ერაყის ომში ნამყოფი ვეტერანები, გაუგებრობაში აღმოჩნდებიან და ისინი ძებნილები გახდებიან. სინამდვილეში ისინი უდანაშაულოები არიან და სახლში დაბრუნებას ცდილობენ, მათ საოცარი თავგადასავალი ელით...
ახალგაზრდა ქალს ქორწილში საქმროს მოუკლავენ, ამ მკვლელობის ჩამდენები კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქალმა ყველა მკვლელის სია შეადგინა და გადაწყვეტილი აქვს რომ ისინი მოკლას.
ფრენკ ვეგა გახდება ადგილობრივი მასშტაბის ვარსკვლავი ინტერნეტ–რგოლის შემდეგ, სადაც სცემს ნაძირლებს. მაგრამ მალე ვეგაზე შურს იძიებს ბანდის მეთაური და მოკლავს მის საუკეთესო მეგობარს. «BAD ASS» ბეისბოლის ბიტის საშუალებით გადაწყვეტს შური იძიოს, მაგრამ აღმოაჩენს რომ მისი მეგობრის სიკვდილში ასევე ჩარეულია
ყოფილ ამერიკელ სამხედროს მეგობარს მოუკლავენ, ის კი მზად არის მოკლას ყველა დამნაშავე და შური იძიოს საკუთარი მეგობრის გამო. ის ყველაფერს გააკეთებს რათა სამართლიანობა აღადგინოს
ეს ფილმი იმით გამოირჩევა რომ ეს შემთხვევა რეალურად მოხდა დიდ ბრიტანეტში 1980 წელს. ტერორისტები შეიჭრნენ საელჩოში და მძევლები ტყვედ აიყვანეს. სწორედ ეს გრძელდებოდა 6 დღე და ბოლოს სპეცრაზმა გადაწყვიტა მძევლების დახსნა.
"MI6" ყოფილ აგენტს მოუწევს შეაღწიოს დიდი ფსონების სამყაროში, რათ შოკისმომგვრელ სიმართლეს ახადოს ფარდა, რაც უცნობი საიდუმლო სამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს უკავშირდება.
ხუან ლოპესი ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, მან როგორმე უნდა დააბალანსოს საოფისე სამუშაო, რათა გადაარჩინოს თავისი ცხოვრების სიყვარული და რაც მტავარია მშობლიური პლანეტა ჩიტონი.
ომში დაღუპული ჩენ ჩჟენის სიკვდილიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, შანჰაიში ყველასთვის უცნობი ადამიანი ჩამოდის და ადგილობრივი მაფიის ბოსს დახმარებას უწევს. ეს ადამიანი კი ყველასთვის მოულოდნელი პიროვნება აღმოჩნდება.
ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბავშვი, ერთმანეთის უჩვეულო მოკავშირე გახდება, როდესაც მათი ცხოვრება ზაფხულის ბანაკში მოულოდნელად უცხოპლანეტელების შეჭრის გამო შეწყდება.
შელახული და დაშავებული მერიკელი ტურისტი, ჩამოკიდულია თავდაყირა პირდაპირ ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი და მის სიცოცხლე დასრულდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ხდება.
ქარიშხლის დროს ქურდების ბანდა ძარცვას დაგეგმავს, მაგრამ მათ დიდი პრობლემა შეექმნებათ, როდესაც პოლიციელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველას აიძულებს შენობა დაცალონ.
დაახლოებით 1980 წელია და ამ დროისთვის დედამიწა ირხევა, აქედან გამომდინარე კი შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას.
მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში, საბრძოლო დარბაზის გასახსნელად ჰონგ კონგში ძალიან ბევრი მებრძოლი შეიკრიბა. მათ შორის არის დიდი რეპუტაციის მქონე იეი უენი, რომელიც კოულონის მფლობელის ყურადღებას იქცევს.
ახალგაზრდა ქურდს, მანქანების მსხვილი ქურდობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის ინფორმატორი გახდება და პოლიციას ეხმარება კრიმინალური ფირმის განადგურებაში.
ამერიკის საზღვაო ძალების გემის კაპიტანს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიში მოუწევს მოკავშირეთა გემების ქარავანს წარუძღვეს, რომელსაც ნაცისტების წყაქლქვეშა ნავით ეგრეთწოდებული "მგლების ხროვა" აედევნება.