asvl

9 წლის ბიჭის ისტორია, სახელად მაილო. ჭამო საზიზღარი საჭმელები, გაიტანო ნაგავი, ადრე დაწვე დასაძინებლად - ვის სჭირდება დედა, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებას გვაიძულებს? ასე ფიქრობდა იგი, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დედა უცხოპლანეტელებმა მოსტაცეს.
მარიო და ლუიჯი, რომლებიც წყალსადენის ოსტატები არიან, აღმოაჩენენ სხვა სამყაროს, სადაც დინოზავრიებმა ევოლუცია განიცადეს.
ის, რასაც ასე ელოდნენ, მოხდა - დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ხომალდები ამხელა და ამდენი იქნებოდა. მაგრამ აღტაცება და გაოცება საშინელებად გადაიქცევა, როდესაც კოსმოსური იარაღი ამოქმედდება და ქალაქებს ნანგრევებად აქცევს. გადარჩენილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა მტერს საერთო ძალებით შეუტიონ.
ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასიასტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება.
სამი ჰაკერი-სტუდენტი მოულოდნელად მიიღებენ საიდუმლო შეტყობინებებს უცნობისგან სახელად NOMAD (მაწანწალა). მაგრამ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა ადამიანთან, არამედ არამიწიერ გონებასთნა.
კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა.
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.
ექსცენტრიული პროფესორი დროის მანქანას იგონებს და ახალგაზრდა მეგობართან ერთად ოცდაათი წლით უკან, წარსულში ბრუნდება.
ჯეკ ქარვერი, სპეცდანიშნულების ყოფილი წევრი, ჟურნალისტ ვალერია კარდინალს წაიყვანს კუნძულზე ბიძის, მაქსის სანახავად, რომელიც აქ სამხედრო კომპლექსში მუშაობს.
დაახლოებით 1873 წელი, არიზონას შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ პროვინციაში გამოჩნდა უცნობი, რომელსაც არაფერი არ ახსვოს თავის წარსულის შესახებ. უცნობი მალე ხვდება, რომ იქ მცხოვრებლებს არ უხარიათ მისი გამოჩენა. ისინი გარეთ მხოლოდ პოლკოვნიკის ბრძანების შემდეგ გამოდიან. მაცხოვრებლების ესეთი ქცევა აკვირვებს უცნობს, მაგრამ იგი მალევე ხვდება მიზეზს.
asvl