asvl

ფილმი, ბრწყინვალე არქიტექტორის, ისტორიას მიჰყვება, რომელსაც მოულოდნელად მოუწევს იმ სასახლის მეპატრონისა და პატრიარქის მკვლელობის გამოძიება, რომლის რემონტიც მას დაევალა.
ორი არალეგალი იმიგრანტი უდაბნოში მარტივ საქმეს იწყებს, მათ უნდა ამოთხარონ ორმო, მაგრამ როდესაც მათი დამსაქმებლები ფსიქოპათები აღმოჩნდებიან, გადარჩენის მცდელობა მათი ცხოვრების ყველაზე რთული ამოცანა გახდება.
პროფესორი, ფარულად ეხმარება პოლიციას ქილერების დაჭერაში და თავს დაქირავებულ მკვლელად ასაღებს. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ რთულდება, რაც მას შეუყვარდება კლიენტი ქალი.
ასაკოვან განგსტერი ხვდება, რომ წარსულში ჩადენილმა შეცდომებმა ოჯახთან კავშირი თითქმის დაანგრია. სინანულით შეპყრობილი მამაკაცი ცდილობს შვილებთან ურთიერთობის აღდგენას და საკუთარი ცხოვრების როგორმე გამოსწორებას...
მეხსიერებადაკარგული ყოფილი გამომძიებელი მკვლელობათა განყოფილებიდან იძულებული ხდება, ამოხსნას სასტიკი მკვლელობა, რის დროსაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებს საკუთარი წარსულიდან.
კლიფი, მოგზაური გამყიდველია, რომელიც ოჯახის რჩენისა და ამერიკული ოცნების მითის ტვირთში იხრჩობა, ის ძალიან სახიფათო გზაზე აღმოჩნდება ყოფილ კოლეგა, რიკისთან შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ.
ღარიბ ახალგაზრდა კაცს, მოტყუების შემდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ყოფილი პროკურორი საქმეს იძიებს, კორუმპირებული იურისტების სქემას ააშკარავებს და სამართლიანობას აღადგენას ცდილობს.
როდესაც მათი ბოროტი მტერი 16 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდება, ყოფილი რევოლუციონერების ჯგუფი ერთიანდება, რათა გადაარჩინონ ერთ-ერთი მათგანის ქალიშვილი.
ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე ჰენკი მოულოდნელად ჩაერთვება სიცოცხლისთვის სახიფათო ბრძოლაში 1990-იანი წლების ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროში, სადაც იძულებულია გაუმკლავდეს მზაკვრულ სამყაროს, რომელიც მას ოდესღაც ვერასოდეს წარმოედგინა.
აქსელ ფოული ბევერლი ჰილზში ბრუნდება მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ოჯახური შეკრებისთვის, რომელშიც ძველი მეგობრები ჯონ ტაგარტი და ბილი როუზვუდი მონაწილეობენ, რათა შეთქმულების გამოძიება დაიწყონ.
ფინი, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, ტყვეობის შემდეგ ცხოვრებას ებრძვის, მისი და შავი ტელეფონიდან სიზმრებში ზარებს იღებს და შემაშფოთებელ ხილვებს ხედავს, სადაც სამი ბიჭის დევნას ასახავენ ზამთრის ბანაკში, რომელიც ალპური ტბის სახელითაა ცნობილი.
2 დაქორწინებული ჯაშუში, მას შემდეგ რაც საერთაშორისო სადაზვერვო ქსელის სამიზნეში აღმოჩნდებიან, ყველაფერს გააკეთებენ კრიტიკული აქტივის მოსაპოვებლად.
წარმატებული, თუმცა გართულებების გარეშე ჩატარებული ძარცვის შემდეგ, პროფესიონალი ქურდი და მისი რაზმი ნადავლის გასაყოფად ემზადებიან. მოულოდნელად, ერთ-ერთი მძარცველი, ახალგაზრდა ქალი სახელად ზენი, ჯგუფს ესვრის და დაჭრილი პარკერი სასწაულებრივად გადარჩება.
ბოროტმოქმედები ცდილობენ ნდობისა და მიმღებლობის მოპოვებას ახლადშექმნილ ცხოვრებაში, როგორც კარგი ბიჭები, როდესაც პენსიაზე გასვლის შემდეგ, მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული კრიმინალური რაზმი აიძულებს მათ „ბოლო სამუშაოს“ შესრულებას.
შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ თავქარიანი ქეითი მოხიბლავს ბენს, რომელიც თავზეხელაღებული ბაიკერების წევრია. ახლა ბენს მოუწევს არჩევანი გააკეთეოს ბაიკერებსა და ქეითს შორის.
კრისტიან ვოლფი იყენებს თავის ბრწყინვალე გონებას და უკანონო მეთოდებს ხაზინის უფროსის მკვლელობის გადაუჭრელი თავსატეხის ამოსახსნელად.
ფილმში მოვლენები ვითარდება წარუმატებელი ნარკოგარიგების შემდეგ, როდესაც შელახული დეტექტივი უოკერი იძულებულია მთელი ძალებით იბრძოლოს ღრმად კრიმინალურ სამყაროში, რათა გადაარჩინოს პოლიტიკოსის გატაცებული გაუცხოებული ვაჟი და ამავე დროს გამოავლინოს კორუფციისა და შეთქმულების ბნელი და რთული ქსელი, რომელმაც მთელი მისი ქალაქი მოიცვა...
1978-1979 წლებში უაზის მაცხოვრებლები მუდმივად განიცდიან შფოთვასა და შიშს: ქუჩებში დაწრწის სასტიკი მანიაკი, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ესხმის თავს.
დეტექტივი იწყებს მამის სიკვდილის გამოძიებას და მიემგზავრება შორეულ ტროპიკულ კუნძულზე, სადაც გაიგებს, რომ ის იყო მკვლელთა ჯგუფის ლიდერი...
დაქირავებული ჯარისკაცი იღებს იღებს დავალებას რომ დაიცვას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი დამნაშავე, რომლის მოკვლაც ბორტზე მყოფი ადამიანების უმეტესობას უნდა.
ფილმი გვიამბობს დედოფალის შესახებ, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ბედნიერებას სიყვარულში, გადაწყვეტს გადადგას გაბედული ნაბიჯი: ის მიდის ძლიერ და საშინელ ჯადოქართან რუხ ელისისთან დაკარგულ მიწებში, რათა იგი მაქციად გადაქცევის ჯადოსნური უნარით დააჯილდოვოს.
გამოცდილი და ნიჭიერი დეტექტივი იძიებს ერთ-ერთი ძლიერი ოჯახის უფროსის სიკვდილს, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა და მკვლელს ვერავინ პოულობს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მის ყველაზე ბნელ ადგილებსაც კი ნათელს ჰფენს. ახალგაზრდა ბიჭის დაუნდობელი მოვაჭრეებისგან გადარჩენის შემდეგ, ფედერალური აგენტი გაიგებს, რომ გადარჩენილი ბიჭის და ჯერ კიდევ ტყვეობაშია და გადაწყვეტს მის გადასარჩენად სახიფათო მისიის შესრულებას.
ოჯახის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალგაზრდა გოგონა ჩინეთიდან ნიუ-იორკში ჩადის კონტრაბანდისტის დახმარებით, რომელიც ცნობილია როგორც გველთავა, სადაც ის ადამიანების კონტრაბანდის საერთაშორისო კრიმინალურ ქსელში მოხვდება. მაგრამ გოგონა დანაშაულებრივი ოჯახის მატრიარქის კეთილგანწყობის მოპოვებას ახერხებს და სწრაფად მიიწევს წოდებების საფეხურზე, თუმცა წარმატება - არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იგი ჩავიდა ამერიკაში. ახლა მთავარმა გმირმა არჩევანი მის პირადი წარმატებას და ოჯახს შორის უნდა გააკეთოს.
სიუ იწყებს ბრძოლას, რათა გადაარჩინოს თავისი ოჯახის ბარი, რომელიც დაშლის პირას არის მისი მამის უგულებელყოფის გამო. როდესაც ლამაზი დრიფტერი ჩამოდის ქალაქში, იგი ხედავს მას, როგორც მის ერთადერთ შანსს, რათა თავიდან აიცილოს თავისი ბიზნესის დაუნდობელი მაგნატის ხელში ჩავარდნა. თუმცა, მის გეგმას მივყავართ ქურდობამდე და უკანონობამდე სასიკვდილო შედეგებით...
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
ვეტმფრენი, რომელსაც დამნაშავე გადაჰყავს და 3 ადამიანი იმყოფება: პოლიციელი, კრიმინალი და პილოტი, მალე ჩამოვარდნის პირას აღმოჩნდება, რადგან ყველაფერი მოულოდნელი სცენარით წარიმართება.
ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარს, ასევე პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება.
asvl