asvl

ფილმი მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს.
ახალგაზრდა მემკვიდრე, იძულებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ გალაქტიკა დაიცვას და საკუთარ ძალებში დარწმუნდეს.
ისტორია იმ ადამიანებისა, რომელთა ცხოვრების გზებიც ნიუ-იორკის ერთ დრამატულ ზამთარს ერთმანეთს გადაკვეთს.
ეს არის ანიმაციური შავი კომედია, რომელიც მარტო მდგომი იდუმალი სახლის და მისი ბინადრების შესახებ სამ სხვადასხვა სიურეალისტურ ამბავს მოგვითხრობს.
ჯული თბილი, კეთილი და ოჯახის მოყვარე ქალია, რომელიც საბავშვო ბესტსელერის ავტორია. მისი წიგნები ბავშვობის შიშის გამოვლენას ეხება. წინ ბნელი საიდუმლოს გამჟღავნებაა.
მატიე, ეს არის ახალგაზრდა და ნიჭიერი
მოვლენები 1938 წლს, შემოდგომით ვითარდება, როდესაც ევროპა ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ადოლფ ჰიტლერი კი ჩეხოსლოვაკიაში შესაჭრელად ემზადება და ბრიტანეთის მთავრობა, ნევილ ჩემბერლენის მეთაურობით, ევროპაში დაძაბული სიტუაციიდან უიმედოდ ეძებს გამოსავალს, რომელიც სტაბილურად უახლოვდება მსოფლიო ომს.
მატეი პოლიაკოვი, რომელიც 18 წლაა და ამასთან ძალიან გულუბრყვილოა, ხვდება ჯიბის ქურდების ჯგუფს და მათგან ქურდობის ხრიკების სწავლას იწყებს.
ომიდან ახალ დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი გაიგებს, რომ მისმა კონკურენტმა ჟაკ ლე გრისმა მისი ცოლი მარგარიტა გააუპატიურა. მაგრამ არავის სჯერა ქალის...
ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდაზე, რომლებსაც ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. მაგრამ, გოგოს ავადმყოფობის გამო არ შეუძლია სახლიდან გარეთ გასვლა და ვინმესთან მიახლოვებაც კი, ყველაფერი მესიჯობით იწყება და მოულოდნელად გრძელდება...
ისტორია ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც დედასთან ერთად ლონგ-აილენდში მდებრე სახლში გადადის მას შემდეგ, რაც მისი მამა ოჯახს მიატოვებს.
ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს და პარალელურად მიუზიკლ
სარამ როგორც იქნა იშოვნა სამსახური, რომელიც თითქოს მისი მოწოდებაა - ის ლივერპულში მუშაობს მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც განსაკუთრებულ უნარს ამჟღავნებს თავშესაფრის მობინადრეებთან ურთიერთობისას.
უცხოპლანეტელების გუნდი, რომელთაც სუპერ ძალები აქვთ და დედამიწაზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ, მოულოდნელად იძულებულები ხდებიან დედამიწა მტრისგან და განადგურებისგან დაიცვან.
ისტორია ძმებ ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე.
სამეფო ოჯახთან პრინცესა დიანას მენტალური პრობლემები უფრო და უფრო მწვავდება, საბოლოოდ კი ის გადაწყვეტს დაშორდეს პრინც ჩარლზს, რომელთანაც უსიყვარულო ქორწინება და ორი ვაჟი აერთიანებს.
ბავშვობის მეგობრების ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს.
მოულოდნელად გაუქმებული ქორწილი და ასევე გაკოტრებული საცხობი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა გოგონას, ფელისიტი ოლსონს სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. მაგრამ ყველაფერი მას ჯერ კიდევ წინა ქვს.
ადამი ავტომექანიკოსია და ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. იგი სამ მეგობარს გამოუტყდება, რომ გეია.
მამაკაცი, რომელიც უკვე ასაკში შევიდა, გადაწყვეტს რომ ქალიშვილისგან ყოველგვარ დახმარებაზე უარი თქვას. ის შეეცდება რა ცვალებადი გარემოებების არსს ჩასწვდეს, მას საყვარელ ადამიანებშიც კი ეჭვი შეეპარება, თავის თავშიც და არსებულ რეალობაშიც.
მამაკაცი, რომელიც 10 წელი გადიოდა რეაბილიტაციის კურსებს, მშობლიურ მხარეში ბრუნდება. იქ კი ხვდება დაოჯახებული მისი ძმა, რომლის ცოლიც მასზე დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებული იყო.
დაქირავებული მკვლელის გაგრძელება, ამჯერად უკვე სიკარიოს დავალება ტერორისტების პოვნა და მოკვლაა, მაგრამ ის მექსიკასთან ბრძოლას დაიწყებს.
ირგვლივ ზომბი-აპოკალიფსია და ამ დროს მამაკაცს ცოლი ეღუპება და მას თავისი ჩვილი ქალიშვილი რჩება. მაგრამ ზომბებმა მასაც უკბინეს და მამას 48 საათი რჩება, რათა ბავშვს ახალი ოჯახი უპოვოს.
საგადასახადო სამსახურის აგენტი წარსულში მოხმდარი ამბის გამო თავს დამნაშავედ თვლის, სწორედ ამიტომ ის გადაწყვეტს შვიდი უცხო ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს და მათ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს.
პატარა ბიჭუნას, რომელსაც პოლიციელ მამას მოუკლავენ, გადაწყვეტს რომ პოლიციელი გამოვიდეს და ემსახუროს თავის ქვეყანას. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ წესრიგი და სიწყნარე იყოს თავის შტატში.
ახალგაზრდა და თანაც სიმპატიურ მდიდარ ბიჭს, ერთი ულამაზესი გოგო შეუყვარდება. ისინი დაქორწილდებიან და გადაწყვეტენ მოგზაურობას. სამწუხაროდ ერთ დღესაც ბიჭი ცუდად გადხება და ლოგინად ჩავარდება. მას სუნთქვის პრობლემები აქვს, მაგრამ მოულოდნელად სწორედ აქედან დაიწყება მისი ლამაზი ცხოვრება.
გენიალური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა. ძაღლზე რომელსაც სახელად ტოგო ჰქვია.
asvl