asvl

ახალგაზრდა ფლეიბოი, მოულოდნელად გაიგებს რომ მას დარჩა ერთი თვე სანამ უნაყოფო გახდება. ამიტომაც ის გადაწყვეტს რაც შეიძლება სწრაფად ჩასახოს ბავშვი.
ახალგაზრდა მწერალი, რომელიც შემოქმედებით კრიზისს ებრძვის, შეხვდება ერთ ძალიან იდუმალ ქალს, რომელიც მის ცხოვრებაში სწორ დროს შემოვა.
ამერიკული კოლეჯის, ბრიტანელი სტუდენტი გოგონას ამერიკელი ბიჭი შეუყვარდება, მაგრამ მალევე ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, რადგან მის ვიზას ვადა გასდის.
გოგონა, რომელიც თავის თანაკლასელს სასიყვარულო წერილების დაწერაში ეხმარება, მოულოდნელად გაუთვალისწინებელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება.
1990-იანი წლების საკულტო ამერიკული სატელევიზიო სერიალის
დიდი ხნის მეგობრები და ამავდროულად ადგილობრივი რადიოს წამყვანები, მეგი და ჯეკი ოჯახის წევრებს და მსმენელებს ატყუებენ, ვითომ ერთად არიან, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სრულიად სხვანაირადაა.
წყვილი რატომღაც ვერ თანხმდება ქორწილის დეტალებზე, ამიტომაც საქმროს დედა გადაწყვეტს დაიქირაოს ამ საქმის სპეციალისტი და მისი წყალობით შვილს იდეალური ქორწილი გადაუხადოს.
მდიდარ ოჯახში, კოლეჯის სტუდენტი ძიძად იწყებს მუშაობს, სადაც მოულოდბელად აღმოაჩენს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებენ და კამერაზე იღებენ.
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ, ლონდონელმა აირისმა და ლოს-ანჯელესელმა ამანდამმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ.
უნივერსიტეტში სწავლისთვის ფულის შესაგროვებლად, უფროსკლასელი გადაწყვეტს რომ
ვალერია მასწავლებელია, რომელიც ძალიან იმედგაცრუებულია სიყვარულისგან და ეს მისთვის ძალიან რთულია, ის მალე გაიცნობა მამაკაცს, რომელსაც თავის მიზნების მისაღწევად გამოიყენებს.
ახალგაზრდა წყვილი უქმეების გასატარებლად გადაწყვეტს რომ ნიუ იორკში წავიდეს, იქ კი მათ უამინდობა, მრავალი თავგადასავალი, უამრავი უსიამოვნება და უბედურებები ელოდებათ.
არც ისე ცნობილი იტალიელი რეჟისორი ჩამოდის რუსეთში, იმისათვის რომ გადაიღოს ფილმი ცეკვაზე, სწორედ აქ კი მას ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონა შეუყვარდება.
ვუ ჯინი ეს არის მამაკაცი, რომელიც პატარა ვაჟიშვილთან ერთად არც ისე ცუდად ცხოვრობს, მას ძალიან ენატრება გარადცვლილი ცოლი სუუ. იგი დაპირდა მეუღლეს, რომ მომავალ წელს, წვიმების სეზონზე დაბრუნდებოდა და სწორედ ასეც მოიქცა.
ჯონასი ცხოვრობს სრულყოფილი და მაქსიმალურად ცივილიზებულ მომავლის საზოგადოებაში, სადაც აღარ არის ომები, არც ტკივილი, არც ტანჯვა, სიხარული და მოგონებებია.
ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ვარსკვლავის, ჯერემი კემპის ცხოვრებისეული გზა, მისი სიყვარული და დანაკარგები გვარწმუნებს იმაში, რომ იმედი არასდროს ქრება.
ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ცეკვავს ნიუ იორკის მეტროში და შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ოჯახიდან შორს მყოფი 25 წლის გასპარი გადაწყვეტს ურთიერთობა განაახლოს, მას შემდეგ რაც მამამისი მეორედ ქორწინდება. მასთან ერთადაა ლორაც, ექსცენტრული ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანახმაა გასპარის შეყვარებულად გაასაღოს თავი ქორწილში.
დომიკოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე სამი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ცხედრები დებს ეკუთვნის, რომლებსაც ყველა პეპლებს ეძახდა. გოგონების გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უბედურმაგრამ შემთხვევას მიაწერეს. მაგრამ ზედმეტად უცნაურმა გარემოებებმა პოლიცია აიძულა დამატებითი გამოძიება ჩაეტარებინათ, რის შედეგადაც შოკისმომგვრელი ფაქტები გაირკვა პეპლების შესახებ.
ოჯახის წევრების უდროოდ დაკარგვის გამო დამწუხრებული და უმიზნოდ მოხეტიალე ებრაელ მამაკაცს, რომელსაც ამავდროულად მენტალური პრობლემები აქვს, ერთი ოჯახი გადაარჩენს, რომელიც დაეხმარება მას კვლავ მონახოს გზა ბედნიერი ცხოვრებისკენ.
ვალენტინობის დღეს, მოლი ჯექსონს დაშორდება, რადგან ჰგონია რომ მან იგი საშინლად მოატყუა. მოლი ნიუ იოკრში გადადის და მალე იგი გრეგს დაუახლოვდება.
მომაკვდინებლად მომხიბლავი თინეიჯერი ბიჭის საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც თავისი მიმზიდველობის დადებით და უარყოფით მხარეებს ეგუება.
მას შემდეგ რაც მამაკაცი ნევროზული ბესტსელერი ავტორი იპოვის თავის საქმროს სხვა კაცთან, გადაწყვეტს სამაგიერო გადაუხადოს.
შეყვარებული წყვილის ამბავი, რომელთაც ვარსკვლავები საერთოდ არ წყალობთ, რადგან ისინი თავიანთი ოჯახების დავაში აღმოაჩნდებიან ჩათრეულნი, რომელიც მიწის გამო აქვთ.
ეს არის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს მარია სკოლდოვსკა კიურის და პიერ კიურის სამეცნიერო და რომანტიკულ ვნების შესახებ.
ლამაზი და ამავდროულად ძალიან მომთხოვნი გოგონა, სულ ცდილობს რომ მაქსიმალურად ისიამოვნოს ცხოვრებისგან. ის ემზადება საყვარელ ადამიანთან ქორწინებისათვის, მაგრამ მალევე აღმოაჩენს რომ ეს ყველაფერი ტყულია.
ახალგაზრდა გოგონას და ბიჭს არაფერი დასაკარგი არ აქვთ, ამიტომაც გადაწყვეტენ ერთად იყვნენ და ნელ-ნელა ერთმანეთის შეყვარებაც შეძლონ.
ფილმის პერსონაჟი სემი – პროფესიით ასტრონომია და მას ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის: ვარსკვლაებით მოფენილი ცა და შეყვარებული ლინდა.
asvl