ჯაკარტას შუაგულში ელიტარული დანაყოფის პოლიციელებმა უნდა შეაღწიონ მრავალსართულიან შენობაში და შეიპყრონ მაფიის ბარონი, რომელიც შენობის ერთ-ერთ სართულზეა გამაგრებული.
საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
სამი ჰაკერი-სტუდენტი მოულოდნელად მიიღებენ საიდუმლო შეტყობინებებს უცნობისგან სახელად NOMAD (მაწანწალა). მაგრამ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა ადამიანთან, არამედ არამიწიერ გონებასთნა.
ამ რომანტიკულ კომეიდიაში, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია შემთხვევითობას, ერთიდაიგივე ქორწილის ალტერნატიული ვერსიები გათამაშდება, როდესაც ჯეკი ცდილობს თავის უმცროს დას ნამდვილად სრულყოფილი ქორწილი მოუწყოს.
სამ ჟურნალისტს დაავალებენ, რომ აიღონ ინტერვიუ ახალგაზრდა კაცისგან, რომელმაც განათავსა საკმაოდ უცნაური განცხადება: ის ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ.
ყოფილი პოლიციელი მეთ სკადერი ლიცენზიის გარეშე დაქირავებულ დეტექტივად მუშაობს. ამასთან ერთად ცდილობს ალკოჰოლს თავი დაანებოს. ერთხელაც, მას დაიქირავებენ, რათა ადგილობრივი ნარკოდილერის მოტაცებული ცოლი მოძებნოს.
კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა.
ევან ბაქსტერი, რომელსაც ყოველშემძლე ბრიუსმა ყველანაირი სისულელეების ლაპარაკი აიძულა ახალი ამბების პირდაპირ ეთერში, მიდის ტელევიზიიდან. თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წინ წავიდა: ის კონგრესმენი გახდა.
ამჯერად მთავრ გმირს მოგზაურობა მოუწევს დროში, მოულოდნელობებით სავსე და ბრწყინვალე აღმოჩენების სამყაროში, მან უნდა გადაარჩინოს მეგობარი - შეშლილი მექუდე.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
ვიაგოს, დიკონის და ვლადისლავის ცხოვრების ამბავი - სამი მეზობელი უკვდავი ვამპირი, რომელიც უბრალოდ ცდილობს გადარჩეს თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სახლის ქირა, ღამის კლუბში ფეისკონტროლი, მომაკვდინებელი მზის შუქი და სხვა პრობლემები.
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდიხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე.
ნორმი მასხარა იყო, მაგრამ ვერავის ვერ აცინებდა. მის წარმოდგენებს სრული ჩავარდნისგან მხოლოდ მისი ძაღლი ბადი შველიდა, რომელთანაც ის ტრიუკებს აკეთებდა. წარუმატებლობისგან გააფთრებული ნორმი ცემდა ბადის და ჭკვიანი ძაღლი გაიქცა მისგან.
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.
დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს. მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება იგი ისევ საქმეშია.