მას ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს მას მოუკლეს შვილი და მეუღლე. მან სამართალი ვერ იპოვა და დმნაშავეების დასჯა თავად გადაწყვიტა.
ორი მეგობარი წყვილი, ქირაობს სახლს ოკეანის სანაპიროზე. მათ ეს იდეალური ეგონათ, მაგრამ მალე აღმოაჩენენ რომ აქ ნამდვილი საშინელება ხდება და ღამე კოშმარად ექცევათ.
პენსიაზე გასული შერიფის და მისი უსაყვარლესი ცოლის ცხოვრება მას შემდეგ იქცევა გლოვად, რაც მათი შვილი დაიღუპება, ხოლო ამის შემდეგ მათ მოუწევთ საკუთარი შვილიშვილის ძებნა.
9 მთარგმნელს დაიქირავებენ და ისეთ ბუნკერში გამოკეტავენ, საიდანაც მათ გასვლის შანსი არ აქვთ. მათგან კი ერთ-ერთი ქურდი გასაიდუმლოებული ფურცლების, მაგრამ რომელი?
დედა, რომელსაც უკურნებელი სენი აქვს და  დღედღეზე სიკვდილს ელოდება, გადაწყვეტს რომ ოჯახის წევრები უკანასკნელად შეკრიბოს ერთად.
ხანდახან ერთმა ადამიანმა ბევრად მეტი იცის ბუნების შესახებ, ვიდრე სხვებმა. ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული ფილმი.
უკვე 5 წელია რაც 6 მეგობარი ერთმანეთს არ შეხვედრიან, ხოლო შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ რომ მოაწყონ თამაშები რომლის გამარჯვებულიც დიდ ფულს მოიგებს.
სამი თაობის აპალაჩის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს სამართლის სასწავლებლიდან წამოსვლა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს.
სპეცრაზმელი როგორც იქნა პენსიაზე გადის, მაგრამ ის დროის მარყუჟში იჭედება და იძულებულია მხოლოდ საკუთარი სიკვდილის დღეს იცხოვროს.
ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლების საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებიან. ამ ყველაფერს კი ადამიანთა დასაცავად და მათი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
ოთხი ძალიან მამაცი და შეუპოვარი მამაკაცი მიემგზავრება ველურ დასავლეთში, რათა მოსახლეობა კანიბალებისგან იხსნას.
ძალიან უპასუხისმგებლო და გართობის მოყვარულ მამაკაცს, მოულოდნელად სახლის კარებთან ჩვილი ხვდება, რომელსაც წერილი ახლავს და წერია რომ ბავშვი მისი შვილია.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცნობილი ქურდი და თაღლითი იყოს, მოუწევს გაიქცეს და სადმე შეაფაროს თავი. ის პოულობს ერთ პროვინციულ ქალაქს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ატყუებს რომ ექიმია.
ახალგაზრდები, რომლებიც სანაპიროზე ერთობიან და ირუჯებიან, წასვლის დღეს აღმოაჩენენ რომ წასვლა არ შეუძლიათ. წასასვლელად კი ერთი რამ უნდა გააკეთონ...
მამაკაცი, რომელიც ძალიან არაპროგნოზირებადი და უცნაური ხასიათისაა ბევრ პრობლემაში აღმოჩნდება.
ორ დედმამიშვილს შეატყობინებენ რომ მამა გარდაეცვალათ და სოფელში მის დაკრძალვას უნდა დაესწრნონ. იქ კი მათ ძალიან მძიმე ამბავი ელოდებათ.
ახალგაზრდა ბიჭები შექმნიან კომპანიას, სადაც ხალხი ინვესტიციას გააკეთებს და ამის საშუალებით ბიჭები მილიარდელები ხდებიან. მალე ისინი ყველაფერს დაკარგავენ და გადაწვეყენ ფული ძარცვით დაიბრუნონ.
უკვე ზრდასრული ცოლ-ქამარი დაუმეგობრდებიან ახალგაზრდა წყვილს და მალევე მიხვდებიან რომ მათი ცხოვრება საკმაოდ შენელდა. ეს მათთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
დედამიწისკენ დიდი კომეტა მოემართება, რაც დედამიწას განადგურებით ემუქრება. ამის გამო კი ოჯახი ცდილობს გაიქცეს და გადაურჩე როგორმე.
კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა იძულებულია ვალების გამო სკოლა მიატოვოს და კრიმინალურ ადამიანებთან გაერიოს, ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდება.
ძალიან მძიმე მეორე მსოფლი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკელი ქალი, რომელიც ცდილობს ახალი ცოვრება დაიწყოს თავის ქმართან ერთად მეზობელს გაიტაებს და ამით ფირქობს რომ შური იძიოს.
ახალგაზრდა ომიდან სახლისკენ ბრუნდება, სრულიად შემთხვევით კი მატარებელში გაიცნობს ლამაზ გოგონას, რომელიც ცოლიანი კაცისგან შვილს ელოდება.
ისტორია ცნობილი მწერლის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლთან და შვილებთან.
ახალდაქორწინებული წყვილი გადაწყვეტს რომ საქორწინო მოგზაურობაში წავიდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა არაა, მათ არ აქვთ ფული.
გოგონა, რომელსაც უკურნებელი სენი სჭირს, გადაწყვეტს რომ სამყარო რაც შეიძლება მეტად შეიგრძნოს და სიცოცხლის ბოლო დღეებით დატკბეს.
მეგობრები გადაწყვეტენ ზუმი ჩართონ და დაიქირაონ მედიუმი, მაგრამ ეს გართობა მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ისინი მიიღებენ უფრო მეტს ვიდრე ელოდებოდნენ.
მეგობრები გადაწყვეტენ ერთად ისადილონ და ამავდროულად გაუზიარონ ერთმანეთს ყველა ის შემოსული შეტყობინება თუ ზარი, რომელსაც ტელეფონში მიიღებენ.
სკოლის უფროსკლასელები გადაწყვეტენ რომ შექმნან ჯადოქრების ჯგუფი და ისინი მათთვის უცხობი ძალების დაუფლებით დაკავდნენ.