asvl

ნიკოლასი ერთი საყვარელი დაუნის სინდრომის მქონე 10 წლის ბიჭუნაა, რომელსაც დედა ყოველ წელს ახალ საკარნავალო კოსტიუმს უმზადებს. მაგრამ, მას ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად დედა გარდაიცვლება და ყველაფერი იცვლება.
ძალიან მხიარული და ამავდროულად ცოცხალი ასაკოვანი მამაკაცი, თავისი ჯადოსნობის წყალობით ერთ პატარა გოგონას დღეს სიხარულით აუვსებს.
კუბო ეს არის ბიჭი, რომელიც დიდი ოჯახის მემკვიდრეა, მაგრამ როცა ის ბრუნდება შურისძიების სურვილით აღვსილი წარსულის სულები, მის დაცვას ბედავს მხოლოდ მეპატრონეთა უცნაური წყვილი.
ორი ინდაურის ძალიან სახალისო და საინტერესო ისტორია, რომელიც მათთვის სამაგალითო აღმოჩნდება.
ერთი პატარა მწვანე დინოზავრის და პატარა ბიჭუნას თავგადასავლი, მათ ერთმანეთის დახმარებით მოუწევთ უამრავი სირთულის გადალახვა, საკუთარ ოჯახთან დასაბრუნებლად.
მერიდა უალამზესი პრინცესაა, რომელიც მეფე ფერგუსისა და დედოფალი ელინორის სამეფოში ცხოვრობს. ის მეამბოხეა, მშობლებს საერთოდ არ ემორჩილება და ერთ დღესაც სამეფოს წმინდა წესს დაარღვევს, რითაც საშინელ აურზუარს გამოიწვევს.
ეს არის  სამი არსების ამბავი: თაგვი, რომელსაც წიგნების ჭამას მათი კითხვა ურჩევნია, ვირთხა, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, რათა სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საპყრობილე და დიდი ყურებიანი გოგონა, რომელსაც ბედისწერა პრინცესას ამოუცნობ გზებს დაუკავშირებს.
რონალი ეს არის ყველაზე უცნაური ბარბაროსი. მას არ აინტერესებს არც ბრძოლები, არც დაპყრობები და არც ნადიმები. მისი სურვილია, რომ ყველამ თავი დაანებოს, მაგრამ ერთხელ ბოროტმა პრინცმა ვალკაზარმა ყველა ბარბაროსი ტყვედ აიყვანა და უნდა ისინი შესწიროს ძველ ღმერთებს, იმისთვის, რომ მთელი სამყაროს ბრძანებელი გახდეს. ამ ტყვეობას კი, გადაურჩება მხოლოდ რონალი.
პატარა გოგონა ააშენებს სარაკეტო გემს, იმის იმედით რომ მითიურ მთვარის ქალღმერთს შეხვდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად წარიმართება.
დრაკის არაჩვეულებრივად გოლიათი ლეკვი სახელად ტინკლზი, დიდი ენერგიის პატრონია და ბურთის თამაში ძალიან უნდა. თუმცა სამწუხაროდ, დრაკი ძალიან დაკავებულია თავისი საქმეებით სასტუმროში.
ეს არის აფრიკელი მამაკაცის ისტორია, რომელიც იაპონიაში ჩავიდა და  სამურაი გახდა. მას მოუწევს უმძიმეს ბრძოლებში მონაწილეობა და ბევრი სირთულის დაძლევა.
აქ ჩვეულებრივი ცხოველები არ ცხოვრობენ, ისევე როგორც ადამიანები ისინიც აზროვნებენ და კარგ ცხოვრებაზე ფიქრობენ. ერთ სახლში ისინი ბინას დაიდებენ და მოუწევთ მის ბრაზიან მეპატრონესთან ბრძოლა.
ქეით მიტჩელს როგორც იქნა თავისი ოცნების კინოსკოლაში მიიღებენ, მამა კი ქალიშვილის სკოლაში წაყვანას თავად გადაწყვეტს. მათ საგზაო მოგზაურობას ოჯახის დანარჩენი წევრებიც უერთდებიან და მოგზაურობა სახალისო გამოდის.
ეს მოვლენები სამართლიანობის ლიგის ჩამოყალიბებამდე ვითარდება. ბარი ალენი უეცრად აღმოაჩენს, რომ მას უფრო სწრაფად სირბილი შეუძლია, ვიდრე მას წარმოიდგენდა, რაც სიჩქარის ძალასთან მის პირველ შეხვედრას გამოიწვევს.
ანიმაცია მადაგასკარის პინგვინების სახალისო თავგადასავალზე.
ფილმის გმირები და მათი მასწავლებელი ეძებენ დრაკონს, რომელიც ძალიან საშიშია და ამიტომაც მათ უნდა მოკლან ეს დრაკონი.
ნოეს კიდობანი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ცხოველებით,ღია ზღვაში მიცურავს. ბორტზე კი საუკეთესო მეგობრები, ფინი და ლეა იმყოფებიან.
ფილმის მთავარი გმირი 11 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. ის მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის, ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.
მას შემდეგ რაც ბენი და საორსის დედა უჩინარდება, ისინი ბებიასთან საცხოვრებლად გადადიან ქალაქში. როდესაც ისინი უკან სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.
რაილი, რომელიც 11 წლისაა, მის ყველა ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები კი გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
სიმპსონები, ეს არის ყველაზე ცნობილ ოჯახი მსოფლიოში. ახლა კი ისინი დიდ ეკრანზე წარსდგებიან უკვე ფილმის სახით, თავიანთი უჩვეული და საინტერესო ისტორიებით.
აანგი სულ რაღაც 12 წლის იყო და ის ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის იძულებულია ცეცხლის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა ჩაუდგეს სათავეში, რათა ამით მან სამყაროში წონასწორობა აღადგინოს.
ადგილი სადაც ცხოვრობენ ძალიან ძლიერი და ამავდროულად ყოვლის შემძლე ნინძები, სრულიად მოულოდნელად დიდი საფრთხე დაემუქრება. ამირომაც ნინძები იძულებული გახდებიან მათი ტერიტორია სიცოცხლის ფასად დაიცვან.
ტიტანების შემოტევა უნდა დასრულდეს და ყველაფერს თავის პასუხი გაეცეს. დაპირისპირება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ბევრი მსხვერპლი მოუტანა ყველა მხარეს, დასასრულს მიუახლოვდა.
სპანჯბობის საყვარელ მეგობარ ლოკოკინას, გერის გაიტაცებენ. სპანკბობი და პატრიკი ეპიკურ თავგადასავალში ერთვებიან, ამიტომაც ისინი გერის დასაბრუნებლად დაკარგულ ქალაქ ატლანტიდაში მიემგზავრებიან.
12-13 წლის ბიჭუნა, შედის ბიბლიოთეკაში და სრულიად მოულოდნელად, მაგიის დახმარებით საუკეთესო საბავშო წიგნების სამყაროში აღმოჩნდება. საყვარელ გმირებთან ერთად იგი მონაწილეობას ღებულობს მულტიპლიკაციურ თავგადასავლებში.
ეს არის ის დრო, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ ცრურწმენა რომ მგლები დემონები იყვნენ და მათი შიში ყველას ჰქონდა.
ის ძალიან განებივრებული პრინცია და ამასთანავე მისი გარეგონა ქალებს ატყვევებს. მის მოსახიბლად და დასაქორწინებლად 3 პრინცესა ოცნებობს მაგრამ ის სულ სხვა უბრალო გოგოს აირჩევს.
asvl