asvl

ქეროლ დენვერსი თავის ძალაუფლებას აერთიანებს კამალა ხანისა და მონიკა რამბოს ძალასთან და მათ აიძულებს ერთად იმუშაონ სამყაროს გადასარჩენისთვის.
ლუკა ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, თანატოლებთან მეგობრობს და გამოცდებისთვის ემზადება. ის ერთ გოგოსთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სრულიად მოულოდნელად, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას.
ეს არის ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე...
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს...
ენი ელიოტი თავის გაკოტრების ზღვარზე მყოფ ქედმაღალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შვიდი წლის წინ ენიმ გაბედული ფრედერიკ უენტვორტის სიყვარული უარყო, მაგრამ როდესაც ფრედერიკი კვლავ შეიჭრება მის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გმირი იძულებულია წარსულის უკან მოტოვებას და მისი გულის კარნახს შორის რთული არჩევანი გააკეთოს, როცა საქმე მეორე შანსს შეეხება.
პრინცესას ახალი თავგადასავალი, რომელიც მოგვითხრობს გოგონაზე რომელსაც შეუძლია ყველაფერი გაყინოს. მას შეუყვარდება ერთი ჩვეულებრივი ბიჭი და მასთან ერთად წინ უამრავი დაბრკოლება ელის.
მასიმო და ლაურა, წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად.
სიცილიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაფიის ბოსის, დონ მასიმო ტორიჩელის მეუღლე ლაურა ბიელი ხშირად საფრთხის ქვეშაა, რადგან მასიმოს მტრების პოტენციური სამიზნეა, რომლებიც არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან ძლიერი კაცის გასანადგურებლად.
გამოვიდა ცუდი სანტას მეორე სერია, რომელიც ისევე როგორც პირველი ნაწილი საკმაოდ სააცილოა. ფილმის მთავარი გმირი ციხიდან გამოდის და სამსახურს ეძებს, მაგრამ მისი მეგობარი მას სანტას სამუშაოს სთავაზობს. სწორედ აქედან იწყება სასაცილო სიტუაციები და ფილმიც საკმაოდ კომედიურია.
დედის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თინეიჯერი გოგონა და მისი უმცროსი და თავს იტანჯავენ სახლში სადისტური ყოფნით და იბრძვიან, რომ მწუხარე მამამ ყურადღება მიაქციოს, სანამ გვიან არ არის.
ეს ისტორია იწყება ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბით, რომელსაც უყვარდება მშვენიერი, ინტელექტუალური გოგონა რიზე.
მარტოხელა დედა, სახელად გაბი, ქირაობს გიდს, ექსტრასენსს, მღვდელს და ისტორიკოსს, რათა როგორმე განდევნოს მოჩვენება მისი ახალი სახლიდან.
მას შემდეგ რაც სიცილიის მაფიის ბოსს მოკლავენ, მის ადგილს მისი ახალგაზრდა და სიმპატიურ ვაჟი დაიკავებს. ის შემთხვევით გაიცნობს დასასვენებლად ჩასულ გოგონას და გაიტაცებს, დაატყვევებს და 365 დღეს მისცემს შესაყვარებლად.
მოუხერხებელი პოლიციელი, მოულოდნელად ექიმისგან გაიგებს რომ სიცოცხლის მხოლოდ 30 დღე დარჩა. სწორედ ამიტომ ის დაგაწყვეტს ამ დარჩენილ დროში გახდეს გმირი და ხალხს დაამახსოვროს თავი.
ეთან ჰანტმა და მისმა გუნდმა უნდა აკონტროლონ ძალიან საშიში იარაღი, სანამ ის არასწორ ხელში მოხვდება...
მოზარდი შემთხვევით ხსნის ყუთს, რომელშიც საიდუმლო ძალა იმალება და მისი წყალობით კი მოულოდნელ სუპერ ძალებს შეიძენს.
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორის, ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი.
ახალაგზრდა კურიერმა ქალმა მანქანა დაკარგა და ამიტომაც იძულებული ხდება როგორმე ფული იშოვოს. ის კი იდეალურ სამსახურს პოულობს, წყვილი გადაუხდის მას თანხას, თუ მათ 19 წლის ბიჭს კომპლექსებს მოუხსნის.
ასტერიქსს და ობელიქსს ამჯერად უფრო რთული გამოცდის ჩაბარაბა მოუწევთ, რადგან მტერი ამჯერად ბევრად უფრო ძლიერია.
ძალიან საშიში დამნაშავის და მისი დაბნეული ძმის სასაცილო ისტორია, ისინი სრულიად შემთვევით დაკარგავენ მოპარულ ბრილიანტს და დიდი შარში გაეხვევიან.
სტუდენტი მეგობრები, რომლებიც გამოცდებში ჩაიჭრდებიან, გადაწყვეტენ რომ დაარსონ საკუთარი უნივერსიტეტი და ერთად შეკრიბონ ყველა ჩაჭრილი ახალგაზრდა.
პილოტი აღმოჩნდება საომარ ზონაში, მას შემდეგ რაც ის საშინელი ქარიშხლის დროს იძულებული დაეშვება თავისი კომერციული თვითმფრინავით უახლოეს ადგილზე.
მარტოხელა ოქროს მაძიებელი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ნაცისტების გზას კვეთს ჩრდილოეთ ფინეთში მდებარე თავის გადამწვარ მიწის სამალავში. როდესაც ნაცისტები იპარავენ მის ოქროს, ისინი სწრაფად აღმოაჩენენ, რომ ახლახან უჩვეულო მეშახტეს გადაეყარნენ.
ისტორია ახალგაზრდა პარკერის და მისი საუკეთესო მეგობარი გოგონას მირის შესახებ, რომლებიც პანდემიისგან შეცვლილი სამყაროსგან შორს, გადაწყვეტენ კარანტინში მარტო დარჩენას ტბასთან მდებარე ოჯახის შორეულ სახლში - ყოველ შემთხვევაში, პარკერი და მირი ასე ფიქრობდნენ, რადგან ახალგაზრდა გმირები მალევე აღმოაჩენენ, რომ ისინი მარტონი არ არიან.
ისტორია მორალური კომპასის გარეშე სამყაროს წყვდიადში ჩაკარგული, მარტოხელა და ცივი პროფესიონალი დაქირავებული მკვლელის, კრისტიანის შესახებ, რომელიც მომდევნო დავალებაზე მყოფი კბილებამდე შეიარაღებული, ნელ-ნელა კარგავს საღ აზრს. გამოცდილი დაქირავებული მკვლელი ჩრდილში იცდის და ელოდება თავის მომავალ სამიზნეს, და რაც უფრო მეტხანს ელოდება, მით უფრო ეჩვენება, რომ ჭკუიდან იშლება, რადგან ის განიცდის რთულ ფსიქოლოგიურ კრიზისს და იწყებს სინანულის გრძნობას თავისი დანაშაულებების გამო...
შვებულებაში გასული მშობლები, თავის ერთადერთ შვილთან ერთად დასასვენებლად მიდიან, იქ კი მათ უცხობი პირები მძევლად აიყვანენ და აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად არჩევანის გაკეთებას მოსთხოვენ.
წყვილი, რომელიც ბედნიერ ქორწილზე ოცნებობდა, მოულოდნელად სრულიად გაუგებარ და საშიში სიტუაციაში აღმოჩნდება
ჩექმებიანი კატის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, რადგან მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე დარჩა და ეს მისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
asvl