asvl

ორი სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა, მათი განსხვავებულობის მიუხედავად გადაწყვეტენ დაქორწინდნენ, გოგონა მომღერალი და მწერალია, ბიჭი კი საზღვაო ქვეითი.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
მეფის სიკვდილის შემდეგ, ვაკანდას მაცხოვრებლები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი მიწისთვის და დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა.
ახალგაზრდა ერთგული მამა მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
მოვლენები 1830 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ვითარდება, რომლის მკაცრ რეჟიმს და დისციპლინას საშინელი ამბები ანადგურებს, როდესაც იპოვიან იუნკერის ცხედარს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო საპარადო მოედანზე, ხოლო ღამით ვიღაც მიცვალებულს გულს ამოაჭრის.
დაქირავებულთა ჯგუფი, ზუსტად საშობაოდ თავს დაესხმება მდიდარი ოჯახის, თოვლის ბაბუა კი იძულებული გახდება რადაც არ უნდა დაუჯდეს, შობა და ოჯახი გადაარჩინოს.
მკვლევართა ოჯახი მიემგზავრება ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, მაგრამ ეს მათთვის შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ცნობილი სამხრეთელი დეტექტივი ბენუა ბლანი მიემგზავრება საბერძნეთში თავისი ბოლო საქმისთვის.
ისტორიული ფილმი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი მოვლენები. ეს მოხდა აფრიკის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოში მე-18 და მე-19 საუკუნეებში.
ჯეპეტო, ერთი ძალიან ღარიბი იტალიელი დურგალია, რომელიც ერთ დღეს ხის თოჯინას დაამზადებს, რომელსაც ყველას გასაოცრად საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.
მას ღმერთებისგან დიდი ძალა ერგო, რომელსაც ის მხოლოდ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად გამოიყენებს.
ახლა უკვე ზრდასრული რალფ პარკერი კლივლენდ-სტრიტზე მდებარე თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, რათა მის შვილებს აჩუქოს ჯადოსნური შობა, როგორიც მას ბავშვობაში ჰქონდა.
ელმერი ეძებს დატყვევებულ დრაკონს ველურ კუნძულზე, თუმცა აღმოაჩენს ბევრად მეტს, ვიდრე მას მანამდე შეეძლო წარმოედგინა.
ფილმი საკულტო ავტო-მეწარმის, ფერუჩიო ლამბორჯინის ცხოვრების შესახებ, რომელიც მთელ ერს (იტალიას) დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ დაკარგული სუნთქვის აღდგენაში.
გალაქტიკის მცველების ახალი ფილმი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მომზადდა.
ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც შობას სახლში ბრუნდება, რათა დედის მიერ დატოვებული ქონება მიიღოს. სახლში დაბრუნებული კი პოულობს დღიურს, რომელშიც ბევრი საიდუმლო იმალება.
პოპ ვარსკვლავი, რომელიც დაიღალა და სურს განტვირთვა და მოშორება ყველაფრისგან, მიდის ერთ პატარა ქალაქში, სადაც შთაგონებასთან ერთად სიყვარულსაც პოულობს.
ამბავი ორი საუკეთესო მეგობრის სოფიას და აგათას შესახებ, რომლებიც ჯადოსნურ სკოლაში მოგზაურობენ და სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან.
13 წლის სემი ფიქრობს რომ მისი კარჩაკეტილი მეზობელი, მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს.
ჩარლზ დიკენსის ისტორიის მუსიკალური ვერსია ძუნწი მიზანთროპის შესახებ, რომელიც ჯადოსნურ მოგზაურობაშია...
პატარა გოგონა აღმოაჩენს ოცნებების რუკას, რომლის დახმარებითაც ის ოცნებების ქვეყანაში მოგზაურობს და ამ გზით გაურბის მამის დაკარგვის ტკივილს.
ქალი, რომელიც ღრმა ჭობში გაიზარდა, ხვდება მკვლელ მამაკაცს რომელიც ოდესრაც მასთან იყო დაკავშირებული.
3 მეგობარი მოულოდნელად ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც დააბრალებენ მკვლელობას, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ორმა ახალგაზრდა ქალმა შემთხვევით დააბრუნა სანდერსონის დები, ეს კი სამყაროსთვის ძალიან ძვირი შეიძლება დაჯდეს.
ფილმში მოვლენები 1950-იან წლებში ვითარდება და სამი ახალგაზრდა გმირის, პოლიციელი ტომის, მასწავლებელი მარიონის და მუზეუმის კურატორი პატრიკის მომხიბვლელი და ამაღელვებელი პორტრეტის და მათი აკრძალული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.
პაციენტის ტრავმული ინციდენტის შემოწმების შემდეგ, ექიმი როუზი იწყებს საშინელი მოვლენების განცდას, რომელთა ახსნა არ შეუძლია.
მე-19 საუკუნის ინგლისში, ახალგაზრდა ქალი იდუმალ მდიდარ მოსარჩელეს მიმართავს.
asvl