ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან.
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
ახალგაზრდა მეგობრები, გადაწყვეტენ რომ გაატარონ ერთი ღამე სახლში, რომელიც უცნაურ ტყეში მდებარეობა. მალევე აღმოაჩენენ რომ ამ ადგილას დრო ძალიან სწრაფად გადის.
ლონდონში საშინელება ხდება, უამრავი მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და ხალხით სავსე ქუჩებს შეესია. ასევე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოსახლეობის და თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას.
ახალგაზრდა ბიჭი სახელად აარონი პასუხობს განცხადებას სადაც ეძებენ ოპერატორს ერთი დღით. განცხადების ავტორია მამაკაცი სახელად ჯოზეფი, ის ამცნობს აარონს, რომ დაავადებულია თავის კიბოთი და რამოდენიმე თვეში გარდაიცვლება.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
აიდენი 18 წლისაა და სტუდენტური საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია, რომელიც ხვდება ყველაზე შესაშურ გოგონას რაიონში. მაგრამ ერთხელ ღამით, ის იღვიძებს და ხედავს, რომ მისი მშობლები სასტიკად მოკლეს.
წლების მანძილზე ტარდებოდა "ეგზორციზმი" რიტუალები და მორწმუნენი ამაში ფულს იღებდნენ. მორწმუნე მარკუს კოტონი მრავალი წელია მოგზაურობს და განდევნის ეშმაკს შეპყრობილებისგან.