asvl

ამ ადგილზე წლების განმავლობაში იყო და არის შინაური ცხოველების სასაფლაო, მაგრამ აქ ყველაფერი საშიში ხდება. ვინც ამ ადგილზე მარხავს ცხოველებს, მისი ცხოველები ცოცხლდებიან, მაგრამ სულ სხვანაირები ბრუნდებიან სახლში.
ის საკმაოდ გამოცდილი და გამჭრიახე პოლიციელია, ამიტომაც მას გაგზავნიან მაიამიში რათა გამოიძიოს ახალი საქმე და თავისი გამჭრიახობით ებრძოლოს დანაშაულს. მაიამიში ჩასულ პოლიციელს კი საკმაოდ მხიარული არდადეგები გამოუვა.
ახალგაზრდა წყვილისთვის წინასაქორწილო კვირა ძალზედ სახლაფორთო აღმოჩნდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მათი მამები ამ დროს ძალიან ცდილობენ ხანგრძლივ მტრობას მოუღონ ბოლო!
ჯეინი სულ რაღაც თვრამეტი წლისაა და ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მისდასაბედნიეროდ ამ კუნძულზე ჩამოდის როკ მომღერალი, რომელიც მას ძალიან უყვარს.
ძალიან მძიმე წარსულის მარტოხელა დედა საცხოვრებლად ვაჟთან ერთად გადადის გარეუბანში. მათი სიმშვიდე კი სოწრედ აქ ირღვევა და საშინელი პარანოია ემართება მას.
სამი თინეიჯერი სრულიად დაუფიქრებლად სექსუალურ ინტერნეტ-შემოტავაზებას თანხმდება, მაგრამ მათი ეს ფანტაზიები მთავრდება მაშინ როდესაც გონების დაკარგვის შემდეგ გამოფხიზლებულები ხვდებიან, რომ ვიღაც რელიგიური ფანატიკოსების ტყვეები არიან.
ახალი სუპერ გმირის დაბადება, ის კაპიტანი მარველია და ცდილობს გაერკვეს საიდან მოდის და ვინ იყო მანამდე სანამ ის კაპიტანი მარველი გახდებოდა.
ბიჭი თავის საოცნებო გოგოსთან სექსზე ოცნებობდა და ეს ოცნება აისრულა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამ გოგომ სიყვარულზე უარი განუცხადა და მხოლოდ მეგობრობაზე დასთანხმდა. ბიჭი კი ფიქრობს თუ რატომ მოიქცა გოგო ასე.
ეს ამბავი მოგვითხრობს მშობლებზე და შვილებზე, რას ფიქრობენ მშობლები საკუთარ შვილებზე, რომლებიც ინტერნეტმა სრულიად შეცვალა და შეიცვალა მათ შრორის ურთიერთობები.
37 წლის მამაკაცს რატომღაც თავისი თავი ისევ ახალგაზრდა ჰგონია და ლაღად ცხოვრობს. ის დაშორდება თავის საცოლეს და სრულიად მოულოდნელად 17 წლის გოგოს დაუმეგობრდება და მათ შორის სიყვარული გაჩნდება.
19 წლის გოგონა ძალიან უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, თავისი ოჯახით და მეგობარი ბიჭით. სწორედ ამიტომ ის დასასვენებლად გაემგზავრება ტაილანდში, სადაც ავიაკატასტროფაში მოხვდება.
დედა, ძალიან შეშფოთებულია თავისი ახალგაზრდა ვაჟის უცნაური საქციელით,ის  ფიქრობს რომ შესაძლოა მის შვილზე რაღაც ზებუნებრივი ახდენს გავლენას.
მოქმედება მომავალში ხდება, სადაც სამყარომ დიდი ევოლუცია განიცა და რობოტებმა შეძლეს სამყაროს დამორჩილება. სწორედ უსამართლობასთან ბრძოლის გამო ალიტა ერთხელ უკვე გაანადგურეს, მაგრამ პროფესორის დახმარებით მას მეორე სიცოცხლე დაუბრუნდა.
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ნარკოკურიერია და მთელი თავისი ცხოვრება ამას შესწირა. თავის ცხოვრების მანძილზე კი უამრავი შეცდომა დაუშვა, არ დააფასა ოჯახი და ახლობელი ადამიანები.
ლეგენდარული თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
სამივე ძმა ძალიან საშიში პიროვნება არის და ისინი საფრთხეს უქმნიან ყველას ვინც მათ სიახლოვეს გამოჩნდება, ისინი ნამდვილი კრიმინალები არიან.
მშობლებმა გადაწყვიტეს შვილები დააოჯახონ და ამისათვის საქორწილო სამზადისის დაჩქარებას ცდილობენ, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდება.
სკოლის მოსწავლე ბიჭუნა იპოვის დაწყევლილ ხმალს, რომლის აღების შემდეგაც გააღვიძებს დემონებს და ამით ის საფრთხეს შეუქმნის გარშემო მყოფებს. ამიტომაც მან ამ ხმლით უნდა გადაარჩინოს ყველა.
ამ ადგილას მხოლოდ დრაკონები ცხოვრობენ და მხოლოდ მშვიდობიანმა მოსახლეობამ იცის მათი ადგილსამყოფელი, მაგრამ ერთ დღეს გამოჩნდებიან ბოროტი ადამიანები რომლებიც გადაწყვეტენ დრაკონების დაჭერას და წაყვანას.
გოგონა ძალიან კარგი მოსწავლეა და ძალიან სურს რომ მოხვდეს ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში, ამისათვის კი ყველაფერს აკეთებს.
მამაკაცს უნდა რომ საკუთარი სამყარო აჩვენოს თავის შეყვარებულა და ამიტომაც ისინი მიდიან სამოგზაუროდ, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდება.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
სკოლის მოსწავლეებისგან გარიყული გოგონა ძალიან მარტოსულია და სწუხს იმაზე რომ მასთან არავის უნდა მაგობრობა, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევითობის წყალობით ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.
ეს ისეთი პერიოდია, როცა ველური დასავლეთის დასასრული ახლოსაა. ოთხი მეგობარი მოხვდება პატარა ქალაქში, სადაც მოუწევთ საკუთარი ღირსების და თავების დაცვა.
ქმრისგან დაღლილი ცოლი გადაწყვეტს ძველი მეგობრის დახმარებეით ქმარის სიკვდილი გაითამაშოს და ამიტომაც ის ძველ მეგობართან ჩავა თავის ქმართან ერთად, სადანც ის ქმრის მკვლელობას ცდილობს.
გოგონა დილით იღვიძებს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ კვდება, ხოლო სიკვდილის მომენტიში ის ახლიდან იღვიძებს და ყველაფერი ახლიდან იწყება, ამიტომაც ის იწყებს ბრძოლოს გადაურჩეს სიკვდილს.
ლეგო სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ლეგო ადამიანები ყველანი მოწყენილები და დასტრესილები არიან, მხოლოდ ერთია ისეთი რომელსაც პოზიტივი არ დაუკარგავს და ცდილობს სხვა ლეგოებიც კარგ განწყობაზე დააყენოს.
ამ გოგონას ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ უყვარს, ესენია მისი შეყვარებული და ჭამა. სამწუხაროდ გოგონას წონაში მომატების გამო მისი შეყვარებული მიატოვებს, მაგრამ გოგონა არ აპირებს სიყვარულის ასე დათმობას.
asvl