asvl

მოქმედება ორიგინალი ფილმის შოკისმომგვრელი მოვლენებიდან 47 წლის შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ ტყავის სახე არავის უნახავს და მის შესახებ არაფერი სმენილა. რუთი, სან-ფრანცისკოში მცხოვრები 25 წლის ბიზნესმენი ქალია, რომელიც მის მეგობრებთან მელოდისთან და დანტესთან ერთად სან-ფრანცისკოდან ტეხასის შტატის შორეულ ქალაქ ჰარლოუში მიდის.
მოვლენები სიეტლში COVID-19-ის პანდემიის დროს ვითარდება და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მომუშავე, აგორაფობიით დაავადებული ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს.
ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედა ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავადა მის შვილებთან მარტო დარჩება.
მთავარი გმირი, გავლენიანი ადამიანების ნებისმიერი სირთულის პრობლემებს არასტანდარტული გზებით აგვარებს.
მაქსი და ეივერი აპლიკაციის გამოყენებით შეხვდებიან პირველ პაემანზე. ისინი ერთ მოჩვენებებით სავსე სახლში აღმოჩნდებიან და გააცნობიერებენ, რომ შესაძლოა ტრავმამ, რომელსაც ორივენი განიცდიან, ან გადაარჩინოს ისინი ან მათთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცეს.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება.
ნეო ბრუნდება, ის ამჯერად ბევრად ძლიერი და მოტივირებულია რათა ებრძოლოს ბნელ ძალებს და საბოლოოდ მიიღოს ის შედეგი, რომელიც ყველასთვის სასურველი იქნება.
ნაშვილებ თინეიჯერ გოგონას არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება.
ამბავი მოზარდ გოგონა რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ.
მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს.
ეს არის ანიმაციური შავი კომედია, რომელიც მარტო მდგომი იდუმალი სახლის და მისი ბინადრების შესახებ სამ სხვადასხვა სიურეალისტურ ამბავს მოგვითხრობს.
სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახი, ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ჩარლ უოლდი წარუმატებელი საქმის შემდეგ, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა შუაგულ ტყეში, სანამ მის მყუდროებას მისი ყოფილი გოგონა არ დაარღვევს.
სუპერგმირი
asvl