიმინალი და თაღლითი, რომელსაც კავშირი ჰქონდა არიულ საძმოსთან და რუსულ მაფიასთან, ციხეს ტოვებს. ის ფიქრობს რომ დაიწყებს მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ მაფია მას კიდევ ერთი დავალაბის შესრულებას აიძულებს.
ბოდი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მან უნდა აღიდგინოს თავისი ძველი დიდება და ახლიდან დაიბყროს ყველას გულები, როგორც როკის ლეგენდამ.
დები და პიტერი საუკეთესო მეგობრები არიან. მიუხედავად მათი აშკარა თავდაპირველი ქიმიისა, ურთიერთობა ახლა მკაცრად პლატონურია. ისინი ასევე სრულიად განსხვავდებიან: დები ლოს-ანჯელესში მცხოვრები მარტოხელა დედაა, რომელიც დაიღალა რუტინით და გარემოს შეცვლა სწყურია; პიტერი კი ნიუ-იორკში მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ასევე ცვლილება სჭირდება.
ეს არის ზღაპარი დიდი ამბიციებისა და აღმაშფოთებელი სიჭარბის შესახებ, იგი ასახავს მრავალი პერსონაჟის აღზევებას და დაცემას ადრეულ ჰოლივუდში აღვირახსნილი დეკადანსისა და გარყვნილების ეპოქაში.
ეს არის ამბავი სათამაშოების კომპანიაში მომუშავე ბრწყინვალე რობოტოტექნიკოსის შესახებ, რომელიც ბავშვის საუკეთესო კომპანიონად და მშობლის საუკეთესო მოკავშირედ დაპროგრამებულ, რეალისტური თოჯინას, M3GAN-ის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
საშინელი ბოროტება იღვიძებს. მგლები კიდევ ერთხელ ყვირიან, მაგრამ მხოლოდ მაქციას შეუძლია შეკრიბოს ახალი მოკავშირეები და გააერთიანოს სანდო მეგობრები საბრძოლველად, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი მტერი.
გადამდგარი ვეტერანი, რომელიც ჩრდილოეთ მაინში ნადირობს, გარდაცვლილი ქალის სხეულსა და დიდძალ ფულს გადაეყრება...
asvl