asvl

ხანდახან, ექსტრემალი მიმზიდველია ტურისტებისთვის. ამიტომაც ტურისტების ჯგუფი მოჩვენების შესახებ ინფორმაციის გადასაოწმებლად თავად მიდიან და ნამდვილ კოშმარში მოხვდებიან.
ფილმი მოგვითხრობს 1946 წელის ამერიკაზე,  მისისიპიში ჰენრი მაკკალანს მისი ოჯახი მამამისის ფერმაში ჩაჰყავს. სანამ ჰენრი მიწაზე მუშაობითაა დაკავებული, სამწუხაროდ მის ცოლ ლორას, უჭირს გარემოსთან შეგუება.
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი.
სამი ბავშობის მეგობარი, გადაწყვეტს მოშორდნენ ქალაქს და დასასვენებლად ზღვის პირას ერთ სახლს იქირავებენ. მათი ეს დასვენება ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა და  მათ პარანორმალურ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა.
მათი დედა, სრულიად მოულოდნელად გაუჩინერდა და ეს გახდა, ნაჩხუბარი ძმების შერიგების მიზეზი. ისინი ფიქრობენ რომ, მათი დედის გაუჩინარება რაღაც არაადამიანური ძალის გამო მოხდა.
ორი ბიძაშვილს, რატომღაც სამყაროსი ეშინიათ და ამიტომაც ისინი სარდაფში იმალებიან, ისინი მაღლა ამოსვლას ხშირად ვერ ბედავენ.
გერმანელი-ებრაელი ბიზნესმიენი საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. მეორე მსოფლიო ომია, მისი ოჯახი საფრთხეშია, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად ის იძულებულია დათმოს თავისი ბიზნესი.
მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ. ისინი ოცნებობდნენ ბედნიერ ცხოვრებაზე, მაგრამ ყვალეფერი სულ სხვანაირად მოხდება.
მოზარდი, რომელსაც მამა არ ჰყავს, სახიფათო მოგზაურობაში წასვლას გადაწყვეტს, რათა იპოვოს დიდი ხნის წინ დაკარგული მისი მამა. ადამი დარწმუნებულია, რომ მისი მამა, ბიგფუთია - გასაოცარი ძალის დიდი ბანჯგვლიანი არსება
იმისდამიუხედავთ, რომ გოგონა უსინათლოა, მათ ერთმანეთი მაინც ძალიან უყვართ. ისინი გადაწყვეტენ ოპერაციას დათანხმდნენ და რისი წყალობითაც გოგონას თვალი აეხილება, მაგრამ აქედან დაიწყებამათი დიდი  უსიამოვნებები.
გემის კაპიტანი  ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე დაიწიროს თეთრი ვეშაპი, მობი დიკი - კაპიტანი შეპყრობილი ვეშაპის განადგურების იდეით.
მას ბავშვობიდან ცივსისხლიან მკვლელად ზრდიდნენ. აგენტი გოგონა იღებს უკეთესი ცხოვრების შანსს, როდესაც სამხრეთკორეული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 10 წლიან სამუშაოს , შემდეგ კი სრულ თავისუფლებას სთავაზობს.
ფილმი არის დაქვრივებულ ქალზე, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგია. ის ცხოვრობს ერთ მიყრუებულ სოფელში. საშინელი ქარბუქისას, მას მოუწევს გადაარჩინოს ბიჭის სიცოცხლე, რომელიც საფრთხეშია.
ფილმის მტავარი გმირი არის უფროსკლასელი, მას აქვს ოცნება ნახოს ოკეანე. დედამისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის შვილს კარგად ეცხოვრა, მაგრამ ისინი მაინც სიღარიბეში ცხოვრობენ. მდგომარეობას აუარესებს მისი მამინაცვალი, რომელიც მათ სიცოცხლის წართმევით ემუქრება.
მამაკაცი, თავის ქალიშვილთან ერთად, ბრუნდება თავის ძველ სახლში, რათა ცხოვრება თავიდან დაიწყოს. მამაკაცი იწყებს რეპორტიორად მუშაობას, მის მოვალეობაში შედის ადგილობრივ პორტში ხომალდების შემოსვლა-გასვლის დოკუმენტირება.
და-ძმა მოულოდნელა, ძველი მიტოვებული ეკლესიის სარდაფში საოცარ აღმოჩენას გააკეთებენ, სახლში მიდიან. მაგრამ ჩვეულებრივი სამანქანო მოგზაურობა მათთვის უბედურებად გადაიქცევა. თინეიჯერებზე რაღაც ამოუცნობი არაადამიანური ძალა ნადირობს
ულამაზესი გოგონა, ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია და ის საკუთარი თავის ძიებაში, ასევე სიყვარულის უძირო მორევშია ჩაძირული. არა იმდენად ფულის გამო, რამდენადაც სიამოვნების გამო, ის ხვდება არცთუახალგაზრდა სასტუმრო ოთახების კლიენტს. მისი მშობლები ვერც კი წარმოიდგენდენ რითია დაკავებული ის, თუმცა ერთხელ ერთ-ერთი მისი მუდმივი კლიენტი კვდება
მაშინ, როცა ის იყო კონტრაბანდისტი მოუკლეს ცოლ-შვილი, სწორედ ამიტომ ის გახდა მათ წინააღმდეგ მებრძოლი და მათი ბანდის მეთაურზე შურისძიება გადაწყვიტა. იმისათვის რომ ეს საქმე სუფთად გაკეთდეს, მათ ჭირდებათ FBI-ის აგენტის ხელმოწერა და ამიტომც სხვა საქმეს შეთხზავენ აგენტის დასარწმუნებლად.
ფილმი მოვითხრობს სამხედრო დამნაშავისა და მისი მოსამსახურის ურთიერთობის შესახებაა. მოსამსახურე ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც დამნაშვეს კავშირი აქვს.
ერთ-ერთი დავალებისას კლავენ მკვლელს, რომლის სინდისზეც ბევრი უდანაშაულო სიცოცხლეა. იგი იმ ქვეყნიდან 24 საათით ბრუნდება, რათა შეძლოს მისი სულის გადარჩენა.
შვებულების დროს ალპებში ყოფნისას ოჯახი ზვავის შემსწრე გახდა. ამ მოვლენამ მათზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შეცვალა ბევრი რამ მათ ცხოვრებაში.
კაცი, რომელსაც ძაან მოსწონს ერთი ქალი, ყოველ დღე ექვსი თვის განმავლობაში ის ელოდებოდა ანნას კაფეში ხუთიდან შვიდამდე. მაგრამ მოვიდა სხვა ქალი და მათი რანდევუ კაფეში დაიწყო.
ერთ-ერთი ცნობილი ბანკირის ახალგაზრდა ცოლი პარიზში გაუჩინარდება. იმავე დღეს გამტაცებელი რეკავს და გამოსასყიდს ითხოვს, მაგრამ გამოსასყიდის გადახდის მაგივრად ბანკირი პოლიციაში მიდის. რაც მეტს იძიებს პოლიცია ამ საქმეს, უფრო მეტად ხდება ჩახლართული იგი.
ფილმი მოგვითხრობს, 1945 წელის პოლონეთზე. მატილდა არის ახალგაზრდა ფრანგი წითელი ჯვრის ექიმი და ის ეხმარება ომში გადარჩენილებს. მატილდა შეხვდება ორსულ მონაზვნებს, რომლებიც იმალებიან. მათი ერთდერთი იმედი მატილდა გახდება.
ციყვების თავგადასავალი ისევ გრძელდება, ამჯერად მათ და პარკის მცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ. ქალაქის მერი გადაწყვეტს გაანადგუროს მწვანე საფარი პარკში და მის ადგილას ატრაქციონები გააკეთოს. ციყვები დასახმარებლად თაგვებს მიმართავენ და...
ეს გოგონა შეყვარებულია ბალეტზე და ცდილობს გახდეს საუკეთესო ბალერინა. ის ამისათვის მიემგზავრება მოსკოვში სადაც თავგადასავლები ელის.
შეყვარებული საცხოვრებლად კოტეჯში გადადიანი, მათ იქ მოუწევთ ბავშობის საშინელ მოჩვენებებთან ბრძოლა და მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს დაემსგავსება.
5 სტუდენტი, შეშფოთებულია ცხოვრებაში უბედური შემთხვევების გამო, ამიტომაც ისინი იწყებენ გამოკვლევას სიკვდილის ფენომენზე. ეს ექსპერიმენტი მათთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი აღმოჩნდება.
asvl