asvl

პოპის სურს სამყაროს შესწავლა, ალექსს კი სახლში დარჩენა ურჩევნია კარგი წიგნით ხელში, მაგრამ რატომღაც ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი შორს ცხოვრობენ, მაგრამ ათი წელია, რაც ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა ერთად ატარებენ.
კამილას ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც დი ბიანკო ძმები 7 წლის შემდეგ ბრუნდებიან. ტიაგომ პირველი კოცნა აჩუქა, ტეილორი კი მისი მფარველი იყო. ახლა ის შეიცვალა, მაგრამ მათ კვლავ აქვთ მასთან ურთიერთობის ისეთი გზა, როგორიც სხვას არ შეუძლია.
მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პრაგმატული იურისტი ბავშვობის ურთიერთობიდან წლების შემდეგ ხელახლა ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც მათი უმანკო მეგობრობა რაღაც დაუნგრეველში გადაიზარდა.
ამერიკელი ქალი შობისთვის შამპანურის ბრენდის საყიდლად პარიზში გადაწყვეტს გამგზავრებას, თუმცა მოულოდნელად ღვინის იმპერიის მემკვიდრეს შეუყვარდება...
ძალიან კეთილი ბუნების, მაგრამ ნაკლებად ნიჭიერი ანგელოზი, სახელად გაბრიელი, ერევა ფრილანსერი მუშაკისა და მდიდარი კაპიტალისტის ცხოვრებაში...
ნიკისა და ნოას ურთიერთობა პიკს აღწევს მანამ, სანამ ისინი ისეთ მოვლენებს წააწყდებიან, რომლებიც გამოცდას უწყობს მათ ერთად ყოფნას. შეძლებენ თუ არა ისინი წარსულის დაძლევას ძლიერი გრძნობების მიუხედავად, თუ სიყვარული და პატიება საკმარისი არ არის?
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ მოულოდნელად იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს.
ლილი თავის დას, ვალერიას, სტუმრობს და გაკვირვებულია, მას შემდეგ რაც იგებს, რომ ფრანგ მანუზეა დანიშნული. ის სპონტანურად ხვდება ღამის კლუბის მენეჯერ ტომს, რაც მყისიერად იწვევს მათთან ურთიერთობას. კუნძულზე მომხდარი მოვლენების უკან კი ბნელი საიდუმლო იმალება...
მომხიბვლელი მამაკაცის ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
ორი დაოჯახებული ადამიანი ერთმანეთს აეროპორტში შეხვდებიან და ნიუ-იორკში დაუვიწყარ დროს გაატარებენ. ეს მოგზაურობა კი, მათ ბევრი რამის გარკვევაში დაეხმარებათ...
ანორა, ახალგაზრდა და ლამაზი სექს-მუშაკია ბრუკლინიდან, რომელიც ერთ დღეს იღებს შესაძლებლობას შეიგრძნოს კონკიას ზღპრული ამბავი, როდესაც ის ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს და იმპულსურად დაქორწინდება მასზე. მაგრამ როგორც კი ეს ამბავი რუსეთს მიაღწევს, ახალგაზრდა გმირის ზღაპარს საფრთხე დემუქრება, რადგან მისი მეუღლის მშობლები ნიუ-იორკში მიემგზავრებიან ქორწინების გასაუქმებლად.
რუზგარი და ჰაიალი სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოდიან. მიუხედავად განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურული ბარიერებისა, ისინი უმკლავდებიან თავიანთ მოჩვენებით წარსულს და სიყვარულს მტკიცედ ეჭიდებიან.
როდესაც ანა, ამბიციური ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, ბავშვობის ოცნების ასასრულებლად ოქსფორდის უნივერსიტეტში მიემგზავრება, მისი ცხოვრება სრულიად სწორ გზაზეა, სანამ არ შეხვდება მომხიბვლელ და ჭკვიან ადგილობრივს, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ორივეს ცხოვრებას.
ახალგაზრდა, ძალიან ამბიციური ნიუ-იორკელი მაჭანკალი იდეალურ პარტნიორსა და არასრულყოფილ ყოფილ შეყვარებულს შორის აღმოჩნდება. სადაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელიც ძალიან რთულია.
ახალბედა შეფ-მზარეულს და ახლად განქორწინებული მოულოდნელად შეხვედრის შემდეგ, აღმოაჩენენ რომ მათ შორის დიდი კავშირია.
საოცარი პირველი პაემნის შემდეგ, ბიას და ბენის ცეცხლოვანი ატრაქციონი ცივდება - სანამ ისინი მოულოდნელად არ შეხვდებიან ქორწილში ერთმანეთს.
ბავშვთა სახლის კედლებში, სადაც ნიკა გაიზარდა, ყოველთვის ყვებოდნენ ერთ ლეგენდას: ცრემლების შემქმნელის შესახებ, იდუმალი ოსტატი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა შიშისა და შფოთვის შექმნაზე, რომლებიც ბინადრობენ ადამიანების გულებში. მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასაკში ნიკა ზღაპრებს უკან იტოვებს. ახლა მისი ყველაზე დიდი ოცნება სადაცაა ახდება...
რამდენიმე წელია, დაუნდობელი სერიული მკვლელი, გულის ფორმის თვალების მქონე ნიღაბს ატარებს, ვალენტინობის დღეს სრულიად ქაოს თესავს, რომლის დროსაც დევნის და კალვს რომანტიკულ წყვილებს.
ლილი გადალახავს ტრავმულ ბავშვობას, იმისათვის რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს. ნეიროქირურგთან შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ კი ბევრი რამ იცვლება.
მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ღალატი დააბრალეს და კუნძულზე ციხეში გამოამწყვდიეს, 14 წლის შემდეგ გაიქცევა კუნძულიდან და უკან ბრუნდება, როგორც გრაფი მონტე-კრისტო და თავის მოაზრეებთან ერთად ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე ვინც მას ეს დააბრალა.
ბრაიანი - კოლეჯის შეუპოვარი ჩირლიდერია, რომელიც მიზნად ისახავს სტიპენდიის მიღებას პრესტიჟულ საცეკვაო სკოლაში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ, სანამ ერთ დღეს მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება საშუალო სკოლის თავდაჯერებული არსკვლავი კვოტერბეკი დრეიტონ ლაჰი...
მას შემდეგ რაც ნოას დედას შეუყვარდება ძალიან მდიდარი უილიამი, ისინი ამერიკიდან ლონდონში გადადიან საცხოვრებლად უილიამთან და მის შვილ ნიკთან. 18 წლის ნოა ხვდება ცუდ ბიჭს ნიკს და მათ შორის მაშინვე ჩნდება გრძნობა.
ორი ძალიან განსხვავებული ადამიანის შეხვედრა მცირე უსიამოვნებით დაიწყება, მაგრამ მათშორის მალე გაჩნდება გრძნობები, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან.
ეს არის გოთიკური ზღაპარი მოჯადოებული ახალგაზრდა ქალისა და მასზე სიგიჟემდე შეყვარებული საშიში ვამპირის შესახებ, რომლის გამოღვიძებასაც საზარელი შედეგები მოჰყვება.
ალქაჯის და ფერიას დაპირისპირება, სადაც სიკეთემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.
ისტორია გრძელდება ახალგაზრდა ნოისა და ნიკის შესახებ, რომელთა შორის სიყვარული ურღვევად გამოიყურება, მიუხედავად მათი მშობლების ახალგაზრდა გმირების დაშორების მცდელობისა. მაგრამ ნიკის სამსახური და კოლეჯში წასვლა მათ ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას ხსნის.
სულის თანამოაზრეები ერიკი და შელი სასტიკად მოკლეს. შელის გადარჩენის შანსი რომ მიეცეს, ერიკმა უნდა გასწიროს თავი და გაიაროს ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროები, შურისძიების მიზნით.
მოვლენები ვითარდება 1970-იანი წლების ესპანეთში და მოგვითხრობს ორი აქტივისტი მზარეული ძმის შესახებ, რომლებიც იძულებულები არიან ფრანკოს რეჟიმს კადაკესის ულამაზეს სანაპიროზე მდებარე სალვადორ დალის რეზიდენციაში დაემალნონ. ძმებს ქირაობს ადგილობრივი რესტორნის ქაოტური მფლობელი, სადაც გმირები იწყებენ კულინარიულ რევოლუციას.
asvl