ის პროფესიონალი ქურდია და ამჯერად დიდი საფასურის სამკაულის მოპარვა უნდა, სწორედ ამიტომ ის მონახავს 7 მეგობარს, რომელთა დახმარებითაც დიდი ძარცვა უნდა დაგეგმოს.
ძალიან თავდაჯერებული მამაკაცი სახელად ჰანსი ოჯახთან ერთად მოგზაურობს, მგზავრობისას კი ერთ-ერთ მძროლთან ჩხუბი მოუვა. მძღოლი კი გადაწყვეტს შური იძიოს ჰანსზე, სწორედ ამიტომ მას და მის ოჯახს აედევნება.
ფედერალური ბიუროს აგენტს აპალაჩის მთებში აგზავნიან, სადაც მას ძალიან საშიშ, უკანონო საქმეში ჩაითრევენ ადგილობრივ ქალთან ერთად, რომელიც მისი ინფორმატორი ხდება.
მთავარი გმირი არის ადამიანი, რომლმაც უნდა გადაარჩინოს დედამიწა და ზოგადად კაცობრიობა. ის არის შეიარაღებული და შეუძლია ნებისმიერი იმ ადამიანის განადგურება, ვინც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.
კანადის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ ალმასის მაღაროს უეცარი ჩამონგრევის შემდეგ, სატვირთო მანქანის გამოცდილი მძღოლი მაიკი იძულებულია უკიდურესად საშიშ და შეუძლებელ სამაშველო მისიას უხელმძღანელოს.
დაფუძნებულია ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერ მემუარზე "გუანტანამოს დღიური"-ეს არის სლასის თავისუფლებისთვის ბრძოლის რეალური ისტორია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლით, ბრალდების წაყენების გარეშე ციხეში ჩასვა.
კოპენჰაგენის პოლიციის დეპარტამენტში არსებობს განსაკუთრებული განყოფილება სახელად "Q", რომელიც შეიქმნა ყველაზე უფრო ამოუხსნელი და ჩახლართული საქმეების გასახსნელად.
მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტების და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორია, რომლებმაც პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი.
გოგონას სრულიად შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც ახალგაზრდობაშივე მიივიწყეს. ფრედს მის წარსულში ამოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ფილმში მოქმედება ხდება ახლო მომავალში. დედამიწაზე შექმნილია წყლის დეფიციტი და ხალხს წყურვილი სტანჯავს, ბოროტმოქმედს კი ხელში აქვს ჩაგდებული ჭა. 17 წლის გოგონა რომელიც საოცრად გამბედავია, ცდილობს შეეწინააღმდეგოს ბოროტ ბარონს.
ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. ისინი ტერორისტები არიან და გაიტაცებენ მგზავრებით სავსე თვითმფრინავს. მათ განსათავისუფლებლად კი საკუთარი მოთხოვნები აქვთ.
ციდან ამოუცნიბი სხეული ჩამოვარდა, რამაც ახალშობილი ჩამოიყვანა. ოჯახმა იპოვა ეს ბავშვი და გაზარდა, მაგრამ მასში ამოუცნობი ძალაა და ის ძალიან საშიშია ადამიანებისთვის.
ძალიან დიდი ხნიწ წინ, და თავის ძმასთან ერთად ქალაქგარეთ ტყეში მიდიოდა. მისი მიზანი კი საჭმლის და სამსახურის პოვნა იყო, მაგრამ მას გზად შემზარავი ამაბავი დაატყდა თავს.
გოგონა სულ ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და ეს დღეც დადგა. მაგრამ წინ სახიფათო თამაში ელის, ქორწილის პირველივე ღამეს ის ქმრის ოჯახში იძულებული გახდება ითამაშოს საშიში თამაში, სადაც ის უნდა დაიმალოს და პოვნის შემთხვევაში კი მას მოკლავენ.
ქალი მოულოდნელად იღვიძებს კრიოგენულ კუბოში და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ. მან უნდა იპოვოს ისეთი გამოსავალი რომ და თავი დააღწიოს ტყვეობას, სანამ ჟანგბადი ჯერ კიდევ საკმარისია.
ნიუ-იორკში მარტო მცხოვრები ქალი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და ახალი მეზობლების თვალთვალს იწყებს. მხოლოდ იმისთვის, რომ ძალადობრივ ქმედებაში გამოიჭიროს ისინი.