asvl

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს ციმბირის ერთ-ერთ დასახლებაში, ჩათრეულია საკუთარი ქალაქის კრიმინალური დაჯგუფების ცხოვრებაში. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას, რომელსაც უწევს მიიღოს და გაიზიაროს საერთო კრიმინალური წეს-ჩვეულებები...
მოქმედება ვითარდება გერმანიის ქალაქ ბერლინში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლამის ნანგრევებად იყო ქცეული. ამერიკელი სამხედრო კორესპოდენტი ჯეიკ გეისმარი აღმოჩნდება ჩათრეული პოლიტიკურ თამაშებში თავისი ყოფილი საყვარლით ლენა ბრანდტით, ვისი უგზო-უკვლოდ დაკარგული ქმარი ძებნის ობიექტი ხდება, როგორც ამერიკული, ასევე საბჭოთა კავშირის არმიის.
ციხიდან გამოსული დამნაშავე, ისევ თავის კრიმინალურ მეგობრების წრეს უბრუნდება, რათა იპოვოს ჩანთა რომელშიც ძალიან დიდი ფულია.
ყოფილ ამერიკელ სამხედროს მეგობარს მოუკლავენ, ის კი მზად არის მოკლას ყველა დამნაშავე და შური იძიოს საკუთარი მეგობრის გამო. ის ყველაფერს გააკეთებს რათა სამართლიანობა აღადგინოს
ძალიან შინაარსიანი და საინტერესო არგენტინული ფილმი. ძველი ტრაგედია და მტრობა კვლავ იფეთქებს, როდესაც მარკოსი ბრუნდება შინ, რათა დამარხოს მამის ფერფლი. თან სურს დაარწმუნოს მისი ძმა,სალვადორი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს , გაყიდოს მიწა.
ძალიან დამაფიქრებელი ისტორია ახალგაზრდა და ნიჭიერი ადვოკატის შესახებ, რომელიც ყოველთვის სიმართლისთვის იბრძვის.
ენოლა, შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი დაა. მოულოდნელად გაიგებს რომ დედა დაიკარგა და ის მის საძებრად გაეშურება.
ერთ მიყრუებულ ქალაქში კორუფცია და სისტიკეა გამეფებულა, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი ცდილობს დაიცვას ამ ყველაფრისგან თავისი საყვარელი ადამიანები.
ერთ პატარა ქალაქში, პოლიტიკოსი მოულოდნელად კვდება. მაგრამ ეს რაღაც ჩვეულებრივი სიკვდილი არაა, თითქოს მისი ოჯახი რაღაცას მალავს, სწორედ ამიტომ პოლიციელები გამოძიებას იწყებენ.
იოჰან ფალკს ინფორმატორის სახლში, ხუთი ადამიანი შევარდება და ამიტომაც თავის დაღწევის მცდელობის მიზნით ინფორმატორი დახმარებისთვის მიმართავს იოჰანს.
ამბავი უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მოხუცი თაღლითის შესახებ, რომელიც მარტივი, მაგრამ მომგებიანი თაღლითური სქემის ორგანიზებას ბოლოჯერ გადაწყვეტს. ამჯერად მისი მსხვერპლი მოხუცი მდიდარი ქვრივია.
ეს არის ამბავი, რომელიც რეალურად მოხდა. 11 წელი მარტოხელა დედას მოიტაცებენ და დაატყვევებენ. მოგვიანებით მასთან ერთად კიდევ აღმოჩნდება 2 გოგონა. ის კი  მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი გახდება.
დაახლოებით 1980 წელია და ამ დროისთვის დედამიწა ირხევა, აქედან გამომდინარე კი შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას.
მისი ზედმეტსახელია კაცი არსაიდან და მისი ცხოვრება მას შემდეგ გახდება გაუსაძლისი რაც მეუღლე დაეთუპება. ის ყოფილი აგენტია და მოუწევს ძველი საქმიანო გაიხსენოს.
ეს არის ისტორია დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელზე, რომელიც დიდი ფულის გამო კლავს მდიდარ ქვრივს და ყველანაირად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ცოცხალია.
მამაკაცი, რომელმაც წარსულში მცირედი დანაშაული ჩაიდინა, იძულებულია თავისი უნდანაშაულობა ამტკიცოს როდესაც ის პოლიციაში მექანიკოსად დაიწყებს მუშაობას.
ბასაჯაუნის მძიმე დანაშაულების ერთი წლის თავზე, 9 თვის ორსული ინსპექტორი, საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდება მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია საკუთარი შვილიშვილის გატაცებასა და მკვლელობაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, პროცესის წინ ინსპექტორს შენობის საპირფარეშოში ვენებგადაჭრილს იპოვიან, ჯიბეში მინიშნებით, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვაწერია -
ქურდებმა მოიპარეს პატარა ბელი, რომელიც გადაშენების პირასაა. ამ საქმის გამოძიებას დაავალებენ ერთ-ერთ დეტექტივს და დამხმარედ აგენტ ძაღლსაც გააყოლებენ.
ფილმი მოგვითხრობს ორ ბანდაზე, რომლებიც ერთმანეთს ფულის გამო დაუპირისპირდებიან...
კაილი და სუინი  ნარკობარონის ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც არასდროს უნახავთ. როდესაც გარიგება ჩავარდება შედეგებიც საშინელი იქნება.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ადამიანის მოლი ბლუმის ისტორიაზე. მოლი იყო ოლიმიური კლასის მოთხილამურე, რომელიც გატაცებული იყო პოკერის თამშით. სწორედ პოკერის თამაშის დროს მან ადამიანი დაჭრა, რის გამოც ის პოლიციაში მოხვდა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი ახალი თავგადასავალი.
ისინი ხუთი მეგობარი პოლიციელები არიან და აშშ-ს ერთ-ერთ შტატში ცხოვრობენ. მაგრამ ბიუჯეტს ამცირებენ, რაც მათ ჯიბეებს სერიოზულად ემუქრება და მეგობრები ერთიანდებიან გადარჩენისათვის ბრძოლაში.
ჯოკერთან დაშორების შემდეგ, ჰარლი ქუინი ახალ მეგობრებს გაიჩენს და ისინი ერთად დაიწყებენ ბრძოლას ბოროტებისგან დაიცვან ახალგაზრდა გოგონა.
ამერიკული წარმომავლობის მამაკაცი ცდილობს გაყიდოს მაღალი ხარისხის მარიხუანის ბიზნესი ონდლონში. ის კი ამისთვის ყველაფერზე წავა და არავის დაინდობს.
ფილმი მოგვითხრობს კრიმინალზე, რომელსაც ძალიან ბევრი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ თავისი ცოლის დიდი თხოვნით ის მივა ეკლასიაში და იმ დღიდან მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ის გახდება სამაგალითო მრევლი და სამაგალითო ადამიანი!
მამაკაცი გადაწყვეტს ცირკში რიჟიკად იმუშაოს, მაგრამ არ გამოუვა ეს საქმიანობა და ამიტომ გადაწყვეტს კრიმინალური საქმით იშოვოს ფული.
ეს ამბავი ხდება 1970-იან წლებში, მანჰეტენის ერთ-ერთ რაიონში სადაც ირლანდიული მაფია არის. ამ მაფიის ყველა წევრს დაიჭერს პოლიცია, მათ ადგილებს კი მათი ცოლები დაიკავებენ და იგივე საქმეს გაუძღვებიან.
ქალაქში დაჯავშნულ ავტომობილს მოიპარავენ და დიდძალ ფულს დაეუფლებიან, მაგრამ მათ კვალს ვერავინ პოულობს. გამჭრიახე დეტექტივები კი ცდილობენ როგორმე ამ ფულის გაუჩინარებულ კვალს მიაგნონ.
asvl