asvl

სებაჰათი და მელაჰათი საუკეთესო დაქალები არიან და სოფელში ცხოვრობენ. ერთ დღესაც მათი ქმრები სტამბოლში სამუშაოდ წავლენ, ქალები კი აღმოაჩენენ რომ ქმრები იქ ღალატობენ.
პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება გადაწყვეტს რომ ებრძოლონ რასიზმს და ამიტომ თანამშრომლად აჰყავთ ფერადკანიანი მამაკაცი, რომელიც ნარკოდილერების პოვნით და მათი დაჭერით ცდილობს ავტორიტეტის მოხვეჭას.
საოცარი ბავშობა დამთავრდა და ის ახლა უკვე კაცია, რომელსაც ოჯახი ჰყავს და მრავალ სირთულეს წააწყდა ზრდასრულობისას. მას ბავშობაში ზღაპრული სამყარო ჰქონდა სადაც ის ცხოველებთან ერთად საოცარ დროს ატარებდა, ერთ დღესაც ის კიდევ შეხვდება თავის ბავშობის მეგობარ ცხოველებს და ყველაფერი სწორედ აქედან შეიცვლება.
ისინი დაქალები არიან და მათ ჯაჯუშობანა უნდა ითამაშონ, ამიტომაც მათ საკმაოდ რთული და სასიკვდილო ბრძოლა მოუწევთ დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
მარსელში, პიცის დამტარებელი ბიჭის - დენიელის ოცნება როგორც იქნა ახდება და ის ტაქსის მართვის მოწმობას მიიღებს. სიჩქარის გადაჭარბებისათვის მას პოლიცია გამოიჭერს. ახლა ის უიღბლო პოლიციელს- ემილიენს უნდა დაეხმაროს ბანკის მძარცველთა პოვნაში, თანაც ისე,რომ მართვის უფლება და საოცნებო სამსახური შეინარჩუნოს.
სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება, ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი რამის გადიდება ან დაპატარავება ბოროტმა ძალამ ხელში ჩაიგდო. ამიტომაც გამოჩნდება ორი გმირი ვინც სამყაროს გადარჩენას შეძლებს.
საუკეთესო მეგობრები, ყოველ წელს თამაშობენ თამაშს სახელად „შეგრჩა“ და ამას  უკვე წლებია აკეთებენ. სწორედ ამ თამაშის შესახებაა ფილმიც რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ძალიან სასაცილოცაა.
ერთ დიდ სასტუმროს, ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ და ხალხს მძევლად აიყვანენ. ამ სასტუმროში არმოჩნდება 3 მეგობარი თანამშრომელი, რომლებიც გადაწყვეტენ ტერორისტებს შეებრძოლონ და გმირები გახდნენ.
ის დამლაგებლად და ერთ-ერთ დამსუფთავებელ კომპანიაში მუშაობს, რომელსაც უწევს სხვადასხვა ადგილებში მისვლა. ერთ დღესაც ის აღმოჩდება ფულიანი კაცის იახტაზე, ეს კაცი კი ძალიან გააბრაზებს და ჩაუშხამებს დღეს. ერთ დღესაც ეს კაცი დაკარგავს მეხსიერებას და ეს გოგონა გადაწყვეტს მასზე შური იძიოს.
მათ ეგონათ რომ მამა ბავშვობაში გარდაეცვალათ, მაგრამ დედა გაუმხელს საიდუმლოს რომ მათი მამა ცოცხალია და სავარაუდოდ ოთხი კაციდან რომელიღაცაა. შვილები დაიწყებენ მამის ძებნას და საკმაოდ მხიარული თავგადასავალიც გამოუვათ.
ერთი ადამიანი გადაწყვეთს ქვეყნიდან გააძევოს ყველა ძაღლი და ერთ მიტოვებულ ნაგავსაყრელზე მოათავსოს ისინი. მაგრამ გამოჩდებიან ადამიანები რომლებიც ძაღლების გადარჩენას ცდილობენ.
ის უფროსკლასელია და მას საიმონი ჰქვია, ის ჰომოსექსუალია და ამას მალავს, მაგრამ ერთ დღესაც მისი მიმოწერა ანონიმურ შეყვარებულთან უცხო პირის ხელში აღმოჩნდება და სწორედ აქედან დაიწყება მისი პრობლემები
მალეფიცენტას ქალიშვილი  ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება, რომელთაც თავისუფლება წყურიათ
75 წლის ქვრივს ნათესავები კომპიუტერს ჩუქნიან. იგი გადაწყვეტს ონლაინ გაიცნოს ვინმე, საკუთარ პირად ინფორმაციას კი ცოტა შეალამაზებს. იგი შეძლებს მოხიბლოს მიმზიდველი ქალბატონი, მაგრამ როგორ უნდა აარიდოს თავი პირად შეხვედრას?
არსებობს მულტსერიალი მსუქან ალბერტიზე, რომელმაც მაყურებლის გულები მალე მოინადირა. ამჯერად ეს ფილმი მოგვითხრობს მსუქან ალბერტიზე რომელიც თავის მაგობრებთან ერტად ეკრანიდან ანმდვილ ცხოვრებაში გადმოდის.
მილიონერს გასართობები გამოელია და ამიტომაც გადაწყვეტ,ს რამოდენიმე ადამიანს შესთავაზოს უცნაური თამაში, რომელის მთავარი მონაწილი თავად იქნება. მას მოულოდნელად მოიტაცებენ და მონაწილეები ვალდებულები არიან ის მოძებნონ, თუ სურთ დიდი თანხის მოგება.
ის როდესაც არასრულწლოვანი იყო, მასწავლებელმა შეაცდინა და მისგან დაფეხმძიმდა. მასწავლებელი დაიჭირეს და ეს არასრულწლოვანი გახდა მარტოხელა მამა, სრულწლოვნების შემდეგ მან მიატოვა შვილი და უკვალოდ გაქრა.
ფილმი მოგვითხრობს ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კოერეის დეტექტივებზე, როდესაც დანაშაულებრივი ორგანიზაცია საზღვარს კვეთს და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შემოდის დეტექტივები იწყებენ თანამშრომლობას.
ერთ დროს, ის კრიმინალი იყო, მაგრამ დასძლია ეს ყველაფერი და გახდა მასწავლებელი. სამწუხაროდ ის როგორც მასწავლებელი სამაგალითო არაა და ხშირად ეხვევა შარში. მისი მოსწავლეები კი მართლაც რომ რთული მოსათვინიერებლები არიან.
ის პატარა დათვია, რომელიც თითქმის ისევე ცხოვრობს როგორც ადამიანები. მას უწევს ადამიანებთან განმკლავება, რამე თუ ადამიანები მას საშიშად მიიჩნევენ
კუპერების კლანის ოთხი თაობა იკრიბება ერთად ყოველწლიურ წინა საშობაო წვეულებაზე, მოულოდნელ ვიზიტორთა სერია და უსიამოვნო მოვლენები სრულიად თავდაყირა აყენებს ღამეს...
ბეთჰოვენი უკან ბრუნდება. ის ხვდება მისის, პრობლემა ისაა რომ მისის პატრონი რეჯინა, ლეკვებისს გაყიდვას აპირებს. უკვე ბეთჰოვენზე და ნიუტონის ბავშვებზეა დამოკიდებული ყველაფრის შეცვლა.
გმირი და უიარაღო ლეონიდასი დაუდგება 13 თავზეხელაღებულ სპარტანელს სათავეში თავისი სამშობლოს დასაცავად მასში შემოჭრილი პერსების წინააღმდეგ, რომელთა შორის ჩვენ ვნახავთ როკი ბალბოას, ტრანსფორმერებს და კუზიან პერის ხილტონს.
დედა-შვილს არც ისე დალხენილი ცხოვრება აქვთ და მათ ყოველდღიურად უწევთ წინააღმდეგობების დაძლევა, ისევე როგორც დედა შვილიც ძალიან დაუმორჩილებელია.
ისინი უფროსკლასელები არიან და მათ მთავარი გამოცდის ჩაბარება ელით წინ. მათ ამ გამოცდის ძალიან ეშინიათ და ამიტომაც ცდილობენ გვერდი აუარონ ამ ურთულეს გამოცდას.
ეს ვილა კაპრია, სადაც ასაკიან ადამიანებს შეუძლიათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და მაგსიმალურად დაისვენონ. ამ ვილას ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველაზე მეტი ბლატები აქვს. მაგრამ ერთ დღესაც, მას გამოუჩნდება კონკურენტი, რომელთანაც ბრძოლის გაჩაღება მოუწევს.
სამწხაროდ ის დაკარგავს ერთადერთ შვილს, რომელსაც უცნობები მოკლავენ, მაგრამ პოლიცია ვერ პოულობს დამნაშავეს. სწორედ ამიტომ ის 3 ბილბორდის დახმარებით, პატარა ქალაქში ნამდვილ საგიჟეთს დაატრიალებს და ამ მეთოდით ცდილობს დამნაშავის პოვნას.
ფილმი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელმაც მთელი თავისი ახალგაზრდობა ცოლის ძიებას შეალია და 30 წლის ასაკში მიაგნო თავის მოერე ნახევარს, რომელთანაც 2 შვილი შეეძინება.
asvl