asvl

ყოფილ ამერიკელ სამხედროს მეგობარს მოუკლავენ, ის კი მზად არის მოკლას ყველა დამნაშავე და შური იძიოს საკუთარი მეგობრის გამო. ის ყველაფერს გააკეთებს რათა სამართლიანობა აღადგინოს
მოლი მის შეყვრებულთან ერთად ზომბი აპოკალიფსისაგან გაქცევას ცდილობს. მაგრამ მათ მანქანა უფუჭდებათ და მარტოხელა, მაგრამ ჯიუტი ზომბი ეწევა.
ძალიან შინაარსიანი და საინტერესო არგენტინული ფილმი. ძველი ტრაგედია და მტრობა კვლავ იფეთქებს, როდესაც მარკოსი ბრუნდება შინ, რათა დამარხოს მამის ფერფლი. თან სურს დაარწმუნოს მისი ძმა,სალვადორი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს , გაყიდოს მიწა.
ამ სასტიკ ქუჩებში ადამიანი უნდა გამოჩნდეს. გმირი დაიბადოს, მოკლან და ხელახლა დაიბადოს. როდესაც ახალბედა პოლიციელი დენი კოლტი საიქიოდან როგორც სული ისე ბრუნდება, ის გმირია, რომელმაც ქალაქის ბნელი ძალა,
ფილმი ქალაქ მაიდენ ვუდში ვითარდება, რომელიც ერთი შეხედვით წყნარი ქალაქია, თუმცა მალევე ეს სიმშვიდე პარანორმალური მოვლენებით იცვლება, ამიტომ პოლიციის ორი თანამშრომელი ცდილობს გაერკვეს თუ რაშია საქმე.
ფილმის მთავარი გმირი, ექსპედიაციაში წავა რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯუნგლებში. სამწუხაროდ ყველა მათგანი დაიღუპება და მხოლოდ ის დარჩება ცოცხალი, ის ცდილობს თავი დააღწიოს გაუვალ ჯუნგლებს და მას გზად ბევრი წინააღმდეგობა ხვდება.
ახალგაზრდა ენჯელი ექიმია და სასწრაფო დახმარებაში მუშაობს. მძიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება ნელნელა ინგრევა, რადგან უფრო და უფრო ეპარება ეჭვი თავის მეწყვილეში.
ერთ მიყრუებულ ქალაქში კორუფცია და სისტიკეა გამეფებულა, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი ცდილობს დაიცვას ამ ყველაფრისგან თავისი საყვარელი ადამიანები.
სერიული მკვლელი 2019 წლის მადრიდში სრულ ქაოსს თესავს. ის კლავს ადამიანებს, რომლებსაც ერთამენთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ყველანი ცნობილ სუპერგმირებს განასახიერებენ იმგვარად, როგორადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ.
ერთ პატარა ქალაქში, პოლიტიკოსი მოულოდნელად კვდება. მაგრამ ეს რაღაც ჩვეულებრივი სიკვდილი არაა, თითქოს მისი ოჯახი რაღაცას მალავს, სწორედ ამიტომ პოლიციელები გამოძიებას იწყებენ.
ახალ დაოჯახებული წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის, სადაც სრულიად მოულოდნელად საიდუმლო ოთახს აღმოაჩენენ რომელიც დიდ საიდუმლოებებს ინახავს.
იოჰან ფალკს ინფორმატორის სახლში, ხუთი ადამიანი შევარდება და ამიტომაც თავის დაღწევის მცდელობის მიზნით ინფორმატორი დახმარებისთვის მიმართავს იოჰანს.
ომში დაღუპული ჩენ ჩჟენის სიკვდილიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, შანჰაიში ყველასთვის უცნობი ადამიანი ჩამოდის და ადგილობრივი მაფიის ბოსს დახმარებას უწევს. ეს ადამიანი კი ყველასთვის მოულოდნელი პიროვნება აღმოჩნდება.
ერთ-ერთი ძალიან მდიდარი და ამავდროულად გავლენიანი ოჯახის უფროსი, უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს.
ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც დიდი ფული აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება.
ოთხი ზებუნებრივი ძალის მქონე ახალგაზრდა, იძულებულია შეებრძოლოს ბოროტებას. ეჭვიანობა და უნდობლობა კი მათ მოქმედებებში ხელს უშლით.
მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს,  გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ.
შელახული და დაშავებული მერიკელი ტურისტი, ჩამოკიდულია თავდაყირა პირდაპირ ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი და მის სიცოცხლე დასრულდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ხდება.
საშიში ინფექციის სწრაფმა გავრცელებამ, მთელი ქალაქი უმართავ ქაოსში გახვია. თუმცა ერთადერთი ადამიანი ვინც გადაურჩა, ცოცხალია და იზოლაციაშია.
ძველ მეგობართან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ელი ცდილობს გამოასწოროს როგორმე ქმართან ურთიერთობა, თუმცა აღმოაჩენს, რომ დეივიდი გაცილებით უფრო საშიში და გაუწონასწორებელია ვიდრე წარმოედგინა.
ექიმი და მისი საყვარელი ოჯახი, კრიმინალთა ბანდას მძევლად ჩაუვარდება. თუმცა, მოულოდნელად ერთ-ერთ კრიმინალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება.
მამაკაცი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, რომელიც სადღაც ჯუნგლებშია. მას ფეხი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში რევოლვერია. სამწუხაროდ, მას არაფერი არ ახსოვს.
ხუთ ომში გადაღლილ ამერიკელ ჯარისკაცს,  მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ფრანგული შატოს დაკავება დაავალეს. ეს მოულოდნელი შესვენება მალე საგიჟეთად გადაიქცევა.
მისი ზედმეტსახელია კაცი არსაიდან და მისი ცხოვრება მას შემდეგ გახდება გაუსაძლისი რაც მეუღლე დაეთუპება. ის ყოფილი აგენტია და მოუწევს ძველი საქმიანო გაიხსენოს.
მამაკაცი, რომელმაც წარსულში მცირედი დანაშაული ჩაიდინა, იძულებულია თავისი უნდანაშაულობა ამტკიცოს როდესაც ის პოლიციაში მექანიკოსად დაიწყებს მუშაობას.
ფილმი მოგვითხრობს ორ დაქალზე, რომლებიც გადაწყვეტენ ზღვის ქვეშ ცხოვრების ნახვას და ეს მათთვის ტრაგიკულად დამთავრდება
პატარა წვიმიან ქალაქში კერძოდ კი ბასკების მხარეში, ინსპექტორი სალაზარი სერული მკვლელობების გამოძიებას უდგას სათავეში.
asvl