asvl

მოხუცებულთა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე, მადლენი ტაქსის მძღოლს პარიზის დასამახსოვრებელ ადგილებში წაყვანას სთხოვს...
გამოცდილი და ნიჭიერი დეტექტივი იძიებს ერთ-ერთი ძლიერი ოჯახის უფროსის სიკვდილს, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა და მკვლელს ვერავინ პოულობს.
ფილმი მსოფლიოში ბევრისთვის ცნობილი თამაშის მაინკრაფტის მიხედვითაა გადაღებული, სადაც თამაშის გმირები ცოცხლდებიან.
არიანამ საყვარელი ქალიშვილი დაკარგა და ვერანაირად მშვიდდება. ნაპოლეონი - მოტივატორია, რომელიც ახერხებს ყველას წახალისებას საკუთარი თავის გარდა. ემილია - ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული მარადიული უიღბლოა, რომელმაც წერტილი დუსვა მის აღმავლობას მხატვრულ ტანვარჯიშში. ხოლო დანიელი - იუთუბერია, რომელიც გაექცა დაშინებას, მაგრამ არა საკუთარ თავში გაურკვევლობას. იდუმალი მამაკაცი ხვდება ოთხივეს, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ამ ყველაფრის დასრულებას, და ახლა გმირები მოდიან მასთან, არც მკვდარი და არც ცოცხლები.
ახალგაზრდა მამაკაცს ძალიან უყვარს ტყუილები და ცდილობს ეს ყველას დააჯეროს, ერთ დღესაც ის იღვიძებს და აღმოაჩენს რომ მისი ყველა ტყუილი უკვე დადასტურებული რეალობაა.
მამაკაცი, რომელიც ტკივილს არ გრძნობს, იძულებული ხდება თავად მოძებნოს მისი ოცნების გოგონა და მისთვის ყველაფრისთვის მზადააა.
ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ საშინელმა ომმა უკონტროლო ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის გაანადგურა შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი. მასიური ამაზრზენი დრონები, რომლებსაც ოდესღაც საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, ახლა მიწას აბინძურებენ და მრავალ საფრთხეს უქმნიან ბრძოლებში გადარჩენილ ადამიანებს.
ჯეკი ჩანი იძულებულია მიიღოს მონაწილეობა საყვარელი ზოოპარკის პანდას, სახელად ჰუ ჰუს, სამაშველო ოპერაციაში, რაც საკმაოდ სახიფათოა.
ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მშობლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი საიდუმლო: ისინი წარმოუდგენლად გამოცდილი CIA-ს საიდუმლო აგენტები იყვნენ. გმირებმა ჯაშუშური ცხოვრება დათმეს, რათა ოჯახი შეექმნათ, თუმცა წყვილის მოკრძალებული არსებობა გარეუბნებში ამქვეყნად ხანმოკლე აღმოჩნდება, როდესაც მათი საფარი გამოვლინდება და ისინი აღმოჩნდებიან უკან ჯაშუშობის სამყაროში.
რამდენიმე წელია, დაუნდობელი სერიული მკვლელი, გულის ფორმის თვალების მქონე ნიღაბს ატარებს, ვალენტინობის დღეს სრულიად ქაოს თესავს, რომლის დროსაც დევნის და კალვს რომანტიკულ წყვილებს.
ფილმი არტ-დილერის, პატრისის შესახებ, რომელიც დაქირავებულ მკვლელთან რეგისთან და მის ბოსთან გორდონთან ერთად აღმოჩნდება ჩათრეული ფულის გათეთრების საქმეში.
11 წლის მარგარეტ საიმონისოჯახი ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. მარგარეტის დედა ქრისტიანი, მამა კი ებრაელია, რომლებმაც მათი ქალიშვილი ყოველგვარი რელიგიური რწმენის გარეშე გაზარდეს, რის გამოც ის დაბნეულია და დისკომფორტს განიცდის. თუმცა, ახალგაზრდა გმირი ხშირად გულწრფელად და თავისებურად ურთიერთობს ღმერთთან, სიტყვებით “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი”.
ნიუ-იორკელი მწერალი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მისი საკმაოდ წარმატებული მემუარების გაგრძელებაზე, რომელიც ჩანაწერებს თავის მხარდამჭერ ქმარს, დონს უზიარებდა. თუმცა მოულოდნელად ბეტის სამყარო სწრაფად იშლება, როდესაც ის დონის და მისი სიძის, მარკის საუბარს მოისმენს, სადაც დონი ამბობს მას ნამდვილად არ მოსწონს ბეტის ახალი წიგნი.
ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად,
სონიკს ამჯერად მოუწევს გაერთიანდეს 2 თანამოაზრესთან, რათა დაამარცხოს საკმაოდ ძლიერი ბოროტმოქმედი.
ტესისა და ანას იდენტობის კრიზისის 22 წლის შემდეგ, ანას ჰყავს ქალიშვილი და მალე გერიც ეყოლება. ორი ოჯახის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების გადალახვისას, ტესი და ანა აღმოაჩენენ, რომ...
მარტოხელა დედა და მისი სამი შვილი გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა ახლახანს გარდაიცვალა, დედა კი ნელ-ნელა დანაზოგს ხარჯავს. 14 წლის ჰაზელი აცნობიერებს, რომ ფერმის საქმე ცუდად მიდის, მისი ძმების კარიერა კი ბოლომდე გადავიდა რელსებიდან.
მას შემდეგ რაც გაიტაცებენ სანტა კლაუს, ჩრდილოეთ პოლუსის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ შობა გადაარჩინოს.
ემას ჰყავს იდეალური ქმარი და ორი შვილი, მას ასევე აქვს გასაიდუმლოებული ცხოვრება, როგორც დაქირავებული მკვლელი, ამას კი ქმარი მოულოდნელად აღმოაჩენს.
ჰაროლდს ჯადოსნური ფანქრით შეუძლია ყველაფერი გააცოცხლოს თავისი წიგნიდან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი სირთულე ელოდება.
ვიდეო თამაშზე დაფუძნებული ფილმი, რომელშიც სუპერძალის მქონე გუნდი ცდილობს გადაარჩინოს გოგონა, რომელსაც წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღები აქვს.
ის ნიანგია და სახელად ლაილი ჰქვია, ის ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და საოცრად უყვარს სიმღერა.
მექსიკურმა კარტელმა გაიტაცა რაიანეს ბებია და ახლა მას მხოლოდ სამი დღე აქვს მის გასათავისუფლებლად.
მკვლელი მოულოდნელად იგებს რომ რამდენიმე თვეში მოკვდება, ამ დარჩენილი სიცოცხლის საინტერესოდ გატარებისთვის კი ის საკუთარი თავისთვის მკვლელებს დაიქირავებს.
მოვლენები ვითარდება 1970-იანი წლების ესპანეთში და მოგვითხრობს ორი აქტივისტი მზარეული ძმის შესახებ, რომლებიც იძულებულები არიან ფრანკოს რეჟიმს კადაკესის ულამაზეს სანაპიროზე მდებარე სალვადორ დალის რეზიდენციაში დაემალნონ. ძმებს ქირაობს ადგილობრივი რესტორნის ქაოტური მფლობელი, სადაც გმირები იწყებენ კულინარიულ რევოლუციას.
ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, დიცის ოჯახის სამი თაობა ბრუნდება სახლში, ვინტერ რივერში. ლიდიას ცხოვრება კი თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც მისი თინეიჯერი ქალიშვილი, ასტრიდი, შემთხვევით ხსნის პორტალს.
ყოფილი სპეცრაზმელს და კერძო დაცვის სპეციალისტს ერაყში მდებარე ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის თანამშრომლების გადარჩენა მოუწევთ, როდესაც ისინი ტერორისტების თავდასხმის ობიექტები გახდებიან. მალე მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ტერორისტები სინამდვილეში მძარცველები არიან, რომლებიც შავი ოქროს მოპარვას აპირებენ.
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი ახლა შორი მანძილიდან ურთიერთობს. თუმცა, ზაფხულში ისინი საბოლოოდ იკრიბებიან მეგობრებთან ერთად კოსტა-ბრავას ველური პეიზაჟების ფონზე. მაგრამ რეკუელი და არესი იწყებენ ძალიან რთული კითხვის დასმას, შეძლებს თუ არა მათი სასიყვარულო ურთიერთობა დროის გამოცდას გაუძლოს...
asvl