asvl

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება და იძულებული გახდება დაემორჩილოს ტერორისტების ბრძანებებს.
მეგობარს დეპრესია აქვს, ამიტომაც მეორე მეგობარი გადაწყვეტს ის წაიყვანოს კრუიზში. იქ წასულები კი მოულოდნელი და ამავდროულად საშინელი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.
ეს არის ისტორია 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ, რომელსაც ყელში ამოუვიდა, რომ მისი პატარა ქალაქის სკოლაში ბიჭებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ.
დედამიწაზე, კოსმოსიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომელშიც უცხოპლანეტელები არიან და დედამიწას საფრთხეში აგდებენ, ამიტომაც ამერიკის თავდაცვა ამ არსებებზე ნადირობას დაიწყებს.
ახალბედა პოლიციელი პოლიციელი ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს და ავტორიტეტი მოიპოვოს. ის მოწმე გახდება მკვლელობის, რომელიც მის საქმეში დიდ როლს ითამაშებს.
სუპერ გმირები ერთიანდებიან ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ბევრ ადამიანს საფრთხეს უქმნის და მას დასასრული არ უჩანს.
ერთ მიტოვებულ მონასტერში უცნაური მოჩვენება ბინადრობს, ეს მოჩვენება არის მონაზონი რომელიც ადრე ამავე მონასტერში მსახურობდა.
ნიუ-იორკელი ყოფილი პოლიციელი, გადაწყვეტს რომ როგორმე თავის ძველი სამსახური დაივიწყოს და ამისათვის მუშაობას დაცვაში იწყებს.
იმედგაცრუებული ბავშვი ძალიან გაბრაზებულია თოვლის პაპაზე, ამიტომაც ის დაქირავებულ მკვლელს გზავნის, რათა იმედგაცრუების გამო შური იძიოს.
ნიუ-იორკის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიციელი, ფედერალური ბიუროს აგენტთან ერთად მძარცველებთან 10 საათიან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათ მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლები გაანთავისუფლონ.
ძალიან საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, თავისი და და ყოფილი შეყვარებული.
ცხოვრებისეული პრობლემებისგად დაღლილი მამაკაცი სრულიად შემთხვევით გაიცნობს ადამიანს, რომელიც მას მკვლელობის ჩასადენად წაიყვანს. ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან რთულად დამთავრდება.
ქვეყანას დიდი შტორმი უახლოვდება და მთლიან იმფრასტრუქტურას საფრთხე ემუქრება. ქვეყნიდან ხალხი გარბის, მაგრამ მძარცველები მზად არიან შტორმს შეებრძოლონ და დიდი რისკის ფასად, ფულის საცავი გაძარცვონ.
ახალგაზრდა დედას დახმარება სჭირდება და რაც მთავარია რჩევა-დარიგება, ამიტომაც ის თავის ქარიზმატულ მამას მიმართავს.
მოანა ერთ პატარა კუნძულზე მშობლებთან ერთად და სხვა ხალხთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც მათ ტომს საფრთხე შეექმნება და კუნძულიდან გაქცევა მოუწევს. მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდება კაცი, რომელიც მოანას დაეხმარება და ბოროტი ძალების დამარცხებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ბრძოლების დროს მოანა აღმოაჩენს რომ მას წყლის მართვის შესაძლებლობა აქვს.
ბორატი ძალიან წარმატებული და ცნობილი ჟურნალისტია ყაზახეთში, ერთ დღესაც ის გადაწყვეტს რომ წავიდეს ამერიკაში და რეპორტაჟი მოამზადოს.
ერთი ჩვეულებრივი მზარეული გოგონა და პრინცესა ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდებიან და აღმოაჩენენ რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. ამის გამო პრინცესა გადაწყვეტს გოგონას ცოტახნით ადგილი გაუცვალოს.
ახალგაზრდა ბიჭი ჰელოუინის ღამეს გასართობ პარკში ნამდვილ სასაკლაოს მოაწყობს და იქ მყოფებს ღამეს კოშმარად უქცევს.
კომპანია, რომელმაც აღმოაჩინა კანაფის ახალი ჯიში, რომელიც სამედიცინო კანაფად მიიჩნიეს და მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ისინი თავიაანთ თანამშრომელს გააგზავნიან მექსიკაში, სადაც ის ძალიან ბევრ ხიფათს წააწყდება და გაიტაცებენ კიდეც.
ნარუტოს და მისი მეგობრები იძულებულები ხდებიან შეებრძოლონ ბოროტებას და დაიცვან ადამიანები მოსალოდნელი საფრთხისგან.
ამერიკის, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, საკმაოდ ბევრი აგენტები ჰყავთ. ყველასთვის გასაოცრად საკმაოდ პროფესიონალი ლამაზი გარეგნობის ქალებიც. ფილმის მთავარ როლსია ულამაზესი გოგონა, რომელიც გარეგნული მშვენიერების გარდა, არაჩვეულებრივად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და საკმაოდ ჭკვიანიცაა. ის იღებს დავალებას გამოიძიოს ერთ-ერთი საკმაოდ ჩახლართული საქმე. იგი უნდა მოხვდეს კოლეჯის გოგონათა ჯგუფში, რომლებიც არსებული ინფორმაციით საიდუმლო საქმეებით არიან დაკავებული.
საზღვარზე იპოვიან გვამს, სწორედ ამიტომა ორივე მხრიდან პოლიციელს გააგზავნიან, რომლებმაც ეს საქმე უნდა გამოიძიონ. ორივე მათგანი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და...
ეს ფილმი მოგივთხრობს ისტორიაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში მოხდა 1969 წელს. მეგობრები ქალაქგარე სახლში გადაწყვეტენ გართობას, მათი სახლი კი მკვლელების კვარტეტის გარემოცვაში აღმოჩნდება.
ყოვილი ძალიან საშიში განგსტერი იძულებულია გარდაიქმნას ბიზნესმენად, რათა დაუპირისპირდეს ბინძურ პოლიციელს. ეს ყველაფერი კი შვილის გადასარჩენად სჭირდება.
ქალაქგარე სახლში ძიძა ცდილობს დაიცვას 12 წლის ბიჭი მძარცველებისაგან, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ ეს უბრალო ძარცვა არაა
წარმატებული ბანკირის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმისას ახალგაზრდა ბიჭს, მაგრამ მას არც კი უფიქრია თუ რამხელა უსიამოვნებაში აღმოჩნდებოდა.
სიტუაცია 1989 წელს ვითარდება, ეს არის ამბავი კანადელი მწერლზე, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ეჭვმიტანილის დაკავებას იძიებს ტაილანდში.
ვიდეო თამაში, რომელსაც თითქმის მთელს მსოფლიოში თამაშობენ, მოულოდნელად ერთი პერსონაჟი თამაშის საწინააღმდეგო მოქმედებებს დაიწყებს და ეს თამაშის შემქმნელებისათვის დიდ პრობლემად იქცევა.
asvl