asvl

დიდი ბანჯგვლიანი და თანაც თეთრი არსებები, მთის მწვერვალზე ცხოვრობენ. მათ გარშემო სულ თოვლია და ისინიც შესაბამისად თოვლის მონსტრებს გვანან.
სუპეროჯახის თავგადასავალი გრძელდება, ამჯერად უკვე ოჯახის პატარა წევრს საოცარი შესაძლებლობები აღმოაჩნდება. მეორე ნაწილი საკმაოდ სახალისო და მრავალფეროვანიც გამოდგა.
მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამიტომაც ახალ სახლში საცხოვრებლად გადავიდნენ, მაგრამ ერთ დღესაც მოხდება ის რაც არ უნდა მომხდარიყო და სწორედ ამ დღიდან დაიწყება მათი დიდი პრობლემები.
პატარა ბიჭუნა საცხოვრებლად ბიძასთან გადადის, იქ კი ნამდვილი საოცრებები დახვდება და ჯადოქრობები რომელსაც მისი ბიძა აკეთებს, მასზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ამ ადამიანიმა, 40 წლის წინ ჰელოუინის დღესასწაულზე რამოდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. 40 წლის შემდეგ კი მან გაქცევა მოახერხა და ახლა მისი მთავარი მიზაინი საკუთარი დის მოკვლაა.
კჰანი არის წარმოშობით ინდოელი და სარწმუნოებით მუსულმანი. ის საშინელი სინდრომით იტანჯება მაგრამ მას ჰყავს საცოლე რომელიც ძალიან უყვარს. ყველაფერი კი 2001 წელს 11 სექტემბერს შეიცვლება.
კოსმოსში მკვლევარების ჯგუფია წასული, რომლებიც სხვა პლანეტაზე უცნაურ ცოცხალ არსებას აღმოაჩენენ. ეს არსება სინამდვილეში საშიშია კაცობრიობისთვის, ის ადამიანის სხეულს დაიკავებს და ნამდვილ მონსტრად გადაიქცევა. აფეთქებული მკვლევარების ხომალდი დედამიწაზე ჩამოვარდება და სწორედ იქიდან დაიწყება ნამდვილი საშინელება.
ძალიან ლამაზი გოგონა პატარა ასაკში დაკარგავს მხედველობას და სმენას. მას მოხოლოდ შეუძლია შეიგრძნოს და თავის პატარა სამყაროშია ჩაკეტილი
გამოცდილი და ძლიერი თურქი სპეცრაზმელების გუნდი ერაყში ძალიან ოპოზიციონერი ჟურნალისტის გადასარჩენად  მიდის, რომელიც ასევე არმიის კრიტიკითაა ცნობილი, მაგრამ მთავარი მისი სიცოცხლეა.
მწერალი, რომელსაც წიგნი არ გამოუქვეყნეს ბრუნდება საკუთარ ქალაქში, სადაც ის ცდილობს იპოვოს ადამიანი რომელიც მას ამ წიგნის გამოქვეყენებაში დაეხმარება, მაგრამ მას მამამისის ცოდვებზე მოუწევს პასუხისგება.
თურქი გოგონა, გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ძალიან ტრადიციულია, მაგრამ გოგონას თავისუფლება და გართობა უყვარს, მაგრამ თავისი ოჯახიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გართობას და ოჯახისთვის თვალის ასახვევად თანამემამულეს გაჰყვება ცოლად.
ისინი ბავშვობიდან ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ გარემოებების გამო ერთმანეთი დაკარგეს და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. სწორედ აქედან დაიწყო მათი ახალი თავგადასავალი და ძველი სიყვარულის გაგრძელდება.
ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული. ის მოგვითხრობს 15 ივლისის ღამეზე, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
ეს არის ფილმი ისტორიული მოვლენის შესახებ, სულტანი მეჰმედ მეორის მიერ კონსტანტინო პოლის დაბყრობის ისტორიაზე
ორი მარტოხელა ადამიანის ისტორია, რომლებიც ერთმანეთის ნატესავები არიან და ერთად მოუწევთ ცივ ზამტარში სტამბულის ქუჩებში ხეტიალი.
კოსმოსი ეს არის ადამიანი, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ის მოხვდება სოფელში, სადაც ბიჭს გადაარჩენს და სწორედ აქედან დაიწყება მისი საინტერესო ისტორია.
მუსტაფა ალი 45 წლისაა და ის არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა თანამედროვე ცხოვრებაზე და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა. მისი ცხოვრების რიტმს კი ბიზნესმენი დაარღვევს, რომელსაც ის შეხვდება.
ფილოსოფოსი ფერმერის საინტერესო თავგადასავალი ამჯერად სტამბოლში გრძელდება, მას შემდეგ რაც ის ქალაქში ჩადის ბევრი ხიფათი შეხვდება.
ისტორია მოგვითხრობს ტაქსისტზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ტაქსაობს და 60 წლის ასაკში გადაწყვეტს რომ ისწავლოს ინგლისური. ამაში კი მას უმეტესად მისი მგზავრების დახმარება სჭირდება.
ოჯახი, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ერთ დღესაც ძალიან გაუმართლებს და ყველაფერი ისე განვითარდება რომ მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.
ძალიან მშრომელ და მზრუნველ ცოლ-ქმარს, საკუთარ ფერმაში მოსაწყენი ცხოვრება აქვთ, მანამ სანამ მათთან დასახმარებლად რიზა და თავის ცოლი არ ჩავლენ.
სებაჰათი და მელაჰათი საუკეთესო დაქალები არიან და სოფელში ცხოვრობენ. ერთ დღესაც მათი ქმრები სტამბოლში სამუშაოდ წავლენ, ქალები კი აღმოაჩენენ რომ ქმრები იქ ღალატობენ.
ამბავი ერთ პროვინციულ ქალაქში ცხოვრებაზე, სადაც რაღაც სიახლეს ელოდები მაგრამ ყველაფერი ისეთვივეა როგორიც უკან მოხედვისას.
მსოფლიოში ომია და ეს გაუჩერებლად გრძელდება, ამერიკელი სამხედროები საომრად მიდიან, რა დროსაც მათ ვერტმფრენს ტყვია ხვდება და საფრანგეთის ტერიტორიაზე ვარდება, სწორედ აქ იწყება ოპერაცია ოვერლორდი.
ეს არის სახლი სადაც დედა, მამა და სამი შვილი ცხოვრობს. სახლი ძალიან მაღალი ღობით არის გარშემორტყმული, რომლის გარეთაც ბავშვები არასოდეს გასულან.
ამ ადგილას რაღაც ამოუცნობი ცხოვრობს და გარშემომყოფთ შიშის ზარს სცემს. ერთ დღესაც ერთი გოგონა გაუჩინარდება და ადამიანები მის ძებნას დაიწყებენ.
ექსტრემალი შემთხვევით იპოვის რკინის ძაღლს, რომელსაც ინტელექტი გააჩნია და ბევრი რამის გარჩევა შეუძლია, მაგრამ მისი შემქმნელი თვლის რომ ის საფრთხეს შეიცავს ადამიანებისთვის და ამიტომაც მთავრობა მის დაჭერას და განადგურებას გადაწყვეტს.
პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება გადაწყვეტს რომ ებრძოლონ რასიზმს და ამიტომ თანამშრომლად აჰყავთ ფერადკანიანი მამაკაცი, რომელიც ნარკოდილერების პოვნით და მათი დაჭერით ცდილობს ავტორიტეტის მოხვეჭას.
asvl