asvl

ის წარმატებული კაცია და ცხოვრებაც მშვენიერი აქვს, მაგრამ მას არ ჰყავს მეორე ნახევარი რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს. მაგრამ ერთ დღეს გამოჩნდება უცოდველი, ძალიან დაბნეული და ძალიან ლამაზი გოგონა, რომელიც მას შეუყვარდება. მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ისევე როგორც წყალი და ცეცხლი.
მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და მათი სიყვარული სამაგალითოა, მაგრამ ერთ დღესაც მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება და ისინი სიკვდილს თვალებში ჩახედავენ.
ცნობილი რესტორნის მეპატრონე და მათემატიკის მასწავლებელი, სრულიად მოულოდნელ სიტუაციაში გაიცნობენ ერთმანეთს და მათ შრორის ძლიერი გრძნობა გაჩნდება.
ეს ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც სხვა პლანეტაზე დაიბადა და იქ 16 წელი გაატარა. დედამიწაზე დაბრუნებული კი ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა, ცოტახანში ის გაიქცა და შეყვარებულიც გაიჩინა...
მამაკაცი რომელსაც რატომღაც ეშინია ვალდებულებების მანამ სანამ არ გაიცნობს ულამაზეს გოგონას და ის შეუყვარდება, სამწუხაროდ გოგონას ცუდი მეხსიერბა აქვს და ყველაფერი მეორე დღესვე ავიწყდება.
მათ ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ, მაგრამ მათმა მშობლებმა ისინი დააშორეს. 20 წლის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს ისევ ხვდებიან და მათში ძველი სიყვარული ისევ გამოიღვიძებს.
ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და თითქოს მათ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო, მაგრამ ეს ასე არაა. ისინი ზრდასრულ ასაკში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და აღმოაჩენენ რომ ერთმანეთთან რაღაცით არიან დაკავშირებული.
ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო თავის საყვარელ ქალს უბრუნდება, მაგრამ მისდასამწუხაროდ ჯარში მას ახალი გამოძახება მოსდის.
ის ძალიან ლამაზი გოგონაა და უყვარს მზე, მაგრამ ერთ დღესაც ექიმი ეტყვის რომ თუ ის მეორედ მზეს შეხედავს მხედველობვას დაკარგავს. ამიტომ ის მხოლოდ ღამით გამოდის გარეთ, ერთ დღესაც გაიცნობს ბიჭს და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება.
ძალიან მდიდარი ბიჭი, ბარში გაიცნობს ღარიბ გოგონას, რომელიც მოეწონება და გამოზნულად წაუიყვანს თავის სახლში, რათა გააცნოს თავის მშობლებს როგორც საცოლეს.
მას შემდეგ რაც ტესა იღებს ყველაზე დიდი გადაწყვეტილებას, მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და ბუნდოვანი ხდება.
მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება და იძულებული გახდება დაემორჩილოს ტერორისტების ბრძანებებს.
ერთი ჩვეულებრივი მზარეული გოგონა და პრინცესა ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდებიან და აღმოაჩენენ რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. ამის გამო პრინცესა გადაწყვეტს გოგონას ცოტახნით ადგილი გაუცვალოს.
სპორტულ აგენტს განსაკუთრებული უნარი აქვს, მას შეუძლია სხვა ადამიანების ფიქრები ამოიკითხოს და ამის დახმარებით ბევრ რამე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
37 წლის ძალიან სიმპატიური მამაკაცი იქცევა როგორც თინეიჯერი და მალევე ის გაიცნობს 17 წლის გოგონას, რომელიც მისი ასაკის მიუხედავათ ძალიან ჩამოყალიბებული და ჭკვიანია.
მამაკაცს სამწუხაროდ მეუღლე მიატოვებს და წავა. ის საცხოვრებლად მშობლების სახლში გადადის და მოულოდნელად იცნობს ქალს, რომელიც მის ცხოვრებას ხალისს შესძენს.
გოგონა სახლს იცვლის და სასწავლებლად კოლეჯში მიდის, სადაც მისთვის სრულიად უცხო გარემო და უცხო ადამიანები დახვდებიან. ის მალევე გაიცნობს ბიჭს რომელიც ძალიან შეუყვარდება.
კარგი მეგობრები გადაწყვეტენ ბოლო ზაფხული იდეალურად გაატარონ, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებამდე აქვთ. ცდილობენ ყველაფერი იდეალურად ჰქონდეთ სიყვარულში და რაც მთავარია ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყოს მათთვის.
ჯარისკაცმა ერაყის ომის სამ მისიაში მიიღო მონაწილეობა და სრულიად უვნებელი ჩავიდა თავის ქვეყანაში. მას მთელი ამ მისიების მანძილზე ერთი უცნობი გოგონას სურათი ჰქონდა, რომელიც მისი თილისმა იყო და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ამ გოგონას მოძებნა.
მეზღვაური მივა მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მას განძრახული აქვს ერთი პაციენტის მონახულება. ამ მონახულების დროს ის წაიკითხავს ამ ადამიანის უბის წიგნაკს, სადაც საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი.
გოგონა და ბიჭი ბავშობიდან საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ და შეწყვიტეს მეგობრობა. ისინი მალევე მიხვდებიან რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ და შერიგდებიან, ასევე იქნება ბიჭი რომელიც ამ გოგოს უყვარს და..
საშინელი შტორმი 25 წლის შემდეგ ისევ მეორდება. სამწუხაროდ დედა მოკლულია, ხოლო მისი ქალიშვილი გაუჩინარებულია, ამიტომაც მხოლოდ 72 საათია იმისთვის რომ სიმართლე გაირკვეს.
ისინი სამი ვამპირი ქალი იყო, მაგრამ მათ მოეწონათ 18 წლის გოგონა, რომელიც ვამპირად აქციეს. ამ 18 წლის გოგონას მოეწონება ადამიანი და გადაწყვეტს უკვდავებას შეელიოს.
გოგონას რატომღაც შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც რეალურად ძალიან საშიშია და ის დაქირავებული მკვლელია. მას მასთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელის.
ახალგაზრდა ქალი პანიკაშია, რადგან მისმა ახალმა ბოიფრენდმა მეილზე სულელური  შეტყობინება გაგზავნა. ამიტომაც ქალი იძულებულია თავის მეგობრებთან ერთად მექსიკაში, დედასთან გაემგზავროს, რათა ეს შეტყობინება წაშალოს.
უდარდელი ახალგაზრდები,  შემთხვევით პალმ სფრინზსში მიმდინარე ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას, თუმცა...
შელახული და დაშავებული მერიკელი ტურისტი, ჩამოკიდულია თავდაყირა პირდაპირ ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი და მის სიცოცხლე დასრულდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ხდება.
ეს არის ამბავი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებ.
asvl