asvl

ფილმში მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში ვითარდება და დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელი გადარაჩენილი ადამიანის - მომაკვდავი ნიჭიერი მეცნიერის და გამომგონებელის სახელად ფინჩის შესახებ მოგვითხრობს.
სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისი კონი და მისი საუკეთესო მეგობრი მეოცნებე ვიდეობლოგერ ჯოჯო თავიანთ ჰობს მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
ინსულტის გადატანის შემდეგ, ჯუდიტი გადადის ისტორიულ მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ის ეჭვობს რომ რაღაც ზებუნებრივი მტაცებელი ძალადობს ადგილობრივებზე.
მეცხვარე ძაღლის სახელად პალმის წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც პატრონმა უნებლიედ დატოვა აეროპორტში... ის დაუმეგობრდება ცხრა წლის ნიკოლასს, რომელსაც დედა გარდაეცვალა და იძულებულია პილოტ მამასთან ერთად იცხოვროს, რომელსაც თითქმის არ იცნობს.
ამბავი უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიებელ ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდება, როდესაც ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში მოხვდება.
ტედი მურეტო ძალიან ცბიერი თაღლითია, რომელიც სასოწარკვეთილ გეგმას შეიმუშავებს რათა საშიშ პროფესიონალ მკვლელს ბობ რიდიკს როგორმე დაემალოს: ის ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერს ვალერი იანგს დაარტყავს, რომ მან იგი დააპატიმროს და პატარა ქალაქის პოლიციის განყოფილების საკანში ჩასვას, მაგრამ ტედის ციხეც კი  დიდხანს ვერ დაიცავს.
მაქსი ყველას არწმუნებს რომ ის გმირია სხვა განზომილებიდან, რომელიც დროისა და სივრცის მარყუჟის გამოყენებით დედამიწაზე აღმოჩნდა და ძალები დაკარგა. მაგრამ მისი ისტორიის არავის სჯერა.
სამხრეთ სუდანის ომიდან გამოქცეული წყვილი ინგლისში თავშესაფარს მიიღებენ და ცდილობენ ახალი ცხოვრება დაიწყოს თავის შვილებთან ერთად.
და დადგა ჰელოუინის ღამე, რომელიც ერთი ოჯახისთვის განსაკუთრებულად მძიმე და სისასტიკით მოცული გახდება. ოჯახის მოუწევს მანიაკს როგორმე გადაურჩნენ.
მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება და იძულებული გახდება დაემორჩილოს ტერორისტების ბრძანებებს.
მეგობარს დეპრესია აქვს, ამიტომაც მეორე მეგობარი გადაწყვეტს ის წაიყვანოს კრუიზში. იქ წასულები კი მოულოდნელი და ამავდროულად საშინელი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.
ეს არის ისტორია 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ, რომელსაც ყელში ამოუვიდა, რომ მისი პატარა ქალაქის სკოლაში ბიჭებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ.
დედამიწაზე, კოსმოსიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომელშიც უცხოპლანეტელები არიან და დედამიწას საფრთხეში აგდებენ, ამიტომაც ამერიკის თავდაცვა ამ არსებებზე ნადირობას დაიწყებს.
ახალბედა პოლიციელი პოლიციელი ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს და ავტორიტეტი მოიპოვოს. ის მოწმე გახდება მკვლელობის, რომელიც მის საქმეში დიდ როლს ითამაშებს.
სუპერ გმირები ერთიანდებიან ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ბევრ ადამიანს საფრთხეს უქმნის და მას დასასრული არ უჩანს.
ერთ მიტოვებულ მონასტერში უცნაური მოჩვენება ბინადრობს, ეს მოჩვენება არის მონაზონი რომელიც ადრე ამავე მონასტერში მსახურობდა.
ნიუ-იორკელი ყოფილი პოლიციელი, გადაწყვეტს რომ როგორმე თავის ძველი სამსახური დაივიწყოს და ამისათვის მუშაობას დაცვაში იწყებს.
იმედგაცრუებული ბავშვი ძალიან გაბრაზებულია თოვლის პაპაზე, ამიტომაც ის დაქირავებულ მკვლელს გზავნის, რათა იმედგაცრუების გამო შური იძიოს.
ნიუ-იორკის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიციელი, ფედერალური ბიუროს აგენტთან ერთად მძარცველებთან 10 საათიან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათ მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლები გაანთავისუფლონ.
ძალიან საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, თავისი და და ყოფილი შეყვარებული.
ცხოვრებისეული პრობლემებისგად დაღლილი მამაკაცი სრულიად შემთხვევით გაიცნობს ადამიანს, რომელიც მას მკვლელობის ჩასადენად წაიყვანს. ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან რთულად დამთავრდება.
ქვეყანას დიდი შტორმი უახლოვდება და მთლიან იმფრასტრუქტურას საფრთხე ემუქრება. ქვეყნიდან ხალხი გარბის, მაგრამ მძარცველები მზად არიან შტორმს შეებრძოლონ და დიდი რისკის ფასად, ფულის საცავი გაძარცვონ.
ახალგაზრდა დედას დახმარება სჭირდება და რაც მთავარია რჩევა-დარიგება, ამიტომაც ის თავის ქარიზმატულ მამას მიმართავს.
მოანა ერთ პატარა კუნძულზე მშობლებთან ერთად და სხვა ხალხთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც მათ ტომს საფრთხე შეექმნება და კუნძულიდან გაქცევა მოუწევს. მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდება კაცი, რომელიც მოანას დაეხმარება და ბოროტი ძალების დამარცხებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ბრძოლების დროს მოანა აღმოაჩენს რომ მას წყლის მართვის შესაძლებლობა აქვს.
ბორატი ძალიან წარმატებული და ცნობილი ჟურნალისტია ყაზახეთში, ერთ დღესაც ის გადაწყვეტს რომ წავიდეს ამერიკაში და რეპორტაჟი მოამზადოს.
ერთი ჩვეულებრივი მზარეული გოგონა და პრინცესა ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდებიან და აღმოაჩენენ რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. ამის გამო პრინცესა გადაწყვეტს გოგონას ცოტახნით ადგილი გაუცვალოს.
ახალგაზრდა ბიჭი ჰელოუინის ღამეს გასართობ პარკში ნამდვილ სასაკლაოს მოაწყობს და იქ მყოფებს ღამეს კოშმარად უქცევს.
კომპანია, რომელმაც აღმოაჩინა კანაფის ახალი ჯიში, რომელიც სამედიცინო კანაფად მიიჩნიეს და მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ისინი თავიაანთ თანამშრომელს გააგზავნიან მექსიკაში, სადაც ის ძალიან ბევრ ხიფათს წააწყდება და გაიტაცებენ კიდეც.
asvl