asvl

კოსმოსურ სადგურზე 6 მეგობარი გაემგზავრება, სადაც ისინი მარსზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ და ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდებათ...
ვარსკვლავური ომები გრძელდება. თაღილთები გადაწყვეტენ მოიპარონ გეგმები და ისინი ჩამოიტანონ პლანეტაზე, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება...
ქალბატონი გასაუბრების შედეგად იწყებს მუშაობას ტექნოლოგიურ კომპანიაში სახელად
ადამიანებს და მაიმუნებს შორის ომი იწყება. ადამიანები გადაწყვეტენ მაიმუნებს ომი გამოუცხადონ და ამას უმიზეზოდაც არ აკეთებენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ომში გადაიზრდება და არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს....
გამოვიდა
კიდევ ერთი ფილმი უცხოპლანეტელებზე. საუკეთესო გრაფიკით და სპეცეფექტებით. იდეალური საყურებელია მათთვის ვისაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმები უყვარს...
ობოლ სკოლის მოსწავლე რიკ რიკერს რადიოაქტიული ბუზი უკბენს, რის შედეგადაც სუპერ-ძალა გაუჩნდება და გმირი ხდება.
სამხედრო ვეტერანი მიდის მომავალში, იქ კი მას შეუძლია ისეთ კითხვებზე გასცეს პარუსი, რომლებიც შემდგომში მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენს.
ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის ცვლიდნენ ადამიანის ცხოვრებას. ტაიმერის გამოგონების შემდეგ შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების შეცვლაც. ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა მაჯაზე მაგრდება და იწყებს დროის ათვლას, როდესაც დრო დამთავრდება თქვენი იდეალური პარტნიორი თქვენ წინაშეა. ასეთ განცხადებას აკეთებდნენ რეკლამაში. არ არის გასაკვირი, რომ მარტოხელა უნა ოლირმა გადაწყვიტა ამ აპარატის შეძენა.
მწერალი შემთხვევით წააწყდება დიდი ხნის დამალულ საიდუმლოს, როცა ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრის ადამ ლანგის მემუარების დასრულებას დათანხმდება მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის ასისტენტი საიდუმლოებით მოცული უბედური შემთხვევის შედეგად დაიხრჩობა. რომან პოლანსკის დაძაბულ დრამაში, მთავარი გმირი გაიაზრებს, რომ მისი აღმოჩენა საფრთხეს უქმნის ზოგიერთ გავლენიან ადამიანს,ვინც ყველაფერზე წავა, რომ ლანგის წარსულის ზოგიერთი ეპიზოდი სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს.
ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯონ კარტერი, მარსზე აღმოჩნდება, სადაც ტყვედ ხვდება მტრულად განწყობილ ოთხმეტრიან აბორიგენებთან. კარტერი არამარტო თავად უნდა გადარჩეს, არამედ პრინცესა დეა ტორისიც უნდა გადაარჩინოს.
თინეიჯერი სარა, რომელიც გამუდმებით გამეორებად სიზმრებს გაექცა, „სიზმრების კვლევის“ ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას, რაც მისთვის საკუთარ გონების სიღრმეებში კოშმარულ მოგზაურობად გადაიქცევა.
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია.
ბრილიანტებს იპარავენ იმისათვის, რომ გადაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე.ჯეიმს ბონდი მორიგი მისიიის შესასრულებლად მიდის ლას ვეგასში სადაც მის მოსისხლე მტერს ბლოფელდს ხვდება. ლეგენდარული ბონდიანის მეშვიდე ფილმი შონ კონერის მონაწილეობით.
ხელოვნურად შექმნილმა ვირუსმა, მთელი კაცობრიობა ამოწყვიტა. მაგრამ ამას გადაურჩა მეცნიერი, რომელსაც არ ეგონა რომ ეს ვირუსი ასე გავრცელდებოდა და ასეთ შედეგებს გამოიღებდა.
როდესაც ონლაინ თამაშების წევრები უცნაურ მოწვევას ღებულობენ ვირტუალურ ვიდეო თამაშში, ყველაფერი ნამდვილი ხდება რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან. თავდაპირველად უნიკალური გამოცდილებაა მაგრამ მალე ყველაფერი იცვლება...საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება.
ფილმი მოგვითხრობს მამის ისტორიას, რომელიც ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებულ ვაჟს მალავს რელიგიური სექტისა და მთავრობის აგენტებისგან.
საიმონ ფენიქსი ძალიან სახიფათო კრიმინალია, რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან-ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა.
უნივერსიტეტის სტუდენტი ასტრალური პროექციის შედეგებს იწვნევს, როდესაც ამ პროექციას გარდაცვლილ დედასთან დასაკავშირებლად გამოიყენებს.
ახალგაზრდა მეგობრები, გადაწყვეტენ რომ გაატარონ ერთი ღამე სახლში, რომელიც უცნაურ ტყეში მდებარეობა. მალევე აღმოაჩენენ რომ ამ ადგილას დრო ძალიან სწრაფად გადის.
მუზეუმის დარაჯმა, სრულიად შემთხვევით უძველესი წყევლა მოხსნა. ამან კი შესაძლოა ძალიან დიდი საშიშროება მოუტანოს თლიანად ქალაქს.
ცხოვრებისგან გადაღლილი 4 ახალგაზრდა მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მათ ქალაქში უცხოპლანეტელები დათარეშობენ. ისინი საკუთარი ქალაქისა და მსოფლიოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
დროში მოგზაურობის ძალიან სახალისო ამბავი გრძელდება. ამჯერად წარსულის გარდა მომავალში მოგზაურობაც შესაძლებელია.
სელესტა - სექსუალური უცხოპლანეტელი, საიდუმლო დავალებით, ფიზიკოს სტივ მილეას აცდუნებს და მის გამოკვლევებს მოიპოვებს, რომელშიც პლანეტის გადარჩენის გასაღები ინახება.
წამალი, რომელიც მომხმარებელს ხუთი წუთით სუპერ ძალებს აძლევს ნიუ ორლეანის ქუჩებში სწრაფად გავრცელდება. ახალგაზრდა დილერი, ადგილობრივი პოლიციელი და ყოფილი ჯარისკაცი გაერთიანდება ამ წამლის შემქმნელი ჯგუფის აღმოსაჩენად და მათ შესაჩერებლად.
გაუცნობიერებელ და აკრძალულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სივრცესა და დროში ჩახლართული სამი ზღაპრის მეშვეობით.
ძმებმა მათი სახლის სარდაფში მისტიური თამაში აღმოაჩინეს და ბნელი კოსმოსის სიღრმეში ამოყვეს თავი. ამ ფანტასტიურ მოგზაურობაში მათ ასტრონავტი უერთდებათ.
1950 წლების მიწურულს, ერთ საბედისწერო ღამეს, ნიუ მეხიკოში, ახალგაზრდა სატელეფონო სადგურის ოპერატორი ფეი და ქარიზმატული რადიო დიჯეი ევერეტი უცნაურ რადიო სიხშირეს აღმოაჩენენ, რომელსაც შეუძლია მათი პატარა ქალაქი და მათი მომავალი სამუდამოდ შეცვალოს.
asvl