asvl

ვარსკვლავური ომები გრძელდება. თაღილთები გადაწყვეტენ მოიპარონ გეგმები და ისინი ჩამოიტანონ პლანეტაზე, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება...
მაკ მაკკიუსეკმა დატოვა ნარკობიზნესი, ამგრამ ნარკობიზნესს არ უნდა მისი დატოვება. მას ეძებენ როგორც პოლიციელები, ასევე ნარკობარონები.
ადამიანებს და მაიმუნებს შორის ომი იწყება. ადამიანები გადაწყვეტენ მაიმუნებს ომი გამოუცხადონ და ამას უმიზეზოდაც არ აკეთებენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ომში გადაიზრდება და არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს....
ეს ფილმი გადაღებულია რუსი რეჟისორის მიერ, ფილმი მოგვითხრობს ვიკინგზე, რომელსაც წაართვეს ბავშობა და ის სხვა ვიკინგებთან ერთად ბრძოლობს ძალაუფლების დასაბრუნებლად.
ალბათ ყველამ იცის თამაში
ობოლ სკოლის მოსწავლე რიკ რიკერს რადიოაქტიული ბუზი უკბენს, რის შედეგადაც სუპერ-ძალა გაუჩნდება და გმირი ხდება.
ლეგენდარული შერიფი უაიტ ერპი უკვე ცხოვრებაგამოვლილი, დაქანცული მსროლელია, რომელიც უერთდება მის ორ ძმას მორგანს და ვირჯილს, რათა ბედი მაღაროელთა აყვავებულ ქალაქ თომბსთოუნში ეძიონ. მაგრამ როდესაც მოულოდნელად თავს ყაჩაღთა დაჯგუფება დაატყდებათ, რომელიც ქალაქს ატერორებს, ერპი იძულებული ხდება კვლავ ძველი ფორმა ჩაიცვას და დახმარება მის სახელგანთქმულ მეგობარს, დოქ ჰოლიდეის სთხოვოს.
ჰენკოკს სახელი ძალიან გატეხილი აქვს, არა და ის სუპერგმირია. ამიტომაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს პიარის ექსპერტი და დაიბრუნოს ძველი დიდება.
დრაკულა უდიდესი მმართველი და ბრწყინვალე მებრძოლი იყო, მაგრამ ბედმა მას ვერაგი მტრები შესძინა. დრაკულა გარიგებაზე წავიდა - ზეადამიანური ძალა, უკვდავი სულის სანაცვლოდ.
ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯონ კარტერი, მარსზე აღმოჩნდება, სადაც ტყვედ ხვდება მტრულად განწყობილ ოთხმეტრიან აბორიგენებთან. კარტერი არამარტო თავად უნდა გადარჩეს, არამედ პრინცესა დეა ტორისიც უნდა გადაარჩინოს.
ნატაშა ბინდერი ჩადის ნიუ ორლეანში მამის საძებნელად, რომელიც უკვალოდ გაქრა.იგი ხვდება ძლიერ კაცს ჩანსს.მისი დახმარებით ნატაშა არკვევს, რომ მამა მოკლულია.
ახალგაზრდა მამაკაცი ფოსტის დაყაჩაღების გამო ხვდება ციხეში. მას მიუსჯიან 7 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მას მოუწევს ოცაათწლიანი პატიმრობა და ცალკე საკანში ყოფნა.
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.
მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელი , რომელიც მენეჯერებისგან არაადამიანურ შესაძლებლობებს მოითხოვს, მათზე ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და საიდუმლო, არასწორი ფორმულის მქონე ენერგეტიკულ სასმელს დაურიგებს, რის შედეგადაც, ყველა მათგანი ჰიპერაგრესიული ხდება. მხოლოდ ერთ დაგვიანებულ უიღბლოს არ შეხვდა თავისი წილი...
ფილმი მოგვითხობს ახალგაზრდა ჩინელ აიტი სპეციალისტზე, რომელსაც კომპანია ჩრდილოეთ აფრიკაში გაგზავნის კონკურსში გასამარჯვებლად, მაგრამ მას გზად ფრანგი ჯაშუში და დაქირავებული მკვლელი, ლაუდერი გადაეღობებიან.
ბრილიანტებს იპარავენ იმისათვის, რომ გადაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე.ჯეიმს ბონდი მორიგი მისიიის შესასრულებლად მიდის ლას ვეგასში სადაც მის მოსისხლე მტერს ბლოფელდს ხვდება. ლეგენდარული ბონდიანის მეშვიდე ფილმი შონ კონერის მონაწილეობით.
1930-იან წლებში, მას შემდეგ რაც დასავლეთის სახელმწიფოები ჩაერთნენ მეორე მსოფლიო ომში, იაპონიაში სასიკვდილო კულტმა სახელად ჰადესის ტაძარი, მიიღო ბრძანება, ეთანამშრომლათ მებრძოლებთან და გაენადგურებინათ ჩინეთის სულიერი სიმშვიდე.
როდესაც ონლაინ თამაშების წევრები უცნაურ მოწვევას ღებულობენ ვირტუალურ ვიდეო თამაშში, ყველაფერი ნამდვილი ხდება რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან. თავდაპირველად უნიკალური გამოცდილებაა მაგრამ მალე ყველაფერი იცვლება...საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება.
ნიუ-იორკის პოლიციის ვეტერანის ბეისბოლის ბარათი მოპარულია. ეს მისი უკანასკნელი ძვირფასი ნივთი იყო და ბოლო იმედი, რომ ქალიშვილისთვის ქორწილი გადაეხადა. მისი ნივთის უკან დასაბრუნებლად იგი მის ძველ პარტნიორს სთხოვს დახმარებას.
სერჟ ბიურენი - ლეგენდარული პოლიციელია, ხელმძღვანელობს ახალგაზრდებს რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი არატიპიური მიდგომით. არა აქვს მნიშვნელობა როგორ აღწევენ ისინი მიზანს, ბეისბოლის ბიტებით თუ რამე სხვა მეთოდებით რაც მთავარია რეზულტატი სახეზეა
საიმონ ფენიქსი ძალიან სახიფათო კრიმინალია, რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან-ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა.
ადგილობრივი დანაშაულებრივი სინდიკატის ყოფილი აღმასრულებელი ფიცს სდებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის თავის ბანდის უფროსს, რომლის გამოც 22 წლით დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. ერთადერი რაც მის ძალადობრივ გეგმებს ჩაშლის ახლად ჩამოყალიბებული ურთიერთობაა თავის საყვარელ შვილთან.
გავიდა ერთი წელი მისი მეგობრის, ყოფილი რეინჯერი გეიბ უოკერის და მისი პარტნიორის ტრაგიკული სიკვდილიდან, რომლებიც 4000 ფუტიდან ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ. ახლა ჰალი უნდა დაბრუნდეს იმავე ადგილას, რათა გადაარჩინოს მთასვლელთა გუნდი, მაგრამ მალე იგებს რომ ისინი სინამდვილეში ქურდები და ყაჩაღები არიან.
მომაკვდავის ჰოსპიტალიზაციისას ორმა პარამედიკოსმა იპოვა მილიონი დოლარი, მის ტანსაცმელში გამოკერებული. როდესაც პაციენტი კვდება, ისინი გადაწყვეტენ ფული დაიტოვონ, ამით კი ქაოსისა და ძალადობის გზას ადგებიან.
აშშ-ში იმართება კონკურსი სახელად
და-ძმის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავალი, რომლებიც დაუმეგობრდნენ ოჯახისგან განცალკევებულ დელფინს, სახელად ბერნის.
მამაკაცის მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება მას შემდეგ დასრულდება, რაც მისი ვაჟი საიდუმლოებებით მოცულ სიტუაციაში გარდაიცვლება.
მუზეუმის დარაჯმა, სრულიად შემთხვევით უძველესი წყევლა მოხსნა. ამან კი შესაძლოა ძალიან დიდი საშიშროება მოუტანოს თლიანად ქალაქს.
asvl