კარენი მარტოხელა დედაა, რომელიც თავის ვაჟს, ენდის, დაბადების დღისათვის "მეგობარ" თოჯინას აჩუქებს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს მის მავნე ბუნებზე. ფილმი 1988 წელს გადაღებული კლასიკური საშინელებათა ფილმის თანამედროვე ვარიანტია.
მათთვის არ არსებობს შეუძლებელი ქურდობა, მათ ნებისმიერი ბანლკის გაძარცვა შეუძლიათ. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ისინი გადაწყვეტენ ყველაზე დიდი ბანკი გაძარცვონ.
ტაქსისტი გამოძახებაზე მივა, იქ კი დახვდება კაცი რომელიც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელია. ტაქსისტი იძულებულია დაემორჩილოს პოლიციელს და მიეხმაროს საიდუმლო გამოძიებაში, რომელიც მიზნად დამნაშავეების დაკავებას ისახავს.
ზღარბი სონიკი შემთხვევით თავის პლანეტიდან დედამიწაზე ხვდება. აქ კი მას ძალიან ცუდი ადამიანები შეხვდებიან, რომლებსაც მისი და მისი დედამიწელი მეგობრის დაჭერა სურთ.
მეგობრების ისტორია, რომლებიც თვლიან რომ იოლი მოგება ნახეს: ცარიელი სახლი ფულით სავსე სეიფით. როდესაც სახლის მფლობელი მოხუცი წყვილი ნაადრევად ბრუნდება შინ, ვითარება იცვლება და იწყება მომაკვდინებელი თამაში, რომელსაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ.
ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის "უმართავი" ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს.
ამ საოცრად სექსუალურ და უცნაურ მოგზაურობაში ნიუ იორკის გალერეის მფლობელი ბრუკი და მისი მეუღლე ოუენი განსაკუთრებული ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოყვება.
საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონა, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ "მაღალი გოგო" - ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ
კოლეჯის სტუდენტი გოგონა, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო მოგზაურობს, მოულოდნელად თოვლის ქარიშხალში მოხვდება და ახლა იძულებულია თავშესაფარი ეძებოს გზის იზოლირებულ მონაკვეთზე უცხო ადამიანების ჯგუფთან ერთად.
მოვლენები საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისთვის პარიზში მსოფლიო გამოფენის მომზადების დროს ვითრდება, რომელიც 1889 წელს უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის ხელისუფლება არქიტექტურულ კონკურს გამოაცხადებს, რომელშიც გუსტავ ეიფელის საინჟინრო ბიურო გაიმარჯვებს, რამაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტორის ცხოვრება
მოქმედება ორიგინალი ფილმის შოკისმომგვრელი მოვლენებიდან 47 წლის შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ ტყავის სახე არავის უნახავს და მის შესახებ არაფერი სმენილა. რუთი, სან-ფრანცისკოში მცხოვრები 25 წლის ბიზნესმენი ქალია, რომელიც მის მეგობრებთან მელოდისთან და დანტესთან ერთად სან-ფრანცისკოდან ტეხასის შტატის
მოვლენები სიეტლში COVID-19-ის პანდემიის დროს ვითარდება და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მომუშავე, აგორაფობიით დაავადებული ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს.
ფილმის მთავარი გმირი, წავა ციმბირში რათა მოიპოვოს ბრილიანტი და შემდეგ ის მაღალ ფასში გაყიდოს, სამწუხაროდ ის მხოლოდ ტყუილ ქვას მოიპოვებს და ამის გამო ნამდვილ შარში ამოყოფს თავს.
ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედა ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავადა მის შვილებთან მარტო დარჩება.
მაქსი და ეივერი აპლიკაციის გამოყენებით შეხვდებიან პირველ პაემანზე. ისინი ერთ მოჩვენებებით სავსე სახლში აღმოჩნდებიან და გააცნობიერებენ, რომ შესაძლოა ტრავმამ, რომელსაც ორივენი განიცდიან, ან გადაარჩინოს ისინი ან მათთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცეს.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება.