asvl

ბანკის ყოფილი კლერკი და მისი ლამაზმანი შეყვარებული, გაძარცვავენ საიკასაციო მანქანას და გაიტაცებენ 17 მილიონ დოლარს. მაგრამ გამოუცდელობის გამო ისინი ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებენ და ამასთანავე სამხილს დატოვებენ დანაშაულის ადგილზე.
ყველაზე ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი, ორი შვილით სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდებიან ჯაშუშურ ამბავში ჩათრეულები. მათი ახალი მეზობლები რეალურად აღმოჩნდებიან ხელისუფლების აგენტები, რომლებიც ამ ოჯახს ჩაითრევენ სპეც.მისიაში.
მთებში მდებარე ერთ პატარა ქალაქში შიში მას შემდეგ დაისადგურებს რაც ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს ამ ყველაფრის შემდეგ.
პოლიციელი ჯიმ არონი, განქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დათრგუნული და იმედგაცრუებულია. ის ცდილობს სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა რომ ჰქონოდა ბევრი ფული, მაგრამ არ ემუშავა და სწორედ ამიტომ დაიწყო ნადირობა მოხუც მდიდარ ქალებზე და მას ეს პირველ ჯერზე გამოუვიდა.
პინექლს შეიძლება ითქვას რომ იდეალური გეგმა აქვს დასახული, იმისათვის რომ მათი ჩაძირული კომპანია როგორმე გადაარჩინონ. ესაა ალდო სნოუს, მოძველებული როკ-ვარსვლავის, დიდი დაბრუნებისათვის განკუთვნილი კონცერტი.
დედამიწა საფრთხეშია, რადგან გამოჩნდნენ უცხო პლანეტელები. ისინი ცდილობენ დაიკავონ ადამიანების ადგილები და მათზე იბატონონ, მაგრამ ამას სუპერ აგენტები არ დაუშვებენ.
გოგონას რატომღაც შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც რეალურად ძალიან საშიშია და ის დაქირავებული მკვლელია. მას მასთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელის.
ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.
ორი მამაკაცის ისტორია, რომლებიც უმეტესწილად ბავშვების აღზრდით და ახალგაზრდა აუტისტების მოვლით არიან დაკავებულნი.
ალბათ ყველას გვახსოვს ფილმი ჯუმანჯი. მეორე ნაწილი უკვე მზადაა და თავგადასავლებიც საოცრად მრავალფეროვანი ხდება. ამჯერად, ფილმის გმირებს ჯუნგლებში უწევთ სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა.
ოჯახიდან შორს მყოფი 25 წლის გასპარი გადაწყვეტს ურთიერთობა განაახლოს, მას შემდეგ რაც მამამისი მეორედ ქორწინდება. მასთან ერთადაა ლორაც, ექსცენტრული ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანახმაა გასპარის შეყვარებულად გაასაღოს თავი ქორწილში.
ჟაკი, ეს არის მამაკაცი, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა, მთავარია ფული გამოსამუშაოს იოლად. იგი ადგილობრივ ავტორიტეტს მისი მოღალატე ცოლის მოკვლაზე დათანხმდება, მაგრამ ორი დიდი [რობლემა აქვს: მან იარაღის გამოყენება არ იცის და მისი შეყვარებული პოლიციაში მუშაობს.
საუკეთესო მეგობრების ისტორია, რომლებიც პატარა სოფლიდან პირველად მიდიან დასასვენებლად ვისტა დელ მარში, სადაც მალევე გადახდებათ თავგადასავლები.
კარლოსი ჭკვიანი და მიმზიდველი მამაკაცია, მაგრამ საოცრად სევდიანია. ერთ დღეს იგი წავა წიგნების ბარში, სადაც პირველად დალევს ბრენდის. იქ იგი ირენს შეხვდება. მათ ორივეს გული გაუტეხეს, ამიტომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.
მომაკვდინებლად მომხიბლავი თინეიჯერი ბიჭის საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც თავისი მიმზიდველობის დადებით და უარყოფით მხარეებს ეგუება.
მოქმედება თანამედროვე ლონდონში, საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე ხდება. სადაც პერსონაჟები სიხარბემ ერთმანეთს დააპირისპირა.
ამერიკელი ქიმიკოსი თავისივე შემუშავებული ფორმულით, ინგლისში ჩადის. მას გადაწყვეტილი აქვს რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს თავისი ფორმულა, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არაა.
ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან უნდა გოგონას ნახვა, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო. გადაწყვეტს თავად ჩააკითხოს გოგონას და თან თავის მეგობრები წაიყვანოს.
ოჯახი, რომელის ყველა წევრიც უმუშევეარია, უკიდურესად ღარიბები არიან. მათი ცხოვრება მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი მუშაობას მდიდარ ოჯახში იწყებს და მოულოდნელ ინციდენტში გაეხვევა.
კაპიტანი ჯეკ ბეღურა ბრუნდება. ახალი თავგადასავალი, რომელიც ძალიან მალე კინოთეატრებში იქნება...
მამა გადაწყვეტს, მისი ქალიშვილის მელანისკოლეჯის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა. ამ ყველაფერთან ერთად პოლიციის შეფი ჯერ არ არის მზად შვილთან დასაშორებლად.
ფედერალური აგენტი, რომელიც ქუჩის გამოცდილების მქონეა, მიზნად ისახავს დაიცვას ლამაზი მარტოხელა დედა და მისი შვილი ციხიდან გაცეული დამნაშავისგან. ამის გამო უის იძულებული ხდება გამოგონილი ადამიანი, სამხრეთელი ბებია ზედმეტსახელად
ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი დაშორებას გადაწყვეტენ, მაგრამ ქალაქში COVID-19-ის პოანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, ახალგაზრდა გმირები საკუთარი ბინის ხაფანგში აღმოჩნდებიან.
ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავზე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიის ლიდერებს შეეხებათ, კერძოდ კი ორ პაპზე.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაც  ვინსენტზე, რომელიც ტურეტის სინდრომით არის შებყორბილი - მრავალრიცხოვანი მოტორული გრიმასებით, რომლებიც ვლინდება პერიოდულად.
სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა გოგონასა და სერიული მკვლელის სხეულები შეიცვლება, გოგონა კი მალე აღმოაჩენს რომ მას სრულ რაღაც 24 საათი აქვს სხეულის დასაბრუნებლად.
აფროამერიკელი კერძო დეტექტივი და მისი ვაჟი, ცდილობენ ამოხსნან საიდუმლოებებით მოცული მკვლელობა.
asvl