asvl

თაფლობის თვის პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ისრაელის ქუჩებში ირეალურ მოგზაურობას იწყებს.
მილსადენი, რომელმაც ერთი პატარა ქალაქი უნდა გაიაროს, მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ახლად ჩამოსული მეტყევე კონფლიქტის მოგვარებას გადაწყვეტს, მაგრამ მას ქარბუქი აფერხებს, რომელიც ადგილობრივებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და მათ პატარა სასტუმროში კეტავს.
ექიმი საოცარ გარემოში ცხოვრობს, მას ჰყავს ცხოველები რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ და მასთან ყველანი ისე არიან როგორც მეგობრები.
ქუჩებში ახალი კრიმინალები გამოჩნდნენ, რომლებიც ქალაქში მცხოვრებლებს მყუდროებას ურღვევენ. ამიტომაც ცუდი ბიჭები მზად არიან გამოიძიონ და მიაგნონ დამნაშავეებს.
ისინი 4 დაქალი არიან და ერთ დღესაც შემთხვევით ადამიანი შემოაკვდებათ, ამიტომაც ისინი იძულებულები ხდებიან, ქვეყნიდან გაიქცნენ და ბრაზილიას შეაფარონ თავი. სამწუხაროდ მათ ბრაზილიაშიც მიაგნებენ და მათ დახოცვას განიძრახავენ.
3 გოგონას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი დავალება, რომელსაც აუცილებლად უნდაა გაართვან თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო კრიზისია მოსალოდნელი.
ფულის მაძიებელი გოგონა მატარებელში გაიცნობს მსუქან გოგონას, რომელსაც შესთავაზებს რომ მისნაირად მდიდარი კაცები დაკეროს და ამ საშუალებით დიდი ფული იშოვოს.
ოჯახის წევრები გადაწყვეტენ ახალი ავტომობილით წავიდნენ მეორე ქალაქში, მაგრამ მოულოდნელად მანქანის კომპიუტერი მწყობრიდან გამოვა და ისინი 160 კმ/სთ-ით შეუჩერებლად დაიწყებენ გადაადგილებას.
ორი ძალიან მხიარული მეგობარი, ქვეყნის გარშემო მოგზაურობს და გზად შემხვედრებს ფარული კამერით ოინებს უწყობს.
ამბავი ორი სტუდენტის სიყვარულის შესახებ. ერთი სტუდენტი რომელიც არქიტექტურაზე სწავლობს, მოულოდნელად ხვდება მუსიკალურის სტუდენტს და მათ ერთმანეთი უყვარდებათ.
ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვს და ხვდება დახვეწილ სტუდენტს, როდესაც ის იბრძვის თავისი თავქარიანი ექვსი წლის ბავშვის მომავალისთვის.
სალვადორ კამპოდონიკო საკმაოდ წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში.
ბრიგსი თავის ბელგიურ ნაგაზთან ლულუსთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე საუკეთესო მეგობრისა და მწვრთნელის დაკრძალვაზე მიდის.
2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავადრდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სკოლა საფრანგეთში, სადაც მასწავლებლებიც კი არ არიან სანიმუშოები. სკოლის ხემძღვანელი კი გადაწყვეტს როგორმე სკოლა მაღალ სტანდარტებზე აიყვანოს.
ცნობილი ადამიანები ჯეიმს ფრანკოს სახლში წვეულებაზე ერთობიან, ამ დროს სამყაროს აღსასრული დგება.
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს.
თანხების გაფლანგვის ყველაზე უფრო დიდი სკანდალი, ერთი ამერიკული საჯარო სკოლაში.
დაცვის თანამშრომელი ქალს ბრაზის შეკავების სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ელექტროდებიანი ჟილეტის საშუალებით აკონტროლებს, რომ კვლავ ნორმალურ მდგომარეობაში დაუბრუნდეს, თუკი თავის თავს მკვლელობისკენ მიდრეკილებაში შენიშნავს.
კოლეჯში გაბატონებულს მამაკაცთა მმართველობას წინ აღუდგება 3 გაბედული გოგონა, რომლებიც ცდილობენ თანაკურსელები დეპრესიისგან გადაარჩინონ...
მდიდარი მამის კომპანიაში ინკოგნიტოდ მომუშავე, ძალიან გათამამებულ ტეტოს შეუყვარდება პაულა და მას მოატყუებს, რომ ღარიბ ოჯახშია გაზრდილი.
ტაქსისტი გამოძახებაზე მივა, იქ კი დახვდება კაცი რომელიც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელია. ტაქსისტი იძულებულია დაემორჩილოს პოლიციელს და მიეხმაროს საიდუმლო გამოძიებაში, რომელიც მიზნად დამნაშავეების დაკავებას ისახავს.
ზღარბი სონიკი შემთხვევით თავის პლანეტიდან დედამიწაზე ხვდება. აქ კი მას ძალიან ცუდი ადამიანები შეხვდებიან, რომლებსაც მისი და მისი დედამიწელი მეგობრის დაჭერა სურთ.
მას სულ რაღაც მხოლოდ 1000 სიტყვა დარჩა იმის გასარკვევად, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია.
30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში.
13 წლის ადამი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ გარდაცვალებას, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს
თანამედროვე გაცნობის ხერხების ბნელი მხარე. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გადაურჩეს მისი ახალი მეგობარი მამაკაცის უჩვეულო მადას.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება.
asvl