ბობი სენდის, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის "ირას" წევრის ისტორია, რომელიც 1981 წლის შიმშილობას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც რესპუბლიკელი პატიმრები შეეცადნენ პოლიტიკური სტატუსის მოპოვებას, რამაც მეიზის ციხეში სენდის სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე მოვლენების დრამატიზება გამოიწვია.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ის მოგვითხრობს ისტორიას ექიმზე, რომელიც ევთანაზიის იდეას მხარს უჭერს. თან, მხარს უჭერდა განა მარტო სიტყვებით, არამედ თავის განუკურნავ პაციენტებს ეხმარებოდა სიკვდილში.
ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ.
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ეს ფილმი მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი "The Quarrymen".
გონდურასში დაბადებული საირა თავისი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად ყველაფერზე არის წამსვლელი. მას აშშ-ში ცხოვრება უნდა. მექსიკაში გადასვლა კი, ამერიკისკენ მიმავალ გზაზე პირველი გადადგმული ნაბიჯია.
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისათვის.
ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს.
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას.
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.
ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკელ მხატვარზე ჯონ ჰოლერზე, რომელიც ფეხმძიმე ცოლთან ერთად ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რადგან დედამისმა სერიოზული ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
ოსკარი ერთ ქარიშხლიან ღამეს გაჩნდება პატარა ქალაქის საავადმყოფოში და იმთავითვე ნათელი გახება, რომ მასშო რაღაც უჩვეულოა: იგი გრავიტაციის კანონებს არ ექვემდებარება, ჰაერში ტიტივებს, ბუშტივით დაფარფატებს გაოგნებული დედისა და ბებიის თვალწინ.
მიკი რურკი ასრულებს ყოფილი პროფესიონალი რესტლერის რენდი "რეინ" რობინსონის როლს. რენდი 80-იანი წლების ვარსკვლავი იყო, ახლა კი საკუთარი თავის მკრთალი ანარეკლია. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინფარქტი მიიღო, რის გამოც ექიმებმა რინგზე გამოსვლა აუკრძალეს.
არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ მიზანდასახულ ჩოგბურთელს ცნობილ უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვების შანსი ეძლევა, და ამასთან ერთად მომხიბვლელი გოგონას გულის მოგებისაც.
ჯიმი დუგანი - ყოფილი ბეისბოლისტია, ვისი დღეები დიდ ლიგაში წარსულს ჩაბარდა. მას მრწვთნელად მოიწვევენ ქალთა ბეისბოლის ლიგაში, რომელიც 1943 წელს დაარსდა, როდესაც ყველა მამაკაცი ომში იყო წასული.
დრაივერმა 10 წელი ციხეში გაატარა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის ძმის მკვლელზე შურისძიებას გეგმავდა. ახლა როცა ის თავისუფალია, მისი გეგმის განხორციელებას ორი ადამიანი ეღობება წინ: პოლიციელი და და დაქირავებული მკვლელი.